ინვესტიცია სტარტაპებში – BTU-ს, პროგრამა სტარტაპერისა და თიბისი კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU, თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი და თიბისი კაპიტალი, კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, სტარტაპებში ინვესტიციის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლებენ.
დისკუსიის ფარგლებში, სპიკერები საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემაზე ისაუბრებენ. ასევე, აუდიტორიას ინვესტიციის სახეობებს გააცნობენ და მოყვებიან - როგორ ხდება პროექტის შეფასება, დაფინანსების რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს და რა რისკებსა და პოტენციურ უკუგებას შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სტარტაპი.
პანელური დისკუსიის მონაწილეები და თემები:
- თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი — მერი ჩაჩანიძე სტარტაპებში ინვესტიციას მიმოიხილავს და აუდიტორიას გააცნობს რომელი კრიტერიუმებით აფასებენ ინვესტორები მცირე და საშუალო ბიზნესებს;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი — ნინო ენუქიძე სტარტაპ ეკოსისტემაზე და BTU-ს იმ ინიციატივებზე ისაუბრებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტარტაპების მხარდასაჭერად ახორციელებს;
- თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ხელმძღვანელი — ნათია ვაჭარაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს;
- სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი — გიორგი ჩუგოშვილი კერძო ინვესტიციის მოპოვების პროცესსა და თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს.
გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. 2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი გახდა.
დისკუსია 7 აპრილს, 18:30 საათზე ჩატარდება.
ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები