Digital Bus Academy-ში ბავშვები მომავლის კურსების გავლას შეძლებენ
Digital Bus უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ყველა მსურველს აძლევს საშუალებას, რომ მომავლის პროფესიებს დღეს დაეუფლონ. ციფრული სამყაროს უსწრაფესი განვითარება ბოლომდე ცვლის ჩვენს მომავალს, ამიტომ აუცილებელია, მის ტემპს ფეხი ავუწყოთ და განვითარება არ შევწყვიტოთ.
ამ დროის განმავლობაში აკადემიას უკვე ასობით სტუდენტი ჰყავდა. მათგან ზოგი უკვე პროფესიონალი იყო, ზოგი დამწყები. დამწყებ სტუდენტებზე კი არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ძალიან დიდი წარმატება კურსების გავლის შემდეგ: აკადემიამ უკვე 36 ადამიანის დასაქმება შეძლო!
ასეთი წარმატებული წლის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო ახალ, კიდევ უფრო რთულ გამოწვევას შესჭიდებოდნენ — მომავლის პროფესიების ბავშვებისთვის ესწავლებინათ.
Digital Bus Academy-ს სურვილი იყო, რომ ბავშვებისთვის მხოლოდ სასწავლო კურსები არ შექმნილიყო. ეს მათთვის უნდა გახდეს დაუვიწყარი თავგადასავალი და ყველაზე საინტერესო საათები დღის განმავლობაში. ბავშვებთან იმუშავებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. მათ იციან, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, ძალიან ჭკვიანები და თან საკმაოდ მგრძნობიარენი.
რა კურსები ექნება Digital Bus-ს მოზარდებისთვის და რატომ არის აუცილებელი მათი სწავლა?
იმის გამო, რომ ბავშვები ძალიან ენერგიულები არიან და ყველაფრის ათვისება უმარტივდებათ, პატარა ასაკში ენის სწავლება და სხვადასხვა აქტივობაზე ბავშვის შეყვანა ძალიან გამოცდილი პრაქტიკაა. ძირითადად ეს ეხება ხოლმე სპორტს, მუსიკას და უცხო ენებს. თუმცა, ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსოფლიოს განვითარებამ ამ ყველაფერს კიდევ შეჰმატა ისეთი აქტივობები, რომელთა ბავშვობიდან სწავლის შემთხვევაში, მოზარდი თინეიჯერობის ასაკში უკვე მზად იქნება ციფრულ ლაბირინთებში გზის გასაკვალად.
Digital Bus Academy-ს სწორედ 3 ასეთი კურსი აქვს 8-13 წლამდე ბავშვებისთვის, რომელთა გავლაც მოზარდებისთვის როგორც საინტერესო, ასევე ძალიან გამოსადეგი იქნება მომავალში.
Front End დეველოპმენტი
ყველაფერი, რასაც ამ და სხვა საიტებზე ხედავთ ან აპლიკაციაში შესვლისას გხვდებათ, სწორედ Front End დეველოპერის დამსახურებაა. ამ მოწესრიგებული საიტებისა და აპლიკაციების უკან პროგრამული უზრუნველყოფა დგას, რომელიც მცოდნე ხალხმა შექმნა. ბავშვებს სწორედ ამ ყველაფრის 0-დან შესწავლა შეეძლებათ. რამდენად სახალისო იქნება ეს მათთვის და ასევე რამდენად შემოსავლიანი შეიძლება იყოს ეს მათთვის ზრდასრულობისას, ალბათ, თავადაც ხვდებით.
გარდა იმისა, რომ ეს მათთვის სახალისო იქნება, ასევე ამ კურსის განმავლობაში ისინი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას შეეცდებიან, რაც მათ პასუხისმგებლობის შეგრძნებასა და თავდაჯერებულობას გაუზრდის.
რობოტექნიკა
რა შეიძლება ბავშვისთვის იყოს იმაზე საინტერესო, ვიდრე რობოტის აწყობა? ამ კურსის საშუალებით ისინი გაიგებენ ყველაფერს რობოტექნიკაზე: როგორ ხდება მისი აწყობა, პროგრამულად გამართვა, დისტანციურად მართვა და ა.შ. ერთი სიტყვით, ტრანსფორმერების მუშაობის პრინციპებზე ყველაფერს გაიგებენ.
რობოტექნიკის კურსის განმავლობაში, ბავშვები მათთვის აქამდე წარმოუდგენელ პროცესებს გაივლიან და ნახავენ ყველა იმ დეტალს, რაც რობოტის გამართულად მუშაობისთვის არის საჭირო. ეს ყველაფერი მათ ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მისცემს და ვინ იცის, იქნებ მათთვის საოცნებო პროფესიაც გახდეს.
ხატვაში საათების გატარება ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს. თუმცა, ძალიან ხშირია საუბარი იმაზე, რომ ზოგს ხატვის ნიჭი არ აქვს. ხატვის ნიჭზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ Digital Bus Academy-ის გრაფიკული დიზაინის კურსზე ხატვას ყველა შეძლებს! კომპიუტერულ პროგრამაში ბავშვებს საშუალება აქვთ, რომ მათი ფანტაზიით ნებისმიერი ფორმისა და ფერის გამოსახულება შექმნან. კურსის განმავლობაში კი მათ ასწავლიან ყველა საჭირო ტექნიკას, რაც შეიძლება მათ გამოადგეთ ნებისმიერი გამოსახულების შესაქმნელად.
გრაფიკული დიზაინის კურსი მათ მისცემთ საშუალებას, რომ ყველა ემოცია, ფანტაზია და გრძნობები გამოხატონ არა ფურცელზე, არამედ ეკრანზე
მოკლედ, Digital Bus Academy აგრძელებს დიდი მიზნების დასახვას და მათ შესრულებას. ამჯერად მათი მიზანი ბავშვებისთვის უნიკალური კურსების შექმნაა. ამ კურსებზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლიათ და ბავშვები თავად შეძლებენ მათი გამოცდილების შეფასებას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები