ჩვენი, სინოდის, სრული მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს — მიტროპოლიტი დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აცხადებს, რომ ცაგერის, ლენტეხის და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, სტეფანეს სინოდისგან სრული მხარდაჭერა აქვს. კითხვაზე, უნდა ჩაერთოს თუ არა სინოდი ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებში, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:
"ჩართულია სინოდი, კომისიაა შექმნილი. ჩვენი სრული მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს, სინოდის სრული მხარდაჭერა".
რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს. მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა.
2021 წლის 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე დაინიშნა. ეპარქიაში სიტუაცია სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.
თავდაპირველად მან მეუფე სტეფანემ ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.
მეუფე სტეფანეს ამ გადაწვეტილებას ეპარქიაში უკმაყოფილება მოჰყვა. 8 მარტს, ამ ამბის გასაშუქებლად ჭყონდიდში ჩასული ჟურნალისტსა და ოპერატორს სასულიერო პირი ფიზიკურად შეეხო და მიკროფონი წაართვა. ამ დაპირისპირების დროს, 10-მდე ჟურნალისტი მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საპატრიარქომ ეს მოვლენები შეაფასა როგორც ეპარქიაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის "ფეხქვეშ გათელვა". საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მაშინ განაცხადა, რომ ჟურნალისტების დაშავების გამო წუხს, თუმცა დაამატა, რომ აივანზე "საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ".
დაპირისპირება იყო ჭყონდიდში 24 მარტსაც. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მეუფე სტეფანე და მამა ათინოგენი.
29 მარტს, მეუფე სტეფანემ მონაზონი, დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეუფე სტეფანე დედა სოსანას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი", "დააყენე ერთი წუთით". ამის შემდეგ, დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს რამდენიმე დღის განმავლობაში მონასტერში არ უშვებდნენ.
4 აპრილს მეუფე სტეფანემ 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაადანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა.
21 აპრილს მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მამათა მონასტერში არ შეუშვეს. მან ტაძრის კართან იგალობა და ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. სალხინოს მონასტერში ხმაური იყო 22 აპრილსაც — ერთმანეთს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდა. მეუფე სტეფანემ ამ ამბის გამო კიდევ სამი სასულიერო პირის განკვეთა დააანონსა, თუ კი ისინი შაბათამდე არ "მოინანიებენ". სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება იყო 25 აპრილსაც. მიზეზი მონასტერში ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას მისვლა გახდა.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები