კუკავას მტკიცებით, ხვიჩია და მეგრელიშვილი ოპოზიციის შეხვედრაზე "დაბოლილები" იყვნენ — რას პასუხობს ხვიჩია
პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ იქ გირჩის ლიდერები, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია "დაბოლილები" იყვნენ. მისი თქმით, ხვიჩია და მეგრელიშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში დაუპატიჟებლად მივიდნენ.
"ორივე დაბოლილი იყო დღეს მოსული და უნდოდათ, როგორც ყოველთვის, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ პისტოლეტით დასდევდა და დღეს მოიგონეს მეორე სისულელე. სინამდვილეში, სტენოგრამა იყო ასეთი: ჯერ ერთი, დაუპატიჟებლები მოვიდნენ, ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება. რის შემდეგაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ არა, ჯერ უნდა მოგვისმინოთო. ამაზე ვუპასუხე, რომ გამოდიხართ ტელევიზიაში და გვაბრალებთ მიშას თამაშს თამაშობთო, მაშინ აქ რატომ მოდიხართ-მეთქი? ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ აი, აღიარა მიშას თამაშს თამაშობენო და ამის შემდეგ მოუწიათ სხდომის დატოვება", — განაცხადა მან.
კუკავას იაგო ხვიჩია რუსთავი 2-ის ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ ამის "წამოძახება არასწორი" იყო, რადგან იქ ბევრთან, მათ შორის, კუკავასთან ერთადაც მოუწევია.
"ერთადაც მოგვიწევია, მაგ ხალხთან ერთად მარიხუანა, ბევრთან. კახა კუკავასთანაც, მე მგონი, მაგასთანაც მომიწევია. რა პრობლემაა, ახალგაზრდა ხალხი ვართ. ამის წამოძახება რაღაცნაირად არასწორია, მით უმეტეს, როცა ერთად გვაქვს მოწეული, ბოლოს და ბოლოს", — თქვა ხვიჩიამ.
დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 25 თებერვალსა და 31 მარტს თბილისსა და რეგიონებში აქცია-მსვლელობას გამართავენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გირჩის წევრებიც, თუმცა მეგრელიშვილმა და ხვიჩიამ სხდომა დასრულებამდე დატოვეს. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ იქ მყოფებმა ფაქტობრივად ერთხმად დაადასტურეს, რომ მიშას თამაშს თამაშობენ.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები