როგორია დღევანდელი à la mode? დღეს მხოლოდ ტანსაცმელი აღარ გამოხატავს ჩვენს სტილსა და ხასიათს — სამკაულები აქტიურად ჩაანაცვლა ციფრულმა აქსესუარებმა. თუ ადრე სხვადასხვა დიზაინის საათს ვუხამებდით სპორტულ თუ ოფიციალურ სამოსს, ახლა Apple Watch-ის სამაჯურებს ვიცვლით ან ვცდილობთ ისეთი საყურე ვატაროთ, რომელიც ჩვენს AirPods-ებს არ დაჩრდილავს. Gen Z თაობისთვის კი ყურსასმენები იმდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია, მათ გარშემო აწყობენ მთელ ჩაცმულობას.

ზუმერმა სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით, მოდისა და ტექნოლოგიების კიდევ უფრო დაახლოება გადაწყვიტა და ოთხი სრულიად განსხვავებული ხმის მქონე ქართული ბრენდის ტანსაცმელს თავისი გამორჩეული მოწყობილობები შეუხამა. კამპანია, რომელსაც ინტერნეტში უკვე წააწყდებოდით, მიზნად ისახავს, გვაჩვენოს, რომ დღეს ტექნიკა მხოლოდ ტექნიკა არაა — ის მოდური აქსესუარია, რომელიც გეხმარება, არ ჩამორჩე დროს, ადაპტირდე და იყო განსხვავებული იმ სამყაროში, სადაც ბოლო დროს ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს.

"კამპანიის შექმნა თანამედროვე ცხოვრების სტილმა გვიკარნახა. დააკვირდით, როგორ შეგვიცვალა უახლესმა მოწყობილობებმა თუნდაც ყოველდღიური დილის რუტინა. ყველას გვინდა, "გაჯეტები" ერთდროულად ჩვენს ყოველდღიურობას და სტილს ერგებოდეს. ამიტომაც, ჩვენი სათქმელი ისაა, რომ როგორც ტანსაცმელს ვუხამებდით სხვადასხვა აქსესუარს, ასე შეგიძლია მოირგო ციფრული აქსესუარებიც", — გვიყვება ეთო მერებაშვილი, Zoommer-ის მარკეტინგის დირექტორი.

ზუმერში ამბობენ, რომ თანამედროვე მოწყობილობები ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ჩვენს ყოველდღიურობას გარდაქმნის. მათი დახმარებით უფრო მოქნილები და სწრაფები ვხდებით და ცხოვრებისგანაც მეტ სიამოვნებას ვიღებთ. ასეთი მოწყობილობების ფლობა არამხოლოდ ჩვენს ე.წ. life satisfaction-ს ზრდის, არამედ ერთგვარი განაცხადიცაა, მათ შორის — განაცხადი მოდის სფეროში.

კი, მნიშვნელოვანია, რომელი ყურსასმენი უფრო დიდხანს ძლებს დამუხტვის გარეშე, რას გვაჩვენებს სმარტ საათი, რამდენ ხანს დაგვიტენის პორტატული დამტენი ტელეფონს. თუმცა, სმარტ საათი, რომელიც ფერს იცვლის, ან თუნდაც ტელეფონის ჩასადები, რომელზე დატანილი ნახატებით უსიტყვოდ ვყვებით ჩვენს გატაცებებზე, ჩვენი თავის გამოხატვის მეტ საშუალებას გვაძლევს.

ფოტო: ზუმერი

"მოირგე, რას ელოდები?" — სწორედ ამ კითხვას გვისვამენ ზუმერი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული ბრენდები კამპანიაში, რომლისთვისაც ოთხი განსხვავებული ვიდეო შეიქმნა და ზუმერული სტილის ტრეკი — "მოირგე" დაიწერა. საქართველოში ამ ტიპის კამპანია ზუმერმა პირველად შექმნა. ის ამ ინიციატივის ცენტრალური ნაწილი გახდა და გემოვნებიან ტანსაცმელს თავისი აქსესუარები ბუნებრივად მოუხდინა.

ANOUKI

ზუმერმა კამპანია ANOUKI-სთან კოლაბორაციით გახსნა. დახვეწილ და ძალიან ფემინურ ტანისამოსს ბრენდმა სმარტ საათი და Apple-ის უახლესი ყურსასმენი, AirPods Max ისე მოხდენილად შეუხამა, რომ ალბათ, ყველას გვიკვირს, რატომ არ მოგვაფიქრდა აქამდე ერთი შეხედვით კონტრასტული ცნებების — მოწყობილობებისა და მოდის ერთმანეთთან ასე გემოვნებიანად დაკავშირება.

"ეს იყო ხალხთან უფრო მეტად დაახლოების საშუალება", — სწორედ ასე შეაფასა ზუმერის ახალი კამპანია ბექა გვიშიანმა, ANOUKI-ის პიარ მენეჯერმა. ბრენდს მსგავსი კოლაბორაცია ჯერ არ ჰქონია, თუმცა მიზნად ისახავდა, ყოფილიყო საქართველოში პირველი ბრენდი, რომელიც ციფრულ სამყაროს უფრო მოდურად აქცევდა.

