სინოდის 11 თებერვლის გადაწყვეტილებები და ქართველი თეოლოგების პასუხი
ფოტო: საპატრიარქო
ქართველი თოლოგები 11 თებერვალს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასუხს აქვეყნებენ. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მმართველი იერარქიები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ დაპირისპირებისა და მტრის ხატის შექმნას ამჯობინებენ.
"ამის ნათელ მაგალითად წარმოჩნდება სინოდის მიმდინარე წლის სხდომის განჩინება, რომლის მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის როგორც სახარებისეულ სულთან ასევე მის საფუძველზე შექმნილ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან. ქრისტიანული სარწმუნობეის სიმბოლოში ვკითხულობთ, რომ ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო. ეკლესიის კათოლიკურობა უპირველესად მასში ყოველი საეკლესიო სუბიექტისა თუ ერთობის (ერის კაცის, სამღვდელო დასის, ეპარქიის, წმინდა სინოდის) ჰარმონიულ თანაზიარებას გულისხმობს, რაც თავისმხრივ ეკლესიის თითოეულ წევრს ამ ერთიან სხეულზე და მისგან ღვთის სახარებისული სიტყვის სარწმუნოდ ქადაგებაზე ზრუნვას ავალდებულებს. ამიტომ, თავს მოვალედ ვთვლით, როგორც ჩვენ პატივცემულ სამღვდელოებას და ეკლესიის მრევლს ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას გავუზიაროთ განჩინების შემდეგი სახის საღვთისმეტყველო-კანონიკური შეფასება", — აცხადებენ თოლოგები.
თეოლოგების განცხადებით,დავით გარეჯის მონასტეერთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით სინოდი საკუთარი კომპეტენციის საზღვრებს არღვევს და სადავო ვითარების შესახებ დაუბალანსებელი ინფორმაციის საფუძველზე პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის განცხადებებს აკეთებს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ასევე ბრალდებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლებრივ მდგომარეობას.
განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ვაქცინაციის ამა თუ იმ სახეობაზე მსჯელობა სინოდის მხრიდან, ეკლესიის მხრიდან, რომელსაც მორწმუნეების ნდობა აქვს, მათი კომპეტენცია არაა.
"ქრისტიანობისათვის და ქრისტიანული ეკლესიისათვის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია, შესაბამისად აქ შემოდის უშუალოდ მედიცინისა და მეცნიერების კომპეტენცია, აქ ეკლესია არ უნდა შევიდეს კონფრონტაციაში და არ უნდა მოახდინოს მორწმუნეების დაბნევა. პირიქით მაგალითის მიმცემიც კი უნდა იყოს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის დაცვა-მოფრთხილების კუთხით. ამის კარგი მაგალითი აჩვენეს მსოფლიო პატრიარქმა, რომის პაპმა თუ სხვა მაღალმა იერარქებმა საჯაროდ აცრისას", — ამბობენ განცხადების ავტორები.
თეოლოგები აღნიშნავენ იმასაც, რომ სინოდის სხდომაზე მღვთელმთავრების ნიღბების გარეშე გამოცხადება, კიდევ ერთი მაგალითია საერთო პანდემიური მდგომარეობისა და შექმნილი კრიტიკული სიტუაციის იგნორირებისა.
მათივე თქმით, ბიბლლიური თავისუფლების შესახებ სინოდის მიერ მიღებული დადგენილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ეკლესიაში გავრცელებულ მცდარ ეკლესიოლოგიურ შეხედულებას სამღვდელო ხარისხსა და მისი მონაწილეობით აღსრულებულ საეკლესიო საიდუმლოებების არსის შესახებ.
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ბიბლიური საზოგადოება“ წარმოადგებს რელიგიურ ორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური საერო სამართლებრივი თვალსაზრისით და ის სრულებით არ ქადაგებს რაიმე სახის სარწმუნოებას, რომელიც ან თანხმობაში ან წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან. შესაბამისად, ის ახალგაზრდები, რომლებიც მასში მხოლოდ ჯარში გაწვევისაგან თავის ასარიდებლად არიან გაწევრიანებული, არ აღიარებენ მართლმადიდებლობისგან რაიმე სახით განსხვავებულ სარწმუნოებას და არც მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებულ რელიგიურ რიტუალებში იღებენ მონაწილეობას. ამიტომ, ისინი ვერ ჩაითვლებიან მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობისა და საეკლესიო საიდუმლეობების უარმყოფელებად", — ამბობენ განცხადების ავტორები.
თოლოგები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი სავალდებულო სამხედრო სამსახური თავისი ფორმითა თუ შინაარსით ახალგაზრდებში სამხედრო მომზადებისა თუ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას არ ემსახურება და ის დაკანონებულ ექსპლუატაციას, ადამიანთათვის ერთწლიანი მონაკვეთის ძალადობრივად წაგლეჯას წარმოადგენს.
"სპეციალურად ახალგაზრდებისათვის არსებობს საეკლესიო მსახურებები, შეხვედრები თუ რელიგიური ტიპის ბანაკები, უამრავი პასტორალური ინიციატივა, იქმნება მათთვის გასაგებ ენაზე წმინდა წერილი და მრავალფეროვანი რელიგიური ლიტერატურა, ხორციელდება უამრავი საეკლესიო ინიციატივა და ღონისძიება რათა საერთო ენა იპოვონ ახალგაზრა თაობებთან, მოუსმინონ მათ გამოწვევებს, წუხილსა თუ პრობლემებს. ამ დროს, ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ათასობით ახალგაზრდა შენივე წიაღიდან (საეკლესიო ერთობიდან) მოწყვიტო და საერთოდ სურვილი დაუკარგო მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნისა რამ უნდა გაიძულოს? რა გონებამ? რა საეკლესიო პოლიტიკამ? რა საღვთისმეტყველო არგუმენტმა? ყველამ ვიცით ბიბლიური თავისუფლების ეს მცდელობა, რომელიც მიმართული იყო ახალგაზრდების ერთწლიანი მონობისაგან დასახსნელად, ასეთ შემთხვევებში სწორედაც ქრისტიანული ეკლესია უნდა იყოს სახელმწიფოს (გინდ კერძო სექტორის) მხრიდან ადამიანების მისამართით მსგავსი ან სხვა შინაარსის მატარებელი ბოროტების წინააღმდეგი", — აცხადებენ ისინი.
თეოლოგები აცხადებენ, რომ მე-4 და მე-10 დებულებებში სინოდმა უხეშად დაარღვია როგორც სამღვდელო პირის თავისუფალი გამოხატვის უფლება ასევე ეპისკოპოსის კანონიკური დამოუკიდებლობა მის შიდა ეპარქიულ საქმიანობაში.
"არცერთი საეკლესიო კანონი არ უკრძალავს საერო ან სასულიერო პირს კრიტიკული აზრი გამოთქვას უმაღლესი იერარქების მიმართ. ეს თავისუფლება სათავეს იღებს ადამიანის როგორც ღვთის ხატად შექმნილის შესახებ დოგმატური სწავლებიდან", — აცხადებენ ისინი.
თეოლოგები აღნიშნავენ, რომ მამა ილია ჭიღლაძეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სასულიერო თუ საერო პირს, სრული უფლება და მოვალეობა აქვს გააკრიტიკოს იერარქთა საეკლესიო სწავლებისათვის და ქრისტიანული ზნეობისათვის შეუსაბამო ქმედები, ქადაგებები.
"უპირველეს საეკლესიო იერარქს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეპისკოპოსის შიდა ეპარქიულ საქმეებში, თუ ამ უკანასკნელის მოქმედების კანონიკურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ეპისკოპოსის მიერ მასზე დაქვემდებარებული სამღვდელო პირის კანონიკური დასჯა ან მისთვის „განტევების სიგელის“ ბოძება სხვა ეკლესიის იურისდიქციაში გადასასვლელად წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებას, როგორც ეს ტრულის კრების", — ამბობენ ისინი.
ავტორები:
- დოქტორი ზურა ჯაში (თეოლოგი);
- დოქტორი თამარ გოგუაძე (თეოლოგი);
- დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი (თეოლოგი);
- თეოლოგიის მაგისტრი გურამ ლურსმანაშვილი;
- ლიცენციატი მიხეილ ნებიერიძე (თეოლოგი);
- ლიცენციატი შოთა კინწურაშვილი (თეოლოგი).
სინოდის სხდომა 11 თებერვალს ჩატარდა. სხდომის განჩინება კი დღე-ნახევრის შემდეგ გამოაქვეყნეს. სხდომაზე 12 საკითხი განიხილეს, მათ შორის დავით გარეჯის, ვაქცინაციის, ბიბლიური თავისუფლებისა და მეუფე პეტრე ცაავას საკითხები.
გაიგე მეტი:
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
კომენტარები