21 წლის ინგლისელი მასწავლებელი ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, ვინც ატლანტის ოკეანე მარტო გადაცურა ნავით
21 წლის ცურვის მასწავლებელი ჩრდილოეთ იორკშირიდან ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, ვინც ატლანტიკის ოკეანე ნავით დამოუკიდებლად გადაცურა.
ჯესმინ ჰარისონმა, რომელიც ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელია, მოგზაურობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო კანარის კუნძულებიდან. 70 დღის, სამი საათისა და 48 წუთის შემდეგ მან ანტიგუას ნაპირებს მიაღწია და რეკორდიც დაამყარა.
კარიბის ზღვის აუზის კუნძულზე მას გულშემატკივრები დახვდნენ და რეკორდსმენი ახალგაზრდას ვოიაჟის დასასრული პირდაპირი ეთერით გადასცეს ფეისბუქზე.
ჰარისონმა აღნიშნა, რომ ეს იყო გამოცდილება, რომლის მიღებაც მთელი გულით სურდა, თუმცა, კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებდა პირველ რიგში, მან დაუფიქრებლად დაასახელა ჭამა.
თითქმის 5-ათასკილომეტრიანი მოგზაურობა, ჰარისონის თქმით, "კარგ და ცუდ მოგონებებს" უკავშირდება, თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერმა ნორმალური ცხოვრებისგან გაქცევის დაფასების საშუალება მისცა.
"ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებ, ყველაფერს შორდები — სოციალურ მედიას, ცუდ ამბებს და საერთოდ ყველაფერს", — ამბობს რეკორდსმენი.
მოგზაურობისას ჰარისონი ორი საათი ცურავდა, მომდევნო ორ საათს კი ეძინა. ამ ხნის განმავლობაში მან მიიღო რამდენიმე დაზიანებაც, თებერვლის დასაწყისში კი ნავიც ამოუტრიალდა.
ერთწლიანი ვარჯიშის შემდეგ მიღებული შედეგი ჰარისონმა ქველმოქმედებისთვის გამოიყენა. თავისი რეკორდით მან $14 ათასის შეგროვება შეძლო, რომელიც ფონდ Blue Marine Foundation-ს გადაერიცხება.
"მსურს, ახალგაზრდებისთვის მოტივაციად ვიქცე, რომ მათ რაღაც გააკეთონ — რაღაც რაც ან მსოფლიოს შეცვლის, ან, უბრალოდ, მათი კომფორტის ზონიდან გამოიყვანს", — დასძენს ჰარისონი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
აქამდე, ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაცურა ატლანტის ოკეანე, 22 წლის ქეითი სპოცი იყო აშშ-დან. მან რეკორდი 2010 წელს დაამყარა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები