ქართული იუთუბის ანატომია
"თუ ყოველდღე საყვარელ საქმეს გააკეთებ, ცხოვრებაში არცერთი დღე მოგიწევს მუშაობა", — ეს ფრაზა იუთუბერების ცხოვრებას ყველაზე კარგად ასახავს. ამ სფეროში მთავარი სამი კომპონენტი არსებობს: მსმენელთან და აუდიტორიასთან გულწრფელი ურთიერთობა, ტექნოლოგიების მინიმალურ დონეზე ცოდნა და ჰობის ქონა.
"ბიჭო, კონტენტი დადეთ", — თავის მხრივ, ესაა ერთადერთი "მოთხოვნა", რომელიც მომხმარებელს იუთუბერების მიმართ აქვს.
თუ აქამდე ამაზე არ გიფიქრია, დროა იცოდე, რომ იუთუბერობას განიხილავენ მომავლის პროფესიად, რომელიც კრეატიულ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობებით ავსებს. ამ საქმეში შენი უფროსი საკუთარი თავია, დაგეგმილი სამუშაო დღის გრაფიკი საკუთარ განწყობებზეა გაწერილი და თუ კომუნიკაციაც არ გიჭირს, შეიძლება პროფესიის ცვლილებაზეც კი დაფიქრდე. statcounter-ის მიხედვით, საქართველოში, ფეისბუქის და პინტერესტის შემდეგ, იუთუბი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა და მასზე ფულის შოვნაც შეგიძლია.
თუმცა, იუთუბერობის საწყისებში ფული ყოველთვის არ იყო ქართველი კონტენტის შემქმნელთა მთავარი მოტივაცია. საქართველოს ბანკის დოკუმენტურ ფილმში აღმოაჩინე ქართული YOUთუბი, 20-ზე მეტი ცნობილი იუთუბ არხის წარმომადგენელი საკუთარი გზის შესახებ გვიყვება. დოკუმენტური ფილმის პრემიერა YouTube-ზე 26 თებერვალს შედგა.
როგორ დაიწყეს
ყველას ისტორია ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია.
მაგალითად, The Zipper 14 წლის იყო, როდესაც უცხოელი იუთუბერები აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ მათი მსგავსი კონტენტის შექმნა შეეძლო. საეჭვო კაცის იდეა 2 მეგობრის სიტყვების გაცვლა-გამოცვლის დროს დაიბადა. H1Ta-ს ჯერ პოპულარული ფეისბუქგვერდი ჰქონდა, რომელმაც იმედი მისცა, რომ სხვა პლატფორმებზეც შეეძლო, ეცადა ბედი. პატოს ინსპირაცია მისი მეგობარი და მეჯვარე იყო, რომელიც ასევე იუთუბერობას მისდევდა. IKANATIA-ს ამბავი სწორედ ნათიას კარგი წარმოსახვისა და სოციალური ქსელების სიყვარულის წყალობით დაიწყო.
ოქტოპუსს თამაში უყვარდა. საზინამ და მისმა მეგობარმა იცოდნენ, რომ სილამაზის სფერო 2016 წლის ქართულ იუთუბზე აუთვისებელი იყო.
ანანო თოთიაური იდეების და ინტერესების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა და ერთი ნიშის დაკავება ცოტა გაუჭირდა, თუმცა დღემდე აძლევს თავს ექსპერიმენტების უფლებას. Travel With Us მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობას ისახავს მიზნად...
N ice-ს ეგონა, რომ იუთუბერობას სერიოზული მიდგომა და სპეციალური ნიჭი სჭირდებოდა, თუმცა პირველივე გულწრფელ ვიდეოზე გამოხმაურებამ ეს მოსაზრებები გაუქარწყლა.
Channel LC ყვება, რომ მისი წარმატება პირველი ლაივსტრიმის დროს პირდაპირ ეთერში დაცემინებამ განაპირობა, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და მისი თავდაჯერებულობაც გაიზარდა.
ჰანგრიმენის სამმა მეგობარმა კი ხინკლის ჭამის შეჯიბრით მოაგროვა ათიათასობით გამომწერი და გულშემატკივარი.
მოკლედ, მიუხედავად განსხვავებული დასაწყისისა, ამ ადამიანებს იუთუბის სიყვარული და ჰობის ქონა აერთიანებთ.
მართალია, მათ განსხვავებული ნიშა უჭირავთ, ყველას ჰყავს თავისი მაყურებელი, რაც გვიჩვენებს, რომ მრავალფეროვნების მიმართ მოთხოვნა საქართველოში არსებობს.
იუთუბის ქართველ მაყურებელში ყველაზე მარტივი და ჩვეულებრივი სიტუაციებიც კი შეიძლება სანახაობად იქცეს. მეგობრები, რომლებმაც იუთუბერობა ხინკლის ჭამით დაიწყეს, ამბობენ, რომ მათ ვიდეოებს 100 000-ზე ნაკლები ნახვა არ აქვს.
ფაქტია, რომ პროფესიონალი მუსიკოსობა, მომღერლობა, მხატვრობა, ცეკვა და განსაკუთრებული ნიჭის ქონა იუთუბზე პოპულარობას არ განაპირობებს. ინტერნეტს ბევრად უფრო მაღალი მიმღებლობა აქვს ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ, ვიდრე ჩვენთვის ცნობილ რომელიმე სუბკულტურას.
პროფესიის შეცვლა
სანამ იუთუბერებად იქცეოდნენ, მათ სხვა პროფესიებიც ჰქონდათ. მათ შორის იყო ჟურნალისტობა, თეატრის მსახიობობა, ფეხბურთელობა, მუსიკოსობა...
H1Ta-მ ლექტორობა საკმაოდ საინტერესო მიზეზის გამო გადაიფიქრა:
"ჩემს ერთ-ერთ პირველივე ვიდეოს 300 ათასი ნახვა ჰქონდა. დავჯექი, მათემატიკურად გამოვითვალე და მივხვდი, მთელი ცხოვრება რომ მემუშავა ლექტორად, 300 ათასი სტუდენტი მაინც ვერ მეყოლებოდა".
პრიორიტეტების გადალაგების ყველას საკუთარი მიზეზი ჰქონდა, თუმცა გაუმართლათ და იუთუბერობა არასდროს უნანიათ.
პოპულარობა
პოპულარობა მოულოდნელი და არასასურველი არცერთი მათგანისთვის ყოფილა. ნათია, IKANATIA-დან, ყვება, რომ ტაქსის მძღოლებიც კი ცნობენ. მათი გულშემატკივრების უმრავლესობა ბავშვები არიან. თუმცა, როგორც ლექტორობის მსურველი H1Ta ამბობს, როდესაც სახლში გაზის შემკეთებელი გამოიძახა, აღმოაჩინა, რომ მის მაყურებლებს შორის უფროსი ასაკის ადამიანებიც არიან:
"დაახლოებით 60 წლის კაცი იყო და მითხრა, რომ ჩემი გამომწერი იყო, ფოტოც გადაიღო ჩემთან".
სურათის გადაღებას ქართველ იუთუბერებს ქუჩაში ბავშვებიც სთხოვენ. მათ შორისაა ოქტოპუსიც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვების მშობლები ამით ზოგჯერ გაკვირვებულები არიან:
"ერთხელ მოვიდა მშობელი და არ დამიმალა, პირდაპირ მითხრა: 'მე კი არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ბავშვს უნდა შენთან ფოტოს გადაღება'".
ქართველი იუთუბერები თანხმდებიან, რომ მათთვის ასეთი პოპულარობა მოულოდნელთან ერთად სასიამოვნოცაა. თუმცა საეჭვო კაცი, როგორც ჩანს, ხანდახან იტყუება და უარობს, რომ სულაც არაა ყველასთვის ცნობილი ინტერნეტვარსკვლავი.
