ქართული ოცნება ნიკა მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას".

ამის შესახებ კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც პრემიერმინისტრობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ჩაინიშნა. სწორედ ამის გამო, შსს-მ მელიას დაკავების პროცედურა დროებით გადადო, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია. კობახიძემ ამ გადაწყვეტილებას ლოგიკური უწოდა და თქვა, რომ ახლა გუნდის ყურადღება მთლუანად კონცენტრირებული იქნება მთავრობის ფორმირებაზე. არც მას დაუკონკრეტებია, რა პერიოდში მიუბრუნდება შსს მელიას საკითხს.