შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში — კვლევა
ახალ კვლევაში — ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები, საქართველოში ქალი მეწარმეების საქმიანობის ანალიზია მოცემული. აქ განხილულია მათი ზოგადი პროფილი, საწარმოს სიდიდე, ასევე, ბიზნესის დაწყების, გაფართოებისა და ოპერირების ირგვლივ არსებული შესაძლებლობები თუ გამოწვევები.
კველვაში საუბარი იმაზეც, რომ ქალი მეწარმეებისათვის ბიზნესის დაწყება სხვადასხვა პრობლემასთან ასოცირდება, მათ შორის, ფინანსებზე წვდომისა და რესურსების ფლობის ნაკლებობასთან. კვლევაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ქალი მეწარმეების წინაშე არსებული პრობლემები პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა.
ქალი მეწარმეები
კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა 31 წლიდან 60 წლამდე ასაკის კატეგორიაში ხვდება, უმეტესი ნაწილი დაქორწინებულია და, ასევე, უმრავლესობას სრული უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ამასთან, გამოკითხულ ქალ მეწარმეთა დიდი ნაწილისთვის ბიზნესი შემოსავლის მთავარი წყაროა.
კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ რეგიონში ქორწინებაში მყოფი პირები უფრო მეტია, ვიდრე თბილისში და სრული უმაღლესი განათლება თბილისშიც უფრო მეტს აქვს მიღებული. გეოგრაფიული გადანაწილების მიხედვით კი რესპონდენტების თითქმის ნახევარი თბილისში იყრის თავს.
რაც შეეხება თავად ბიზნესის ტიპს, გამოკითხულ ქალ მეწარმეთა მფლობელობაში არსებული კომპანიების 76% ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო მხოლოდ 23 %-ს აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სტატუსი.
"ეს მეტყველებს ქალების რესურსებზე წვდომის რეგიონულ დინამიკაზე — თბილისში მეტ ქალს აქვს შესაბამისი კაპიტალი ბიზნესის შპს-ს ფორმით დასარეგისტრირებლად", — მიუთითებენ კვლევის ავტორები.
გარდა ამისა, გამოკითხულ ქალ მეწარმეთა 54%-ისთვის ძირითადი ბიზნეს მიმართულება ვაჭრობა/საცალა ვაჭრობაა. 25%-ისთვის სერვისი, 5% — სწრაფი კვება/კვება, 3% — განათლება, 2% — წარმოება. ასევე, 2-2%-ს ინაწილებს სატრანსპორტო და სამედიცინო მომსახურების სფეროები.
"ქალი მეწარმეების პროფილის ზოგადი შეჯამებისას უნდა აღინიშნოს, რომ იკვეთება რამდენიმე პრობლემა, კერძოდ ქალების ნაკლებობა მაღალანაზღაურებად და დიდი ბრუნვის მქონე წამოწყებაში, რეგიონსა და თბილისს შორის არსებული განსხვავებები, რომელიც დამატებით ბარიერს ქმნის წარმატებისკენ მიღწევის გზაზე. 31 წლამდე ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება ბიზნესით კი ახალგაზრდა გოგონების სიღარიბის კიდევ ერთ-ერთი გამოხატულებაა", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევამ გამოავლინა, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ქალი მეწარმეებისთვის სწორედ საკუთარი შემოსავლის გაჩენაა. ასევე, ერთ-ერთი მსხვილი ფაქტორია შვილების ფინანსური უზრუნველყოფაა საკუთარი შემოსავლით, რაც კვლევის ავტორების განცხადებით, ოჯახის როლის მნიშვნელობას გამოკვეთს ქალი მეწარმეებისათვის.
რეგიონული განსხვავება გამოიკვეთა ბიზნესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში ქმრის როლთან მიმართებაშიც. კერძოდ, 43 პროცენტი რეგიონში მცხოვრები ქალებისა და 31 პროცენტი თბილისში მაცხოვრებლებისა ბიზნესის დაწყებაში ქმრის როლს ასახელებს. გამოკითხულ ქალთა 64 პროცენტმა ბიზნესი თავად დაიწყო, 23-ს ამაში ოჯახი დაეხმარა და 12-მა პროცენტმა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საწარმო.
გამოკითხულ ქალთა 69%-ს ბიზნესის გაფართოება არ უცდია, ხოლო ვინც სცადა (30%), ამისთვის ბანკს მიმართა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ქალებისთვის ფინანსებზე წვდომის პრობლემაზე მიანიშნებს. გამოკითხულთა 49%-ისთვის გაფართოება რისკებთან ასოცირდება, 34% ასახელებს ბიზნეს სფეროში არსებული გაფართოების შანსების ნაკლებობას მოგების სიმწირიდან გამომდინარე, მხოლოდ 15%-მა განაცხადა, რომ ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი საკმარისი იყო, შესაბამისად, არც უცდია გაფართოება.
კვლევაში გამოიკვეთა, რომ ბიზნეს საქმიანობის დაწყებისას ქალი მეწარმეების მნიშვნელოვან ნაწილს, 38 პროცენტს არავინ დახმარებია ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თავად გადაწყვიტეს წამოეწყოთ სამეწარმეო საქმიანობა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პარტნიორის/ქმრის როლი. გამოკითხულთა, ასევე, 38 პროცენტი ასახელებს, რომ სწორედ პარტნიორები/ქმრები დაეხმარნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო 25 პროცენტის შემთხვევაში ეს როლი ოჯახის სხვა წევრებმა და მშობლებმა შეასრულეს.
გამოკითხული მეწარმე ქალები სამეწარმეო საქმიანობის საწყის ეტაპზე სამ ძირითად ხელშემწყობ ფაქტორად ასახელებენ თავდაჯერებულობას (49 პროცენტი), მართვის უნარების ფლობას (23 პროცენტი) და ოჯახის სხვა წევრების დახმარებას საოჯახო საქმიანობაში (19 პროცენტი).
რაც შეეხება სამ ძირითად დაბრკოლებას, გამოკითხულთა 36 პროცენტს არ გააჩნდა საკმარისი ფინანსები, 11 პროცენტს არ ჰქონდა მართვის გამოცდილება, ხოლო 6 პროცენტს საქმიანი და საოჯახო ცხოვრების შეთავსება უჭირდა ერთმანეთთან. რეგიონულ ჭრილში განსხვავებები მხოლოდ არასაკმარისი ფინანსების ნაწილში გამოიკვეთა, კერძოდ რეგიონებში 39,2 პროცენტმა დაასახელა ეს პრობლემა ხოლო ქალაქში 31,5-მა.
ავტორები აცხადებენ, რომ სამი მნიშვნელოვანი საკითხი — ფინანსებზე მისაწვდომობის გაზრდა, ცოდნის გაზრდა და საოჯახო საქმის გადანაწილება უნდა იყოს სახელმწიფოს და სხვა დაინტერესებული აქტორების მთავარი მიზანი, როდესაც ისინი ქალი მეწარმეების გაძლიერების მექანიზმებს შეიმუშავებენ.
გამოწვევები პანდემიის დროს
ქალი მეწარმეების 63 პროცენტი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მათ დროებით შეაჩერეს საქმიანობა, მაგრამ განაახლეს ან აპირებენ განახლებას. ამასთანავე გამოკითხულთა 33 პროცენტს არ შეუწყვეტია ბიზნეს საქმიანობა და არც აპირებდა. ბიზნესის შეწყვეტის ძირითად მიზეზად მთვარობის რეგულაციები სახელდებოდა, თუმცა მეწარმეთა 30%-მა თქვა, რომ საქმიანობის შეჩერება გაყიდვების შემცირების გამო მოუწიათ.
გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ პანდემიის დროს ბიზნესისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მოთხოვნის შემცირება იყო, 44%-ისთვის ნედლეულის გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილების გამო. 21%-ის განცხადებით, მათი ბიზნესი დამატებითი ხარჯების წინაშე დადგა მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების გამო.
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის გატარებული ღონისძიებები არაერთგვაროვნად შეფასდა. კერძოდ, რესპონდენტთა 47%-ის აზრით, ეს ღონისძიებები სრულიად ან ნაწილობრივ ეფექტური იყო, ხოლო 42%-ისთვის ეს სრულიად ან ნაწილობრივ არაეფექტური იყო.
გამოკითხულთა 58%-ისთვის სახელმწიფოს ბიზნესისთვის მოკლევადიანი ფულადი დახმარება უნდა გამოეყო, 56% კი ამბობს, რომ კომუნალური გადასახადები უნდა დაეფარა ან გადაევადებინა.
ქალები ბიზნესში: სტატისტიკა და კვლევები
გარდა საქართველოში მცხოვრებ ქალი მეწარმეების გამოწვევებისა და შესაძლებლობებისა, კვლევის პირველ ნაწილში საუბარია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოსა და გენდერული უთანასწორობის სტატისტიკაზე. მაგალითად, აქ აღნიშნულია, რომ კაცების ანაზღაურება ბიზნეს სექტორში საშუალოდ 515 ლარით მეტია ქალების შემოსავალზე და 1380,5 ლარს შეადგენს.
კვლვევის ავტორების განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური გაძლიერების კუთხით სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა დღემდე არ აქვს, ეს კი იმ მოცემულობაში ხდება, სადაც გენდერული სახელფასო სხვაობა მიმდინარე პრობლემებად რჩება და ქალების ნახევარზე მეტი ეკონომიკურად არააქტიური ან უმუშევარია.
"უფრო კონკრეტულად, რომ განვიხილოთ მონაცემები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფ ქალების 10 პროცენტს ეკონომიკური ძალადობის სულ მცირე ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, იქნება ეს მუშაობის აკრძალვა, შემოსავლის წართმევა და სხვა.
ის ვინც ახერხებს დასაქმებას, სახელფასო სხვაობასთან უხდება გამკლავება, ქალების საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 869,1 ლარია, ხოლო კაცების 1361 ლარი. აღსანიშანვია, რომ წინა წელთან შედარებით ქალების ხელფასი მხოლოდ 46,1 ლარით გაიზარდა, ხოლო კაცების — 80 ლარით", — ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეკონომიკურად არააქტიური 15 წელს ზემოთ ქალების წილი მეტია, ვიდრე კაცების და 56,9 პროცენტს შეადგენს. ავტორების განცხადებით, ეს თავისთავად დაკარგულ სამუშაო ძალასა და დოვლათზე მიანიშნებს.
"მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შრომის ბაზარზე გენდერული სხვაობის შედეგად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (ერთ სულ მოსახლეზე) 11 პროცენტი იკარგება. ეს ნიშნავს, რომ თუ ის შრომისუნარიანი ქალები, რომლებიც შრომის ბაზარში არ არიან ჩართული მიიღებენ მონაწილეობას მსგავს დონეზე როგორც მამაკაცების შემთხვევაში ხდება, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11,3 პროცენტით გაიზრდება", — ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ქალსა და კაცს შორის სხვაობა ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლების გარდა სხვა ბევრი ფაქტორითაა განპირობებული და გასათვალისწინებელია, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ფონი და გაბატონებული შეხედულებები, ასევე, სტერეოტიპები. მათ მაგალითად მოჰყავთ, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს მოსახლეობის ფონდის უახლესი 2020 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კაცები უკეთესი ბიზნეს ლიდერები არიან ვიდრე ქალები გამოკითხულთა 39 პროცენტია. ასევე, ქალების 76 და კაცების 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალი კაცივით კვალიფიციურია და რომ ერთი და იგივე სამუშაოს შესრულება თანაბრად შეუძლიათ.
"კაცების დაახლოებით 40 პროცენტი არ ეთანხმება ამ დებულებას. კვლევის მიხედვით, ქალის და სამუშაოს შესახებ ტრადიციული დამოკიდებულებები კაცებში კვლავ ღრმადაა გამჯდარი, მაგალითად, დაახლოებით, ყოველი მეოთხე კაცი ამბობს, რომ ქალ ხელმძღვანელთან თავს არაკომფორტულად გრძნობს. როგორც, ქალები ასევე კაცები აღიარებენ კარიერულ გზაზე ქალებისთვის მეტი დაბრკოლების არსებობას", — ვკითხულობთ იქ.
გარდა ამისა კვლევაში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, იქ ვკითხულობთ, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქალების თანაფარდობა კაცებთან მიმართებაში 40-60 პროცენტზეა. კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, 2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29 პროცენტი იყო ქალის მფლობელობაში, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია. კაცის მფლობელობაში მყოფი საწარმოების წილი კი, 2019 წელს 2017 წელთან შედარებით 4 პროცენტით გაიზარდა და 56 პროცენტი შეადგინა.
"გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და ზუსტი მონაცემების არ არსებობა ხელს უშლის უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას – მაგალითად, 2019 წელს ახლად რეგისტრირებული საწარმოების მფლობელთა 15 პროცენტის სქესის შესახებ ინფორმაცია ჩაშლილი არ არის, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ანალიზზე", — ვკითხულობთ კვლევაში.
ავტორები მიუთითებენ იმაზეც, რომ დაბალია სახელმწიფო პროგრამებში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი და ისინი ძირითადად მცირე პროგრამების ბენეფიციარები არიან.
"მაგალითად, პროგრამის აწარმოე საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეთა 40,3 პროცენტი ქალია, თუმცა მსხვილ ინდუსტრიულ პროგრამებში მათი წილი გაცილებით ნაკლებია — დაფინანსებული პროექტების მხოლოდ 27 პროცენტში არის მენეჯმენტში ქალი. სოფლის მეურნეობის პროექტებში ქალთა ჩართულობა 23 პროცენტია; კოოპერატივების პროგრამაში კოოპერატივების მეპაიეთა 27 პროცენტია ქალი და აქედან მხოლოდ 8 პროცენტს უჭირავს წამყვანი პოზიცია", — წერია კვლევაში.
დასკვნა და რეკომენდაციები
დასასრულს ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არ არსებობს ქალი მეწარმეების ხელშემწყობი სპეციალური სახელმწიფო პროგრამები. COVID-19-ის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა არის გენდერულად ბრმა და არ შეიცავს ქალებზე, მათ შორის, არც ქალ მეწარმეებზე, მორგებულ ინტერვენციებს.
რეკომენდაციების სახით, მკვლევარები სახელმწიფოს მოუწოდებენ:
- შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ასახავს ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვას და სხვა საკითხებთან ერთად მიზნად დაისახავს ქალებში მეწარმეობის ხელშეწყობასა და პანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრას;
- დაინერგოს სავალდებულო გენდერული ანალიზი საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რათა მოხდეს ახალი პოლიტიკის, კანონის თუ ღონისძიების გავლენის შეფასება გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე;
- სახელმწიფოს მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ და ბიზნესში ქალების ჩართულობისკენ მიმართული ღონისძიებები შეიცავდეს ქალებისა და გოგონების გაძლიერებაზე ორიენტირებულ მექანიზმებს (სწავლებას, მენტორობას, ცოდნის გაღრმავებასა და უნარების შეძენა-დახვეწას), რომლებიც მიზნად დაისახავს ქალებისა და გოგონების მიერ აგენტობის მოპოვებას;
- გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები თანაბარი ღირებულების შრომისათვის თანასწორი ანაზღაურების პრინციპის განსახორციელებლად, რათა შესაძლებელი გახდეს გენდერის მიხედვით სახელფასო სხვაობის აღმოფხვრა და მუდმივად შეფასდეს ქალთა და მამაკაცთა ანაზღაურება ყველა სფეროში. ამ მიზნით შემუშავებულ და დანერგილ იქნას ანაზღაურების განაკვეთების შეფასებისა და გაწეული შრომის დათვლის მეთოდოლოგია და სხვა.
კვლევა ეკონომიკური კვლევის ცენტრმა ERRC-მა პროექტის, შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ფარგლებში განხორციელა. პროექტი ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი. იგი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) სატელეფონო გამოკითხვის CATI (Computer Assisted Telephone Interviewing) მეთოდოლოგიით ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 17-21 ნოემბერს, რაც რეალურად პანდემიის და თანმდევი შეზღუდვების მეორე ტალღის პერიოდს ასახავს.
გამოკითხვა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ბიზნესის მფლობელი ქალებისათვის. შერჩევა დაყოფილია ორ სტრატად: თბილისი და რეგიონები. ინტერვიუ ჩატარდა ქართულ ენაზე. შერჩევის მეთოდად გამოყენებული იქნა სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპი. შერჩევის ჩარჩოდ არჩეულ იქნა საქართველოში ბიზნესის მფლობელი ქალების სია. ამისათვის 1500 ბიზნესი შეირჩა და დაკავშირება მოხერხდა 863 რესპონდენტთან. საბოლოოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა 96 ინტერვიუ, რეგიონების მასშტაბით კი — 235, რაც ჯამში 331 რესპონდენტია. კვლევას აქვს +/-3,4 პროცენტიანი ცდომილების ზღვარი.
-
გადახედვა"ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს "ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს
-
გადახედვანახეთ: გამომცემლობები, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების განცხადებას აწერენ ხელს ნახეთ: გამომცემლობები, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების განცხადებას აწერენ ხელს
-
-
გადახედვანიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა ნიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა
-
გადახედვავიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო
-
გადახედვატრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს ტრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს
-
გადახედვადონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვადღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
კომენტარები