AVTANDIL

შეიძლება Marshall-ის და AVTANDIL-თან შეხამებაც არასდროს წარმოგვედგინა, მაგრამ როცა ამ ვიდეოს ვუყურებთ, ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ისინი ერთმანეთისთვის შექმნეს.

"ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნოა მსგავსი კოლაბორაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კამპანია ესთეტიურად ლამაზია და ბუნებრივად ერწყმის ბრენდს", — ამბობს AVTANDIL-ის დირექტორი ზურა მგალობლიშვილი.

Giovanni Morra

"გააზიარე შენი შინაგანი ხმები" — სწორედ ეს არის Giovanni Morra-ს დევიზი, რომელიც ისე ერგება ზუმერის კამპანიას როგორც პაზლის ორი ნაწილი ერთმანეთს. Giovanni Morra ქმნის პროდუქტს მომხმარებლისთვის, რომლებსაც თავიანთი უნიკალური შინაგანი სამყაროს ფერადი აქსესუარებით გამოხატვა სურთ.

ბრენდის დამფუძნებლის, პავლე გაბრიჭიძის თქმით, ამ კამპანიის საშუალებით, Zoommer-მა და Giovanni Morra-მ საკუთარ მომხმარებელს ერთმანეთი გააცნეს. საინტერესოა ისიც, რომ ვიდეოში Giovanni Morra-ს დამფუძნებლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა.

CROSTY

ტანსაცმლის გარდა, ზუმერი ფეხსაცმლის ბრენდსაც დაუმეგობრდა. არაფერი არ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე ისე, როგორც კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს ფორესტ გამპივით შეუჩერებლად შეგიძლია სირბილი. "CROSTY-ის მთავარი მისიაა, ინსპირაცია მივცეთ ჩვენს მომხმარებელს თავისუფლებისთვის ბრძოლაში", — ამბობს ბრენდის დამფუძნებელი, გიორგი მიქაია.

სწორედ ამ ღირებულებაზეა დამყარებული ბრენდი და ასეთივე განწყობა მოაქვს კამპანიისთვის შექმნილ ვიდეოს, რომელშიც, Giovanni Morra-ს მსგავსად, Crosty-ის დამფუძნებელი მონაწილეობს.

ფოტო: ზუმერი

მაყურებლისთვის პირველივე კადრს რომ მოეხდინა შთაბეჭდილება, საჭირო იყო ყველასთვის ნაცნობი ბრენდები ჩართულიყო კამპანიაში. "ჩვენი Fashion ინდუსტრია ძალიან განვითარებულია და არავის ჩამოუვარდება. ძალიან დიდხანს ვარჩევდით, ბევრ ბრენდს შორის გვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება — ძალიან რთულია, შენი საყვარელი ბრენდი ჩაანაცვლო მეორით, მაგრამ ძალიან ცივი გონებით ვიმსჯელეთ და საბოლოოდ ეს ოთხი ბრენდი შევარჩიეთ", — ამბობს ეთო მერებაშვილი და ამატებს, რომ სურდათ, მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობ ბრენდებთან დაეწყოთ კოლაბორაცია, შესაბამისად, მათგან ახსნილი Fashion-ის და ციფრული ტექნოლოგიების განმარტება მომხმარებლებისთვის გასაგები ყოფილიყო.

"ამ კამპანიით ისეთ მომხმარებელსაც მივწვდით, რომელიც სხვა დროს ჩვენი კომუნიკაციის მიღმა რჩებოდა", — აღნიშნავს ეთო.

ზუმერს კამპანიის შექმნაში Leavingstone დაეხმარა. "მსგავსი კამპანია ჯერ არცერთ ტექნიკის მაღაზიას არ ჰქონია. ეს კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯია ზუმერისგან, რომელიც გვაჩვენებს, რომ იგი არა მხოლოდ გაჯეტებს ყიდის, არამედ Lifestyle-ს გვთავაზობს", — ამბობს კომპანიის კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე.

ეთო მერაბიშვილმა, გაგვანდო, რომ კამპანია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს უამრავი კომენტარი თუ მესიჯი სოციალურ ქსელში, ისევე, როგორც გაყიდვების ზრდა. კამპანია მალევე აიტაცა სწორედ იმ აუდიტორიამაც, ვისთვისაც არც ერთი ტექნოლოგიური აქსესუარის დიზაინი უმნიშვნელო არაა. ზუმერის მომხმარებლები სოციალურ ქსელებში, "სთორებში", თავიანთ ჩაცმულობას ტექნიკას უხამებდნენ და ზუმერს ნიშნავდნენ. გარდა ამისა, ზუმერს უკვე უამრავი ბრენდი უკავშირდება და თანამშრომლობას სთავაზობს.

როგორც ჩანს, მოდურ აქსესუარებში სულ მალე კიდევ უფრო დიდი არჩევანი გვექნება. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, დროს არ ჩამოვრჩეთ და თანამედროვე, კომფორტული აქსესუარები მოვირგოთ. მართლაც, რას ველოდებით?!