რა არის ქოლესტერინი და რას იწვევს მისი სიჭარბე ჩვენს ორგანიზმში
ბევრს საუბრობენ მასზე, ხშირად არსებულ და არარსებულ დაავადებებს მიაწერენ და განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა სიაში მოიხსენიებენ.
გაიცანით — ეს ქოლესტერინია!
ქოლესტერინი სისხლში არსებული ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელიც ჯანმრთელი უჯრედების ასაგებად არის საჭირო, თუმცა მისი მაღალი დონე იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას და განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.
ქოლესტერინის ტრანსპორტირება სისხლით ხდება, რის შემდეგაც ცილებს ემაგრება, სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელწოდება — ლიპოპროტეინი.
განარჩევენ სხვადასხვა სიმკვრივის ლიპოპროტეინებს:
Low-density lipoprotein (LDL) — დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებია, რომელთაც "ცუდ" ქოლესტერინს უწოდებენ. მაღალია მათი არტერიულ კედლებში "ჩაშენების" ალბათობა, რაც სანათურის შევიწროებას განაპირობებს და იმატებს გულის შეტევის, ინფარქტის ან ინსულტის განვითარებას რისკი. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ცუდი ქოლესტერინს დონე სისხლში დაბალი იყოს.
ის აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და პრობლემებს უქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემასაც.
High-density lipoprotein (HDL) — მაღალი სიმკვრივის, იგივე "კარგი" ქოლესტერინი, სისხლძარღვების დამცველია, რადგან აგროვებს მის ჭარბ რაოდენობას და ღვიძლამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ალბათ გაგიგიათ ლიპიდური ცვლის პროფილი — ეს არის ანალიზების ერთობლიობა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინის გარდა, ტრიგლიცერიდების დონესაც განსაზღვრავს სისხლში. ტრიგლიცერიდები ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს წარმოადგენენ, რომელთა ჭარბი რაოდენობა ასევე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ეს კვლევა ერთგვარი ნივთიერებათა ცვლის მარკერია, ამავდროულად კი (სხვა კვლევებთან კომპლექტში) თრომბის ჩამოყალიბებისა თუ არტერიული ჯანმრთელობის საზომადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
რისკ-ფაქტორები
მაღალი ქოლესტერინის რისკებს მიეკუთვნება როგორც ჩვენს მიერ კონტროლირებადი ფაქტორები, მაგალითად: არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და სიმსუქნე, ასევე გენეტიკური მიდრეკილებაც, რომელსაც თავად ვერ განვსაზღვრავთ.
არაჯანსაღი კვება — განსაკუთრებით საფრთხის შემცველია გაჯერებული ცხიმის მიღება, რომელიც გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში და ტრანსცხიმებში, ასევე რაფინირებული ცილები და ნახშირწყლები.
სიმსუქნე — თუ სხეულის მასის ინდექსი (BMI) 30 ან მეტია, სიტუაცია ყურადსაღებია და პაციენტი საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა — გაითვალისწინეთ, ვარჯიში ხელს უწყობს თქვენი სხეულის HDL, ანუ "კარგი" ქოლესტერინის გაძლიერებას, ხოლო ზრდის LDL ან "ცუდ ქოლესტერინის ნაწილაკების ზომას, რაც მას ნაკლებად საზიანოს ხდის. ასევე სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის ფიზიკური აქტივობა.
მოწევა — სიგარეტის მოწევა აზიანებს სისხლძარღვების კედლებს, რაც მათ ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებისკენ მიდრეკილებას განაპირობებს. მოწევამ შეიძლება ასევე შეამციროს HDL, ანუ "კარგი" ქოლესტერინის დონე.
ასაკი — გამომდინარე იქიდან, რომ ნივთიერებათა ცვლა იცვლება ასაკის მატებასთან ერთად, მაღალი ქოლესტერინის რისკი კიდევ უფრო იზრდება.
დიაბეტი — სისხლში მაღალი შაქრის დონე ხელს უწყობს საშიში ქოლესტერინის დონის ზრდას, ასევე აზიანებს არტერიების ლორწოვან გარსს.
სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს შეუძლია, გამოიწვიოს არტერიების კედლებზე ქოლესტერინისა თუ სხვა დეპოზიტების საფრთხის შემცველი დაგროვება. იმატებს თრომბის ჩამოყალიბებისა და სისხლძარღვების დახშობის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთ გართულებები, როგორიცაა: კორონარული დაავადებები, ათეროსკლეროზი, ინფარქტი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, სანაღვლე გზებში კენჭები და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგია.
სწორედ ამიტომ, გასტროენტეროლოგის, ენდოკრინოლოგისა თუ კარდიოლოგის კაბინეტში პერიოდული ვიზიტითა და შესაბამისი კვლევების დახმარებით, ინფორმირებული იქნებით საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობის, სწორი კვებისა და დიეტოთერაპიის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ, მართოთ საკუთარი ჯანმრთელობა და გააკონტროლოთ ქოლესტერინის დონეს სისხლში!
ეწვიეთ სამედიცინო ცენტრ ციტოს გასტროენტეროლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ კაბინეტებს და ჩაიტარეთ კვლევები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
კომენტარები