9 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრა ქალს, რომელსაც შვილები არ ჰყავს
ადამიანები ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმ არაადეკვატური და შემაწუხებელი ყურადღების შესახებ, რომელიც მიმართულია ორსული ქალებისაკენ. ეს ვითომდა მზრუნველობა და სიკეთე, ძალიან ხშირად, უტაქტობაში გადადის და ცხადია, ორსული ქალების შეწუხების გარდა არაფერს ემსახურება.
On.ge-ს ამ სტატიაში ჩამოთვლილია 17 ფრაზა, რომელიც არ უნდა ვუთხრათ ორსულს. ეს კარგი, თუმცა ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას განიცდიან უშვილო ქალები, როდესაც მათ ორსული, ან შვილიანი ქალები ამკობენ სხვადასხვა “ფრთიანი” ფრაზებით. ამ ფრაზებს მოვისმენთ სახლში, ჩვენი დედებისგან, ქუჩაში – სრულიად უცნობი ადამიანებისგან; სამსახურში – ჩვენი კეთილისმსურველი თანამშრომლებისგან და საუკეთესო მეგობრებისგანაც კი, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ გააუფასურონ ყველაფერი, რასაც ჩვენ, არაორსული თუ უშვილო ქალები ვაკეთებთ ყოველდღიურად სახლში, სამსახურში და ზოგადად, ამ სამყაროში.
აი, იმ ფრაზათა ჩამონათვალი, რაც არაორსულ/უშვილო ქალებს ყოველდღიურად გვეუბნებიან. ისე, რომ იცოდეთ, ყველა ასეთი ფრაზის მთქმელს გართმევთ უფლებას, მოხვიდეთ ჩვენთან და უძილო ღამეებზე, ბავშვის კვებასა თუ ბავშვების მიერ არეულ სახლზე გვეწუწუნოთ.
1. იჯექი შენ და მიყურე ასე!
მართლა გგონია, რომ უკმაყოფილო სახე იმიტომ მაქვს, რომ შენი ორსულობის მშურს და არა იმიტომ, რომ ამ თემაზე ლაპარაკმა დამღალა?
2. ძალიან გამხდარი ხარ და ორსულობა შეგავსებს, მოგიხდება!
ანუ ტყუილად ვშიმშილობ ინტერვალურად, ვსწავლობ ყველაფერს კეტოზე, ვითვლი ნახშირწყლებს, ვღეჭავ უგემურ ფილეს, ვვარჯიშობ და ყოველ დილას დავრბივარ?
3. ჰა, შენ როდის აპირებ?
“როცა დავაპირებ გეეეტყვით!”
4. ჩქარა გოგო, თორემ დარჩი უშვილო!
ახლავე!
5. შენც მალე მენახე ამ ჯადოსნურ მდგომარეობაში!
რამდენი ჯადოქარი ყოფილხართ, ამ სამყაროში!
6. სანამ ნერვები გაქვს გააჩინე, თორემ რომ გაიზრდები, სადღა გექნება ბავშვის დევნის დრო?!
ჩემი ნერვები ახლა:
7. იმის გამო მაინც უნდა გათხოვდე, რომ ბავშვი გააჩინო!
არ ვიცოდი, ბავშვის გასაჩენად გათხოვება თუ იყო აუცილებელი.
8. ბავშვს ახალგაზრდა და ლამაზი დედა უხარია!
სერიოზულად?! იმედი მაქვს, შენს შვილებს მაშინაც ეყვარები და შენი ნახვა მაშინაც გაუხარდება, როცა ასაკი შემოგეპარება.
9. შენთვისაც მალე მომელოცოს დედის დღე!
მადლობა, ნუ შეწუხდებით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები