მოლდოვამ COVAX პლატფორმისგან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა მიიღო. მოლდოვა პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც ამ პლატფორმის ფარგლებში ვაქცინა ერგო.

Azi în Republica Moldova a ajuns primul lot de vaccin gratuit prin platforma COVAX. Suntem prima țară din Europa care...

Posted by Maia Sandu on Thursday, 4 March 2021

პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, AstraZeneca-ს 14 400 დოზა 4 მარტს საღამოს მიიღეს. გასულ კვირას მოლდოვამ AstraZeneca-ს პირველი ვაქცინა რუმინეთისგან მიიღო.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, პროდასავლელი მაია სანდუს არჩევის გამო ისინი მოლდოვას 200 ათას დოზა ვაქცინას აჩუქებდნენ.

ამ ეტაპისთვის მოლდოვაში კორონავირუსის 191 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 ათასზე მეტი გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული.