არ დავესწრებით შეხვედრას, თუ გადაღების უფლება არ გვექნება — გოლეთიანი მთავრობის შეთავაზებაზე
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომლებიც პროტესტს რიონის ხეობაში მართავდნენ, ქუთაისში მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მიდიან.
"ახლა, 7-ის ნახევარზე დაიდო ინფორმაცია პირველი არხის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერის ბრძანებით გამოგზავნილი არიან დეპუტატები მუნიციპალიტეტის შენობაში ქუთაისში. ანუ გუბერნატორები და დეპუტატები ჩვენთან სასაუბროდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ვართ 24/7 რეჟიმში და ჩვენ არავისთან საუბრის და შეხვედრის პრობლემა თავისთავად ცხადია, არ გვაქვს. უბრალოდ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ სასურველი იყო, როცა ასეთი ტიპის შეხვედრა იგეგმება, ცოტა დროულად გაგვაგებინონ ჩვენც და 5 წუთით ადრე შემთხვევით არ გავიგოთ ვებ-გვერდიდან. ეს მნიშვნელოვანია და იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ რადგან გაკეთდა საპატრიარქოს მხრიდან მოწოდება მხარეების მისამართით, რომ შედგეს კიდევ ერთხელ დიალოგი და ეს მნიშვნელოვანია, მივესალმებით ჩვენის მხრივ საპატრიარქოს ამ განცხადებას, ვაპირებთ, რომ დავიძრათ ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობასთან და შევხვდეთ მათ", — განაცხადა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანი აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშნელოვანია შეხვედრა იყოს საჯარო.
"ხალხი დადგება მუნიციპალიტეტის შენობასთან გარეთ. ჩვენ, წარმომადგენლები შევალთ. აუცილებლად გადავიღებთ შეხვედრას ჩვენი გადამღები საშუალებით, რომ შემდეგ არ მოჰყვეს დამატებითი სპეკულაცია კიდევ იმას, რომ რა ითქვა იქ, ფრამეზე ხომ არ შეთანხმდა, მორიგა იოქ საზოადოებისგან გვერდის ავლით. ამიტომ, ჩვენი პირდაპირი მოთხოვნაა, ძირითადად, რომ მედიისთვის იყოს თავისუფალი.
ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ თქვენთვისაც [მედიისთვის] ხსნილი იყოს ეს შეხვედრა. ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გავქვს ამ მიმართულებით და მოხარული ვიქნებით, თუ თქვენც გექნებათ დასწრების საშუალება. ჩვენ, იმ შემთხვევაში არ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუ ჩვენი სატელეფონო საშუალებით, ვიდეოს გადაღების უფლება, მინიმუმ, არ მოგევცემა ამ შეხვედრაზე, რომ დაზღვეული ვიყოთ შემდგომი სპეკულაციებისგან", — აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე უმრავლესობის დეპუტატები, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი", — ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს მხრიდან მხარეებისთვის დიალოგისკენ მოწოდების შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ყველა სადავო საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის ადგილს არ ტოვებს.
რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.
"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.
ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნა. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.
გაიგეთ მეტი:
- ნამოხვანის მიმართულებით "ბლოკპოსტების" მოწყობა გაუგებარი და დაუსაბუთებელია — ღია საზოგადოების ფონდი
- უკანონო ძალისმიერი მეთოდებით პროტესტის ჩახშობას ცდილობენ — NGO-ები გუმათის აქციაზე
- მთავრობამ საზოგადოებრივ პროტესტს დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს — ლომჯარია
- კვლავაც მზად ვართ ნებისმიერ ჯგუფთან შეხვედრისთვის — თურნავა ნამახვანზე
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
კომენტარები