ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე დიდ რისკს სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს. მინისტრის თქმით, რესტრონებში ყველაზე მეტად არღვევენ პირობებს, რომელთა დათქმითაც დაუშვეს მათი გახსნა.

"ყველაზე დიდ საფრთხეს დღესდღეობით ქვეყნისთვის წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად ხდება დაცვა იმ პირობების, რომელიც არის აუცილებელი. მათი მხრიდან, ასევე, ყველაზე მეტად ხდება დარღვევა ყველა იმ პირობის, რომელი დათქმაც იყო თავდაპირველად, როცა მათ გახსნაზე იყო საუბარი.

სხვა სექტორს ეს შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ეხება, ვინაიდან მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდება იმ ღონისძიებების დაცვა, რომელიც არის მოთხოვნილი ჯანდაცვის სმაინისტროდან, დაავადებათა კონტროლის, ასევე შრომითი ინსპექციის მხრიდან. ამ ეტაპისთვის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ განიხილებიან სწორედ ის დაწესებულებებები, სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები", — განაცხადა ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კითხვაზე, თუ შეზღუდვები გადაწყდება, დაიწყება თუ არა მათი დაწესება სარესტორნო სფეროსთვი, ტიკარაძე პასუხობს:

"ჩვენ შევეცდებით, გავყოთ ეს ბიზნესი კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ ამ მოთხოვნებს. მიდგომა არ იქნება მათ მიმართ ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა, თუმცა გამოვავლენთ, რომელი სექტორის და სეგმენტის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევები და ალბათ ინდივიდუალურად მივუდგებით თავდაპირველად. შემდეგ, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება მსგავსად ლოკალური შეზუდვები და ლოკალური მიდგომა, შემდეგ დამატებით ვისმჯელებთ.

დღეს ცოტა ნაადრევია ამაზე საუაბრი. ვინაიდან, ის აღსრულების მექანიზმები, რომლებიც დავიწყეთ, ამ ეტაპისთვის არის დაკვირვების ფაზაში და ჩვენთვია მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ, ამ მექანიზმებმა რამდენად მოგვცეს ეფექტი ინფექციის გავრცელების მართვაში", — განაცხადა ტიკარაძემ.