2020 წლის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არიან გადანაწილებულნი.

Reddit-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი მოსახლეობის რაოდენობას 100-მდე დავიყვანდით, ხოლო მათი გადანაწილების პროცენტულ მაჩვენებელს უცვლელს დავტოვებდით.

"100 კაცი რომ ცხოვრობდეს საქართველოში, სად იცხოვრებდნენ?" — სწორედ ამ სათაურით შექმნა მან რუკა, სადაც ამ მინი-ექსპერიმენტის შედეგებია ნაჩვენები.

ფოტო: Raddit / S4nyyWallin

როგორც მოსალოდნელი იყო, ჭარბი დასახლებით თბილისი ლიდერობს. ყველაზე მეტი, 28 ადამიანი, სწორედ აქ ცხოვრობს. საქართველოს სხვა კუთხეებში პროცენტული გადანაწილება ასეთია:

  • იმერეთი — 13;
  • ქვემო ქართლი — 11;
  • კახეთი, აჭარა და სამეგრელო, ზემო სვანეთი — 8;
  • შიდა ქართლი — 7;
  • აფხაზეთი — 6;
  • სამცხე-ჯავახეთი — 4;
  • გურია — 3;
  • მცხეთა-მთიანეთი — 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ცხინვალის რეგიონი — 1.

რუკა კარგად აჩვენებს თუ როგორ არაპროპორციულადაა მოსახლეობის რაოდენობა გადანაწილებული ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში.