2017 წელს თბილისის მერია 500 ათას ლარს ძეგლების დამზადებასა და განთავსებაში დახარჯავს
თბილისის მერია 2017 წელს 500 ათას ლარამდე თანხას სხვადასხვა ისტორიული მოვლენის, ან პიროვნების უკვდავსაყოფად ქანდაკების, ობელისკის სხვა მემორიალური ობიექტისა და სკულპტურული კომპოზიციის დამზადებასა და განთავსებაში დახარჯავს. შესაბამის მომსახურებისთვის მერია ხელშეკრულებებს გამარტივებული წესით გააფორმებს.
ხელშეკრულებების გამარტივებული წესით გასაფორმებლად მერიამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა 14 თებერვალს მიიღო. მომსახურების შესაძენად მთავრობის განკარგულების გამოცემაღაა საჭირო.
მერიას მიაჩნია, რომ ძეგლების განთავსება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, რადგან თითოეული ობიექტი ასახავს სხვადასხვა ისტორიულ მოვლენასა თუ ღვაწლმოსილ პიროვნებას, რომლებიც ქმნიდნენ ერის და ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამა თუ იმ ძეგლისა და მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით აქტიურად მომართავენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. ძეგლისა და მემორიალური ობიექტის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხის განხილვა ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი კომისიის მიერ, რომელიც იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. მხოლოდ ზემოხსენებული კომისიის დასკვნის საფუძველზე ხდება ძეგლისა და მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება," - ასე ხსნის თბილისის მერია თუ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი.
შესყიდვების სააგენტომ გაიზიარა თბილისის მერიის პოზიცია და მიიჩნია, რომ მომსახურებებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, აღნიშნული
შესყიდვები განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში.
თბილისის მერიას მსგავსი სურვილი შარშანაც ჰქონდა. მაშინ მერიამ შესყიდვების სააგენტოსგან 700 ათასი ლარის ოდენობის მომსახურების პირდაპირი წესით შეძენის ნებართვა მოითხოვა და მიიღო კიდეც.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები