მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის წმინდანად შერაცხვის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა წმინდა სინოდის წევრები მიიჩნევენ, რომ ამისთვის გარკვეული დრო უნდა გავიდეს. მისი თქმით, ტრადიციის მიხედვით, გარდაცვალებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ საფლავს ხსნიან, თუმცა ეკლესიის ისტორიაში წმინდანად დაუყოვნებლივ შერაცხვის შემთხვევებიც ყოფილა. თავად მიტროპოლიტი ნიკოლოზი ილია მეორეს უკვე წმინდანად მიიჩნევს და ამბობს, რომ მის ეპარქიაში პატრიარქს წმინდანივით იხსენიებენ და მის ხატსაც მიაგებენ პატივს. მისივე თქმით, 2 აგვისტოს, ილიაობაზე, სინოდის წევრებმა მას უთხრეს, რომ ჯერ უნდა მოეცადათ და შემდეგ ერთად მოეხდინათ ილია მეორის კანონიზაცია.
"ილია მეორის წმინდანად შერაცხვის წინააღმდეგი არ არის არავინ საერთოდ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უნდა მოვიცადოთ. მე მაგალითად, არ მესმის, რატომ უნდა მოვიცადოთ და რატომ არ შეიძლება, რომ გამოიტანოს წმინდა სინოდმა ეს დასკვნა, მით უმეტეს, არსებობს ასეთი წესი. საერთოდ, წმინდანად შერაცხვის წესი ლათინური სამყაროდან არის ჩვენთან შემოსული. ჩვენთან პირდაპირ ლოცვებში იხსენიებდნენ და ხატს ჰკიდებდნენ ხოლმე, ეს იყო წმინდანად შერაცხვა. კანონიზაციის წესი რაც არის, დასავლეთ ეკლესიიდან არის შემოსული და იქ არსებობს ასეთი წესი, ჰქვია "სანტო სუბიტო" — წმინდანი დაუყოვნებლივ, წესია ასეთი. როცა ჩვენი სინოდი გადაწყვეტს, ჩვენ საყოველთაო თაყვანისცემა მაშინ გვექნება. ჩემს ეპარქიაში პატრიარქისადმი ნდობა გვაქვს გამოცხადებული, ხატი ჰკიდია მისი ჩვენთან და ჩვენ აქ რა უფლებაც გვაქვს, იმის მიხედვით შერაცხილი გვყავს წმინდანად, ვიხსენებთ როგორც წმინდანს.
წმინდა სინოდის ყველა წევრი ამბობს, რომ უნდა მოიცადონ, მგონი პატრიარქიც ამ აზრზეა. საერთოდ ტრადიცია ასეთია ეკლესიაში, 3 წელი მაინც უნდა გავიდეს, საფლავი რომ გაიხსნას. ტრადიცია არსებობს, ათონის მთაზე განსაკუთრებით, რომ 3 წლის მერე ხსნიან ხოლმე საფლავს და ნახავენ, როგორია მისი სხეული, გაიხრწნა თუ არა, შეიძლება ამას გულისხმობენ [მოცდაში] წმინდა სინოდის წევრები.
მე რამდენადაც ვიცი, დაუყოვნებლივ შერაცხვაც ყოფილა ეკლესიის ისტორიაში. შეურაცხავთ ასე წმინდანი. პირადად ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე წმინდანია და მე მაქვს ამის უფლება, რომ როგორც წმინდანს ნდობა გამოვუცხადო. არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე. არ მინდა, რომ წმინდა სინოდის წევრებთან მქონდეს რაიმე უთანხმოება და მშვიდად ვაკეთებ ამას, მეორეს მხრივ მჯერა, რომ ჩვენი პატრიარქი წმინდანია და ჩემს ეპარქიაში ამ დამოკიდებულებას გამოვხატავთ მის მიმართ.
რაც შეეხება იმას, როდის მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან ბოლოს ამ თემაზე კომუნიკაცია, ილიაობა რომ იყო 2 აგვისტოს, ბოლოს მაშინ მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან ამ თემაზე კომუნიკაცია და მაშინ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ცოტა დავიცადოთ და მერე შევრაცხოთ ერთადო", — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა (კომენტარს IPN ავრცელებს).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 141-ე პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები