ტესტი: როგორ გახსოვს მარტის პირველი კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები
გაზაფხული მნიშვნელოვანი და აქტუალური პოლიტიკური მოვლენებით დაიწყო. გასული კვირის ორი მთავარი ამბავი შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი და ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებული განხილვები იყო. გარდა ამისა, პოლიტიკოსებმა ამ კვირაშიც გაგვანებივრეს ფრთიანი ფრაზებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების ცენტრში მოხვდა.
შეავსე ტესტი და ნახე, რამდენად გახსოვს გასული კვირის პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენები.
ტესტი: როგორ გახსოვს მარტის პირველი კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები
ტესტის დაწყება1 / 12 კვირის მთავარი მოვლენა ნამდვილად იყო შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში. ვინ არის ის?
2 / 12 ჩამოთვლილთაგან, რომელი საკითხი არ შედის შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაში?
შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციონერი ლიდერები და პრემიერმინიტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.
- პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხი
- პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხმყოფელი ფრაზებისგან თავის შეკავება
- ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა
3 / 12 აღნიშნული 6-პუნქტიანი გეგმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილეს. როგორ უმასპინძლა სალომე ზურაბიშვილმა სტუმრებს?
- ვახშამზე თამადად მოგვევლინა
- ჩაით უმასპინძლა
- შეხვედრის ფალისიტატორი იყო
- შეხვედრაზე საერთოდ არ გამოჩენილა
4 / 12 ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, რამ გააკვირვა სალომე ზურაბიშვილი?
- ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ მის ზემოთ და მორალურმა კანონმა მასში
- იმან, თუ რომელი კანონის საფუძველზე არ აძლევენ პოლიციელები აქტივისტებს საპროტესტო კარვის გაშლის უფლებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე
- პიკეტირებამ და ახალმა დაკავებებმა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ. ასევე, კითხვებმა იმის შესახებ, რატომ არ ესწრებოდა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას
- იმან, რომ ვაქცინა ჯერ კიდევ არ გვაქვს ქვეყანაში
5 / 12 ვაქცინაციის საკითხი აქტიურად განიხილებოდა ამ კვირაშიც. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო დაპირებთ, როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში?
6 / 12 ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ თემებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვის შეიძლება უჩივლოს საქართველომ?
- ტედროს ადანომ გებრეისუსს — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს
- COVAX პლატფორმას
- Pfizer-ის მწარმოებელ კომპანიას
- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას
7 / 12 როგორ გამოეხმაურა პაატა იმნაძე COVAX პლატფორმისთვის ჩივილის იდეას?
- "ჯერ მოგვცენ ვაქცინა და მერე ვუჩივლებთ"
- "ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ"
- "აუცილებლად უნდა ვუჩივლოთ"
- "სად უნდა ვუჩივლოთ? რომელ სასამართლოში?"
8 / 12 ამირან გამყრელიძის თქმით, ვისთან აქვს დაპირისპირება?
- ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან
- კორონავირუსთან
- ეკატერინე ტიკარაძესთან
- პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან
9 / 12 ირაკლი ზარქუას რამდენიმე ვერსია აქვს, რატომ საუბრობს ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე კრის სოჩა. რომელი ვერსია არ (!) განუხილავს დეპუტატს?
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსმა, კრის სოჩამ განაცხადა, რომ კონგრესი განიხილვს სანქციის რამდენიმე ვერსიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მათ შორის, ანგარიშების გაყინვას ან მოგზაურობის უფლების შეზღუდვას.
- ნაციონალური მოძრაობის ლობისტია — რაშიც ფულს გადაუხდიან, იმას იტყვის
- ანგაჟირებული პოლიტიკოსია და მიზანმიმართულად საუბრობს სანქციებზე
- კომოს ტბაზეა დასასვენებლად წასული და ამიტომ ვერ ხედავს იმ გასაოცარ დემოკრატიას, რომელიც ივანიშვილმა შექმნა საქართველოში
- ინფორმაციულ ვაკუუმშია და ვერ ხვდება, რამდენად ახლოსაა საქართველო ევროსტანდარტებთან
10 / 12 რომელ მარტს დაინიცირდა ელისაშვილის მიერ პირველი მარტისთვის დაანონსებული საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი პარლამენტში?
29 იანვარს, პარტია მოქალაქეების ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ თუ საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი 1-ელ მარტამდე არ დაინიცირდებოდა, პარლამენტიდან გავიდოდნენ.
11 / 12 ნინო წილოსანის აზრით, რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში?
- ძალიან ეზარებათ მუშაობა
- იმიტომ, რომ ერთმანეთის ერიდებათ
- იმიტომ, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ
- მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან
12 / 12 გიორგი ხელაშვილის აზრით, პროგრესისთვის აუცილებელია არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა, ისევე როგორც ...
- ხორუმის ცეკვისთვის გამართული მუხლია საჭირო
- მჭადისთვის ყველია საჭირო
- ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო
- აჭარულის ცეკვისთვის მხრების თამაშია საჭირო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები