კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს.
"მკაცრი შეზღუდვებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს ცხრა საათიდან ხუთ საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გარდა ამისა, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ღიბრაძემ აღნიშნა, რომ გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი. ასევე, პირბადის ტარების წესის დაცვა.
მთავრობამ ხანდაზმულებსს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, საჯარო და კერძო სექტორს კი დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა კიდევ ერთხელ ურჩია.
კომენდანტის საათი უკვე მეექვსე თვეა მოქმედებს. მეორე ტალღისას, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 9 ნოემბერს დაწესდა. მაშინ საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურისას დაუშვეს, როცა ორი ღამით, 20 ნოემბრის 22:00 საათიდან 05:00-მდე და 21 ნოემბრის 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა გააუქმეს.
რამდენიმე დღეში, 28 ნოემბრიდან საბჭომ უფრო გაამკაცრა შეზღუდვა: გარეთ გასვლა 21:00 საათიდან აიკრძალა. ამის შემდეგ კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ მოიხსნა — ახალ წელს და შობის ღამეს.
კიდევ ერთი "შემსუბუქება" იყო 28 მარტს საქართველო ესპანეთის მატჩის ბილეთის მფლოებელებს ღამის 01:00 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. იგივე უფლებებთი არ აღჭურვა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანული თემი, რომლებმაც ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ღამით კომენდანტის მოხსნა ითხოვეს.
პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათი არაერთხელ დაარღვიეს. იმართებოდა საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქტივისტების ნაწილი ქუჩაში ათევდა ღამეს როგორც თბილისში, პარლამენტის წინ, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ არ აჯარიმებდნენ და მხოლოდ მეორე დღეს აქტივისტებს მისდიოდათ საჯარიმო ქვითრები. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.
-
მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანები არიან მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანები არიან
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით
გადახედვა
-
უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან 13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
გადახედვა
-
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას
გადახედვა
-
ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
გადახედვა
-
ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
გადახედვა
-
ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია
გადახედვა
-
"ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე "ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე
გადახედვა
-
Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა
გადახედვა
-
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით
-
"გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს
გადახედვა
-
წლის ორმაგი პაემანი — კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე, კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი წლის ორმაგი პაემანი — კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე, კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი
გადახედვა
-
შაბათ-კვირის პარადოქსი: როგორ ვისწავლოთ მართლა დასვენება? შაბათ-კვირის პარადოქსი: როგორ ვისწავლოთ მართლა დასვენება?
-
ტესტი: გამოიცანი პლანეტის ტიპი მხოლოდ ერთი მინიშნებით ტესტი: გამოიცანი პლანეტის ტიპი მხოლოდ ერთი მინიშნებით
-
მთავრობა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის 80 მლნ ლარს გამოიყოფს მთავრობა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის 80 მლნ ლარს გამოიყოფს
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკში SWIFT Tracker დაინერგა — საერთაშორისო გადარიცხვები კიდევ უფრო კომფორტული ხდება პროკრედიტ ბანკში SWIFT Tracker დაინერგა — საერთაშორისო გადარიცხვები კიდევ უფრო კომფორტული ხდება
კომენტარები