ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მემორანდუმში საქმე ორ კონკრეტულ პირს ეხებოდა, ხოლო სხვა "პოლიტკრიმინალების" საქმეები შეიძლება გაგრძელდეს.

"თუ ვინმეს აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაული, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ეწერა ცალსახად, რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ, ანუ მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორადუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი", — განაცხადა კობახიძემ.

ნიკა მელიამ რუსთავის #12 ციხე გუშინ, 10 მაისს დატოვა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა.