მართალია რობერტ სტურუა, #metoo კამპანიები არის ბოროტება — ხვიჩია
პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ #metoo კამპანიები არის ბოროტება. ასე გამოეხმაურა იგი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ ყოფილი ქმრის ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
"ზოგადად, #metoo კამპანიები არის ბოროტება, იქედან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ. პროსტა გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო სამართლიანი იყოს, უსამართლო იყოს, მაგრამ, თვითონ ფორმა #metoo კამპანიების, არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს მას [...] მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე არის ამაზრზენი საქციელი", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იგი, ასევე, დაეთანხმა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას შეფასებას ამ საკითხზე. სტურუამ მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის რეპრესიებს შეადარა.
"მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად. უბრალოდ, პროსტა ფიზიკურად აიფარეს 11 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც, მსახიობმა თქვა, რომ ჩემი ქმარი იყოო და ჩემზე ძალადობდაო", — ამბობს ხვიჩა.
რობერტ სტურუას დაეთანხმა ხვიჩიას თანაპარტიელი, ვახტანგ მეგრელიშვილიც.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილ ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში სტუმრობისას დაადანაშაულა.
"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.
ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.
მაყაშვილს სოლიდარობა არაერთმა კოლეგამ და ცნობილმა სახემ გამოუცხადა. თავად ზანგური ყველა მსახიობს, ვინც მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს, რუსთაველის თეატრსა და მის სამხატვრო ხელმძღვანელზე, რობერტ სტურუაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
გაიგეთ მეტი:
- მოძალადისგან არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება ღირებულებად და არც სცენაზე დგომა "მსახიობ-აკადემიკოსად" — ბუღაძე
- რუსთველის თეატრმა ჩახსნა რობერტ სტურუას სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა
- სამაგალითო გოგო ხარ, ძლიერი და მაგარი — ლელა მებურიშვილი ნინუცა მაყაშვილს
- ჩვენ ყველამ რაღაც დავაშავეთ, საზოგადოების პრობლემაა, რომ ნინუცა ამაზე არ ლაპარაკობდა — ნინო კასრაძე
- ბესო ზანგური არის, იყო და იქნება მუდამ მოძალადე — რუსკა მაყაშვილი
- ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას — რუსთაველის თეატრი
-
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
კომენტარები