სამომავლო გეგმები
ქართველმა იუთუბერებმა იციან, რომ სიახლის კეთება არ უნდა შეწყვიტონ და დიდი გამოწვევები ელით წინ. ისინი იმედოვნებენ, რომ ერთგული მაყურებელი, რომელიც საყვარელ ვიდეოებს სულ ელის, ამ ცვლილებებში მათ გვერდით იქნება.
მათ შორისაა ანანო თოთიაურიც, რომელსაც უფრო მასშტაბურ პროექტებშიც სურს თავის გამოცდა:
"ბევრი რამის გამოცდა მინდა და იმედი მაქვს, რომ მაყურებელი ამ თავისუფლებას მომცემს, რომ უფრო მრავალფეროვანი კონტენტი ვაკეთო. ზოგჯერ მოლოდინები ერთფეროვნებაში გტოვებს და კრეატიულობას კეტავს".
Game Topia კი მიიჩნევს, რომ იუთუბს საქართველოში დიდი მომავალი აქვს. მისი სიტყვებით, პლატფორმაზე უკვე გამოჩნდნენ სპონსორები, რამაც კონტენტის და თემების ხარისხიც გაზარდა:
ის დასძენს, რომ უკვე პოპულარული ადამიანებიც ინაცვლებენ იუთუბზე და ამ პროფესიაში მხოლოდ ისინი აღარ არიან, ვინც ცნობადობა პლატფორმაზე მოიპოვეს:
"ამით ქართული იუთუბი უცხოურს ემსგავსება და იუთუბერებსაც უფრო სერიოზულად აღიქვამენ".
H1Ta-ს თქმით, მაყურებელსა და იუთუბერებს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ სიახლეებს ფეხი ერთად აუწყონ და მეტად ინფორმირებულები იყვნენ. ის დასძენს, რომ ქართველი იუთუბერების შექმნილი კონტენტის ნახვების რიცხვმა ქვეყნის ფარგლებში თვეში 100 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველი იუთუბერების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება. იზრდება გამომწერის რიცხვიც — 10-ზე მეტი ქართულენოვანი იუთუბერი უკვე გაცდა 100 000 გამომწერის ნიშნულს. საქართველოს ბანკმა დოკუმენტური ფილმი ყველა იმ ადამიანს მიუძღვნა, ვინც საქართველოდან ამ პლატფორმას აქტიურად იყენებს, იმის მიუხედავად, მოხვდნენ თუ არა ისინი 1-საათიან ფილმში. ასე რომ, შესაძლოა ეს ფილმი უამრავი ადამიანისთვის ბიძგი აღმოჩნდეს და მომავლის პროფესიის ათვისებაში დაეხმაროს, რადგანაც ახალი აღმოჩენებისთვის გზა სულ არის.
კრედიტები:
პროექტი: აღმოაჩინე ქართული იუთუბი
მარკეტინგის დირექტორი: ლევან გომშიაშვილი
სოციალური მედიის გუნდის უფროსი: მარიამ ფერიშვილი
ბრენდ მენეჯერი: სოლო წიწუაშვილი
ბრენდ მენეჯერი: ენუკი კვინტრაძე
ფილმზე მუშაობდნენ:
კონსულტანტი - დავით ალავიძე
სცენარი - ლაშა მილორავა
აღმასრულებელი პროდიუსერი - გიორგი გიაშვილი
წარმოების მენეჯერი - ირაკლი ფირცხალაიშვილი
რეჟისორი - გიორგი ოკმელაშვილი
რეჟისორის ასისტენტი - მარიამ საბანაძე
ოპერატორი - კაკი ძაგნიძე, ბაჩაბა გუჩუა, ნიკოლოზ საჩანელი
ფოტოგრაფი - გივი ბარათაშვილი
გამნათებელი - ირაკლი საბანაძე, კაკი ძაგნიძე
გრიმი - ნანუკა ლავრელაშვილი
გადასაღები მოედნის მენეჯერი - აკაკი კევლიშვილი, დათუნა ჩაკვეტაძე
დამხმარე მოედანზე - გიორგი აღნიაშვილი
მძღოლი - გიგა ბარაჩაშვილი
კომენტარები