ფილმები, რომლებიც ვალენტინობის დღეს უნდა ნახოთ
ვინაიდან და რადგანაც კინოს ისტორიაში უამრავი ფილმია სიყვარულზე, თავიდანვე გეტყვით, რომ ამ სიაში ყველა ფილმი ვერ მოხვდა. აქ მხოლოდ ის კინოსურათებია, რომლებიც 30 წამის განმავლობაში გავიხსენეთ, სხვა შემთხვევაში სია უსასრულო გამოვიდოდა. ამიტომ, დანარჩენი ფილმები კომენტარებში დაგვიტოვეთ.
ქარწაღებულნი (1939)
სიყვარულზე უამრავი ფილმი შექმნილა, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ მიუახლოვდება მარგარეტ მიტჩელის ქარწაღებულნის ეკრანიზაციის დიდებასა და სიღრმეს. ამაში კლარკ გეიბლისა და ვივიენ ლის არაჩვეულებრივ ოსტატობას უდიდესი წვლილი მიუძღვის.
მიტჩელის ამ წიგნს დღემდე სწავლობენ ლიტერატურის მცოდნეები, როგორც ძალიან მსუყე წყაროს მაშინდელი ამერიკული სამხრეთის ღრმად გასაცნობად. ამერიკული სამხრეთი კი უმნიშვნელოვანესი რეგიონია - ესაა ადგილი, სადაც დაიწყო აფროამერიკელთა განმათავისუფლებელი მოძრაობა, სადაც ძალიან მწვავედ იდგა მონობის საკითხი და სადაც საბოლოოდ პროცესები დასრულდა მარტინ ლუთერ კინგის საეტაპო გამოსვლით - "I Have a Dream!"
რომანში, ისევე როგორც მის ეკრანიზაციაში მოვლენები მე-19 საუკუნეში, ამერიკაში, ჯორჯიის შტატში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ძირითადად იმდროინდელი მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან. კარგად არის ნაჩვენები მათი ყოველდღიური ცხოვრება, მასშტაბური წვეულებები, აზარტული თამაშები და უდარდელობა. უეცრად არისტოკრატებს საყრდენი ეცლებათ და ბედის ანაბარა რჩებიან. ცრუ წარმოდგენა, რომ მდიდრებისთვის ომი საშიში სულაც არაა, თვალის დახამხამებაში ინგრევა. ფილმის მთავარი პერსონაჟი სკარლეტ ო’ჰარა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცვლის გარემოებები ადამიანს და რისი გაკეთება შეუძლია ძლიერ ქალს, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება.
კასაბლანკა (1942)
კასაბლანკა ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით. ეს არის ისტორია დაკარგულ, მოპოვებულ და კვლავ დაკარგულ სიყვარულზე. ეს ამაღელვებელი ნამუშევარი ყველა დროის საუკეთესო ფილმების გამოკითხვებში ყოველთვის იკავებს მოწინავე ადგილს, ხოლო ამერიკელებისათვის დღემდე ყველაზე საყვარელ ფილმად რჩება.
მუსიკის ჰანგები (1965)
ფონ ტრაპების ცნობილი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ყოფილ მონაზონს დაიქირავებს ბავშვების მომვლელად. მუსიკის ჰანგები საოცარი მიუზიკლია კრისტოფერ პლამერისა და ჯულია ენდრიუსის მონაწილეობით და უკვე 50 წელზე მეტია ჟანრის კლასიკად ითვლება.
როცა ჰარი შეხვდა სალის (1989)
ბილი კრისტალისა და მეგ რაიანის რომანტიკული კომედია თავის ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. სცენარი ნორა ეფრონს ეკუთვნის, რომელმაც BAFTA-ზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ჯილდოც კი მიიღო.
პირველად ჰარი და სალი ერთმანეთს 1975 წელს შეხვდნენ, როდესაც ჩიკაგოდან ნიუ-იორკში მიმავალ სალის დაქალმა თავისი მეგობარი ბიჭი გააცნო. თავიდან მათ ერთმანეთს ვერ გაუგეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ არც ერთი იზიარებდა მეორის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოოდ ჰარისა და სალის გზები ნიუ-იორკში ჩასვლისას გაიყარა, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. არ მოგიყვებით, როგორ განვითარდა მათი ისტორია. ეს თავად უნდა იხილოთ.
თქვენთვის წერილია (1998)
რომანტიკული კომედიების დედოფლის, მეგ რაიანისა და ლეგენდარული ტომ ჰენქსის საკულტო ფილმი სინამდვილეში 1940 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია.
თქვენთვის წერილია ქეთლინ კელისა და ჯო ფოქსის ისტორიას გვიყვება და ინტერნეტ-სიყვარულის ეპოქის დასაწყისს აღგვიწერს. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჰყავს მეორე ნახევარი, ქეთლინსა და ჯოს მაინც იზიდავთ ერთმანეთთან ანონიმური ურთიერთობა. როცა ვირტუალური მეგობრობა ხელშესახები ხდება, ყველაფერი რთულდება, მაგრამ ამავე დროს, აქედან იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი.
მედისონის ხიდები (1995)
მერილ სტრიპისა და კლინტ ისტვუდის სასიყვარულო ისტორია გულგრილს ვერავის დატოვებს. მედისონის ხიდები რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს და ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკასა და ფოტორეპორტიორ რობერტის ამბავს გვიყვება. დიახ, ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ვალენტინობის დღეს, ან სხვა ნებისმიერ დღეს. მთავარია, ნახოთ.
მზის ამოსვლამდე / მზის ჩასვლამდე / შუაღამემდე
რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგია, რომელიც 1995 წელს იწყება და 2013 წლამდე გრძელდება, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და დასამახსოვრებელ სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა ამერიკელი ჯესი მატარებელში ფრანგ ქალს სელინს გაიცნობს. . ჯესი და სელინი ერთად ვენაში წავლენ, რადგან სურთ, ერთად გაატარონ საღამო და ღამე, დილით კი ჯესი ამერიკაში გაემგზავრება.
რომაული არდადაგები (1953)
ოდრი ჰეპბერნისა და გრეგორი პეკის რომაული არდადაგები არ ძველდება. უილიამ უაილერის რომანტიკული კომედია ახალგაზრდა პრინცესასა და ამერიკელი რეპორტიორის სიყვარულის ქრონიკაა. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი როლი ოდრი ჰეპბერნისთვის, საიდანაც შეიქმნა ლეგენდა, სახელად ოდრი.
ლამაზმანი (1990)
როცა ჯონათან ლოუტონი ჰოლივუდ ბულვარის ერთ მყუდრო კაფეში იჯდა და ყავას სვამდა, ვიტრინიდან მეძავებს აკვირდებოდა, შემდეგ კი მათ სევდიან და შემაძრწუნებელ ისტორიებს ისმენდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი რომანტიკული კომედიის ავტორი გახდებოდა. ფილმი პროსტიტუციის პრობლემებსა და მეძავების ყოფა-ცხოვრებაზე უნდა ყოფილიყო. დრამის გმირს, ვივიენს, მთელი კვირა თავი უნდა შეეკავებინა კოკაინის მიღებისგან მდიდარი კლიენტის გამო, მაგრამ პროდუსერებმა სცენარის შეცვლა მოითხოვეს. მათი აზრით, მაყურებელს სიყვარულის ზღაპარული ისტორია უფრო დააინტერესებდა, ვიდრე მეძავთა ტრაგიკული ცხოვრების დეტალები. ვივიენის პერსონაჟზე მსახიობის დამტკიცება ძალიან გართულდა, ამასობაში კი ედვარდ ლუისის როლზე კიანუ რივზი დაამტკიცეს, შემდეგ დენიელ დეი ლუისი, ჯონ ტრავოლტა, სილვესტერ სტალონე, დენზელ ვოშინგტონი და ა.შ.. თუმცა ზოგიერთი მათგანი ან კინო სტუდიამ დაიწუნა ამ როლზე, ან თავად მსახიობმა თქვა უარი. პროდუსერებს ალ პაჩინოც სურდათ, თუმცა მან ნათლიმამას მესამე ნაწილზე დაიწყო მუშაობა და ამის შემდეგ რიჩარდ გირიც გაახსენდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისგან უარი მიიღეს.
სხვათა შორის, სწორედ ალ პაჩინომ შესთავაზა ვივიენის როლზე პროდუსერებს ჯულია რობერტსის კანდიდატურა. ამბობდა, მასზე უკეთეს მსახიობს ვერ ნახავთო. დამქანცველი კასტინგის შემდეგ როლი 21 წლის გამოუცდელ მსახიობს, ჯულია რობერტსს ერგო და ეს ფილმი მისთვის გამორჩეული აღმოჩნდა. სწორედ ვივიენის პერსონაჟმა გახადა ჯულია მსოფლიოსთვის ყველაზე საყვარელი მსახიობი.
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
კომენტარები