აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ ბოდიში მოახდევინა გოგოს, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო 19 წლის გოგოს წინააღმდეგ, რომელიც TitTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა. ის ე.წ. შსს-ში დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს.
მისი თქმით, ვიდეოს განთავსება სთხოვეს და ახლა ნანობს, რაც გააკეთა. თუმცა დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არ ჩანს, ვინ სთხოვა ეს.
"მე მთხოვეს. ყველას ვთხოვ პატიებას, ძალიან ვწუხვარ", — ამბობს გოგო ე.წ. შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
დაკითხეს, ასევე, ალიონას მშობლები. ვიდეოში ისმის, რომ მათ ეკითხებიან, როგორ შეაფასებდნენ შვილის საქციელს, რაზეც მამა ამბობს, რომ ეს არასწორია და თავადაც იბრძოდა აფხაზეთში. ე.წ. გამომძიებელი მას აზუსტებინებს, კონკრეტულად სად იბრძოდა და მისი შვილი "როგორ აძლევს თავს უფლებას" თქვას მსგავსი რამ.
"არ მიფიქრია და არ ვიცოდი, რომ ის ამას გააკეთებდა", — ამბობს მამა.
ალიონა ტანიამ ვიდეო სოციალურ ქსელში 27 მარტს გამოაქვეყნა. ე.წ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვიდეოში გაჟღერებულ ფრაზაზე "აღშფოთებული მოქალაქეებისგან" პრეტენზიებს იღებდნენ. მეტიც, მათი თქმით, "ისტორია ბოდიშის მოხდით არ დასრულებულა" — ნახეს ფოტოები, სადაც ახალგაზრდებს, მათ შორის, ალიონა ტანიას ე.წ. პოლიციის ფორმა აცვიათ და ამ საკითხსაც სწავლობენ.
ალიონა ტანია იძებნება Facebook-ზეც. მას 2020 წლის 21 თებერვალს სამუშაო ადგილად აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანებს ბოდიშს საჯაროდ ახდევინებენ. ე.წ. მილიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ბოდიშს იხდის ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები ირაკლი ბებუა, რომელმაც აფხაზური დროშა დაწვა.
ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა კი განცხადა, რომ ღამურების გატაცების მცდელობა, რომელზეც მას საოკუპაციო რეჟიმი ადანაშაულებდა, სისულელეა და ამის "აღიარება" დაავალეს.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები