პეტერ ფიშერი: საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გერმანია აღარაა კარგი მეგობარი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერმა BMG-ის გადაცემის, "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები კრიზისშია.
"გერმანია უკვე 30 წელზე მეტია, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი და პარტნიორია, ახლა ჩიხში ვართ, ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით 2023-2024 წლების გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი.
მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ: ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა - ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ. სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია - ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრი ქვეყნის კანონმდებლობაც.
როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ, სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ, იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა - ყველა წევრი ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს.
ჩვენ ყველაზე დიდი პარტნიორობის და მეგობრის დამადასტურებელი ჟესტიც კი შემოგთავაზეთ, თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ ეს იყო სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ...
... გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ერთად, ვიდექი თავისუფლების მოედანზე 100 000 ადამიანის წინაშე და კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ აღვნიშნეთ.
ამის შემდეგ, განწყობა შეცვალა - საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიღო ე.წ კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რაც ევროკავშირის საფუძვლებს ეწინააღმდეგება, ეს არამხოლოდ შეუსაბამოა, არამედ უხეშ წინააღმდეგობაშია ყველაფერთან, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს, რადგან ევროკავშირის საფუძველია დემოკრატია და კანონის უზენაესობის ინსტიტუტები, ეს კანონი კი, სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან...
... საქართველოს მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი კანონი LGBTQ-ს შესახებ, რომელიც ასევე შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და შეიცვალა რიტორიკა - გერმანია აღარ მოიაზრება მეგობრად და პარტნიორად, ჩვენ აღმოვჩნდით გლობალური ომის პარტიის გიჟურ წარმოდგენაში, გვადანაშაულებენ ლიბერალური ფაშიზმის ხელშეწყობაში, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან ლიბერალი არის თავისუფლება, სადაც ერთმანეთის გვერდით ბევრი იდეა არსებობს, სწორედ ესაა გერმანია და ევროკავშირი. ფაშიზმი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი იდეაა კარგი და ყველა დანარჩენი ნაკლები ღირებულების, ასე რომ აქ არანაირი თანხვედრა არ არის.
გვადანაშაულებენ აქ რევოლუციის მხარდაჭერაში, ვართ უცხოელი აგენტები, აღარ ვართ მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს ხელისუფლების ტერმინოლოგიით ჩვენ უცხო აგენტებს გვიწოდებენ და გვაბრალებენ საქართველოს უკრაინის ომში ჩაბმის მცდელობას, ეს ყველაფერი სრული სიცრუეა, ჩვენ სრულიად უარვყოფთ მას, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის აქტზე, კანდიდატის სტატუსის შეთავაზებაზე, ასე რომ პასუხი კითხვაზე - სად ვდგავართ, ვიმყოფებით ჩიხში და კრიზისულ მომენტში, საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", — აცხადებს ფიშერი
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები