Alexa Plus-ს, Amazon-ის გაუმჯობესებულ AI ასისტენტს, ახლა შეუძლია პოდკასტების გენერირება "თითქმის ნებისმიერ თემაზე", ამის შესახებ კომპანიამ ორშაბათს გამოაცხადა.

ახალი ფუნქციის მეშვეობით, შეგიძლიათ Alexa Plus-ს თემა უთხრათ, ასისტენტი კი მოიფიქრებს და წინასწარ გაგაცნობთ, რაზე ისაუბრებენ AI-წამყვანები. ეპიზოდის დაწყებამდე შეგეძლებათ მისი მიმართულებისა და ხანგრძლივობის შეცვლა.

Amazon-ის მიერ გაზიარებულ მაგალითებში ორი AI-წამყვანი საუბრობს რომის იმპერიის ისტორიაზე, ახალ მუსიკასა და მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინებზე. ასევე შეგიძლია Alexa Plus-ს სთხოვო აუდიო-გაკვეთილების შექმნა აპოლოს მისიებზე, ან პოდკასტ-ეპიზოდის გაკეთება ახალ ჰობიზე, მაგალითად ფოტოგრაფიაზე. ეს ფუნქცია ჰგავს NotebookLM-ის AI-პოდკასტებს, რომელიც Microsoft Edge-მაც ახლახანს დაამატა.

ფოტო: Amazon

Amazon-ის თქმით, გენერირებული ეპიზოდები ახალი ამბების 200 გამოცემიდან მოიპოვებს ინფორმაციას, მათ შორისაა Reuters, Associated Press, Washington Post, Vox და Politico. Alexa Plus ყველა ამერიკელი მომხმარებლისთვის თებერვლიდან გახდა ხელმისაწვდომი და Prime-ის წევრებისთვის უფასოა. ეპიზოდების შექმნა არ მოითხოვს არანაირ დოკუმენტის ატვირთვას ან წინასწარ მომზადებას.

Amazon მომავალში გეგმავს პერსონალიზებული სიახლეების მიმოხილვებისა და საკუთარ დოკუმენტებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის შესაძლებლობას.

თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის