კერძო კოლექციაში გატარებული საუკუნის შემდეგ ვან გოგის ტილო პირველად გამოიფინება
ვინსენტ ვან გოგის ტილო, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ფრანგული ოჯახის კერძო კოლექციის საკუთრება იყო, პირველად გაიყიდება აუქციონზე პარიზში. წინასწარი შეფასებით, მარტში გასამართავ ღონისძიებაზე ნიდერლანდელი მხატვრის ნამუშევრის ღირებულება $6 მილიონიდან $9,7 მილიონამდე განისაზღვრება.
ფერწერული ნამუშევარი საჯარო სივრცეში არასდროს გამოფენილა, თუმცა მისი არსებობა ხელოვნებათმცოდნეებისთვის ცნობილი იყო. იგი სხვადასხვა წელს შედგენილ 7 კატალოგში შედის; ამასთან, შექმნილია რამდენიმე რეპროდუქციაც, რომელთა უმეტესობა შავ-თეთრია.
ნახატი, სახელწოდებით Scène de rue à Montmartre ("მონმარტრის ქუჩის სცენა") ვან გოგმა 1887 წლის გაზაფხულზე შექმნა, როცა დროებით პარიზში, ძმასთან ერთად ცხოვრება მოუწია. ხელოვანი მონმარტრში ურბანული და სოფლისთვის დამახასიათებელი პეიზაჟების შერწყმით მოხიბლულა, სადაც "წისქვილები კაბარეებს ენაცვლებიან".
ნამუშევარში ვან გოგის ახალი ქალაქით მოხიბვლა და პარიზელი კოლეგების — ფრანგი იმპრესიონისტებისა და ავანგარდიზმის მიმდევრების — გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებაა ასახული. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, მოგვიანებით, სწორედ ეს გახდა მისი პალიტრის გადასხვაფერების მიზეზი. თუკი მანამდე, ნიდერლანდებში შექმნილ მის ნამუშევრებში მუქი ტონები ჭარბობდა, პარიზში ისინი მრავალფეროვნებამ ჩაანაცვლა. პარიზში გატარებულმა გარდამტეხმა წლებმა მისცა დასაბამი მხატვრის განუმეორებელი ტექნიკის ჩამოყალიბებასაც.
"მონმარტრში ცხოვრების პერიოდში ვან გოგის მიერ შექმნილი ნამუშევრების ძალიან მცირე ნაწილი კვლავ რჩება კერძო მესაკუთრეების კოლექციებში, თუმცა, სერიის ნახატების უმეტესობა ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმში ინახება", — ამბობენ სააუქციონო კომპანია Sotheby's-ის თანამშრომლები, ორელი ვანდევურდი და ეტიენ ელმანი.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები