ავსტრალიის შტატი ქვინსლენდის პოლიციამ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ადგილობრივ ოფიცერს პოლიციის მანქანის გახურებულ ძარაზე ტაფა აქვს შემოდებული და ზედ ერთ კვერცხს ახლის.

მანქანა მზისგან ისეა გახურებული, რომ ტაფასაც აცხელებს და კვერცხი შეწვას იწყებს.

ქვინსლენდის ქალაქ ბირდვილში 26 იანვრის შემდეგ - დღემდე, ყოველ შუა დღეს 41 გრადუსი სიცხე ფიქსირდება.