TIDA-ს ფარგლებში, ონლაინ სესია — გრაფების ანალიზი ჩატარდება
თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tbilisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესიების სერია გრძელდება. შემდეგი სესია 23 და 24 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში ჩატარდება. სესიის თემაა: "გრაფთა ანალიზი — როგორ გამოვიყენოთ კავშირები ანალიტიკაში".
ონლაინ სესიას თიბისის მონაცემთა მეცნიერები, ნუცა აბაზაძე და არჩილ კობალაძე გაუძღვებიან. ორი დღის განმავლობაში, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს შემდეგ თემებზე: რა არის გრაფების ანალიზი, რატომ უწოდებენ მას 21-ე საუკუნის მეცნიერებას, რა ტიპის ტრადიციული ალგორითმები არსებობს და რა მიმართულებით ვითარდება აღნიშნული დარგი. სესიაზე სპიკერები მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებულ პირებს აჩვენებენ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ალგორითმების გამოყენება და მათი ვიზუალიზაცია.
ორდღიანი სესია შემდეგ თემებს შეეხება:
23 მარტი:
- რომელ ინდუსტრიებში და რა ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფ ანალიზი;
- გრაფის სტრუქტურა და ტიპები;
- ტრადიციული გრაფ ალგორითმების ძირითადი ჯგუფები (Pathfinding, Community detection, Centrality/Importance);
- გრაფების გამოყენება Machine Learning-ში.
24 მარტი:
- Node Embedding;
- Graph Neural Networks ;
- გრაფ ანალიზის იმპლემენტაციის და ვიზუალიზაცის შესაძლებლობები (Python, Neo4j, PowerBI).
"გრაფების/ქსელების ანალიზს 21-ე საუკუნის მეცნიერებას უწოდებენ, რადგან სწორედ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში გამოიკვეთა მისი გამოყენების საჭიროება მრავალ ინდუსტრიაში. გრაფების ანალიზით ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ვირუსის გავრცელება, გავზომოთ სოციალურ ქსელში ე.წ. ინფლუენსერების ეფექტი და სხვა", — ნუცა აბაზაძე.
TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ — https://www.surveymonkey.com/ r/LL8L3XQ, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა. TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.
-
გადახედვადათო გორგილაძე: ჩვენ ვკარგავთ აწმყოს, შვილები კარგავენ მომავალს დათო გორგილაძე: ჩვენ ვკარგავთ აწმყოს, შვილები კარგავენ მომავალს
-
გადახედვაბერდია სიჭინავა: მთელი ყალბი კამპანია — თითქოს "ოცნების" ხელისუფლება ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ, ჩამოიშალა ბერდია სიჭინავა: მთელი ყალბი კამპანია — თითქოს "ოცნების" ხელისუფლება ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ, ჩამოიშალა
-
გადახედვანიკა გვარამია: ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი ნიკა გვარამია: ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი
-
გადახედვაპუტინი: გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავს თავის პოზიციას პუტინი: გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავს თავის პოზიციას
-
გადახედვა"ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა "ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა
-
გადახედვაპუტინი კიევში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების "ორეშნიკით" დაბომბვით იმუქრება პუტინი კიევში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების "ორეშნიკით" დაბომბვით იმუქრება
-
გადახედვაNASA-ს მკვლევრებმა არქტიკის ყინულის ქვეშ დამალული საიდუმლო ბაზა აღმოაჩინეს NASA-ს მკვლევრებმა არქტიკის ყინულის ქვეშ დამალული საიდუმლო ბაზა აღმოაჩინეს
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაასტრონომებმა დედამიწის მინი-მთვარე დააფიქსირეს — ის უკვე ჩამოგვშორდა ასტრონომებმა დედამიწის მინი-მთვარე დააფიქსირეს — ის უკვე ჩამოგვშორდა
-
გადახედვათუ გამოკითხვაზე/დაკითხვაზე დაგიბარეს — იცოდე შენი უფლებები თუ გამოკითხვაზე/დაკითხვაზე დაგიბარეს — იცოდე შენი უფლებები
-
გადახედვათბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების საკითხს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების საკითხს განიხილავს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული ირაკლი კობახიძე: განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული
-
გადახედვასამგზის გრამატიკული რჩევა სამგზის მსოფლიო ჩემპიონს სამგზის გრამატიკული რჩევა სამგზის მსოფლიო ჩემპიონს
-
გადახედვაკიტ კელოგი: ჩემი ცხოვრების პრივილეგიაა პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობა კიტ კელოგი: ჩემი ცხოვრების პრივილეგიაა პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობა
-
გადახედვამაღალმთიან აჭარაში, თოვლის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა მაღალმთიან აჭარაში, თოვლის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა
-
გადახედვაჯაფარიძე: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილს გამაერთიანებლის როლში ვხედავთ ჯაფარიძე: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილს გამაერთიანებლის როლში ვხედავთ
-
-
გადახედვა2 200 წლის ეგვიპტურ თიხის ჭურჭელში ჰალუცინოგენის კვალს მიაგნეს 2 200 წლის ეგვიპტურ თიხის ჭურჭელში ჰალუცინოგენის კვალს მიაგნეს
-
გადახედვაკოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ
-
გადახედვა"ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია" — ვანო ჩხიკვაძე პაპუაშვილის გზავნილებზე "ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია" — ვანო ჩხიკვაძე პაპუაშვილის გზავნილებზე
-
კომენტარები