წარმოგიდგენიათ, რომ მატრიცაში კიანუ რივზი არ გვეხილა, ოდრი ჰეპბერნს კი ფილმში საუზმე ტიფანისთან არ ეთამაშა?

კი, ეს სრულებით შესაძლებელი იყო, მანამდე სხვა მსახიობებს შემდეგში საკულტო გმირებად ქცეულ როლებზე რომ უარი არ ეთქვათ.

ამ ერთ გადაწყვეტილებას მათი მთელი კარიერის შეცვლა შეეძლო. მართალია, ასე სხვისი ცხოვრება მაინც შეცვალეს, მაგრამ სინანულს ვეღარაფერს უხერხებენ.

1. კრისტინა ეპლგეიტმა "სულელური ნაბიჯი" უწოდა თავის გადაწყვეტილებას, ქერათმიანი ადვოკატის (Legally Blonde) როლს რომ არ დათანხმდა

ფოტო: John Shearer / Getty Images / Tracy Bennett/MGM Pictures / Getty

2. ლეონარდო დიკაპრიომ ტიტანიკში მონაწილეობის სანაცვლოდ პოლ თომას ანდერსონის ფილმში Boogie Nights (ბუგის ღამეები) ედი ადამსის როლზე თქვა უარი: "ორივე შესანიშნავი ფილმია და ვისურვებდი, რომ ორივეგან შემძლებოდა თამაში", — განაცხადა მან

ფოტო: Steve Granitz / WireImage / New Line Cinema

3. ალ პაჩინომ ვარსკვლავურ ომებში (Star Wars) ჰან სოლოს განსახიერებაზე თქვა უარი და მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებას "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" უწოდა

ფოტო: Tim P. Whitby / Getty Images / Sunset Boulevard

4. ბეჭდების მბრძანებელში არაგორნი შეიძლება ნიკოლას ქეიჯი ყოფილიყო, თუმცა ის ამ შეთავაზებას არ დათანხმდა

ფოტო: Michael Kovac / Getty Images / New Line Cinema

5. კევინ კოსტნერმა სინანული გამოხატა, რომ ფილმში გაქცევა შოუშენკიდან ენდის როლი არ მიიღო

ფოტო: Frazer Harrison / Paramount Network / Columbia Pictures

6. "წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს რომ ვაფასებ, ვფიქრობ: "რა ჯანდაბის გამო ვთქვი უარი ამაზე და კი – სხვა ფილმზე?" — აღნიშნა გვინეტ პელტროუმ ტიტანიკში როუზის როლის ხელიდან გაშვებაზე

ფოტო: Getty Images

7. მიშელ პფაიფერმა კრავთა დუმილში (The Silence of the Lambs) კლარისის განსახიერებას არ დათანხმდა, რადგან მისი თქმით, ამ ფილმში "რაღაც დიდი ბოროტება იყო"

ფოტო: George Pimentel / WireImage / Orion Pictures

8. მაიკლ კიტონი ნანობს, რომ ფილმში ზაზუნას დღე (Groundhog Day) ფილ კონორსის როლზე უარი თქვა, რადგან სცენარის კითხვისას ვერ წარმოედგინა, თუ ასეთი დიდებული პერსონაჟი გამოვიდოდა

ფოტო: Dia Dipasupil / Getty Images / Columbia Pictures

9. მერილინ მონრო ფილმში საუზმე ტიფანისთან ჰოლი გოლაითლის ეკრანზე გაცოცხლებას არ დათანხმდა, რადგან მას ურჩიეს, რომ ეს პერსონაჟი მის იმიჯს შელახავდა

ფოტო: Baron/Hulton Archive / Getty Images

10. უილ სმიტმა თქვა, რომ შემეძლოს, წარსულში დავბრუნდებოდი და მატრიცაში ნეოს როლს დავთანხმდებოდიო: "ჩემს თავს ვეტყოდი, 'გამო*ირებულო, რატომ ამბობ უარს?"

ფოტო: Axelle/Bauer-Griffin / FilmMagic / Warner Bros.