The Weeknd-მა სუპერ ბოულზე ფოიერვერკებთან ერთად ცეცხლიც დაანთო
სუპერბოულის წლევანდელ ჰედლაინერს, The Weeknd-ს მოლოდინები არ გაუცრუებია. მან ფოიერვერკებთან ერთად ცეცხლოვანი შესრულებაც შემოგვთავაზა, სტადიონზე მისი მსგავსი მოცეკვავეებიც გამოიყვანა და 2011-დან 2020 წლამდე გამოსული სიმღერები შეასრულა.
2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის, After Hours-ის გამოსვლისას ხელოვანმა იმიჯი სრულად შეიცვალა და ახალი პერსონაჟიც შექმნა — წითელკოსტიუმიანი, სისხლიანი, სახვევებიანი შეშლილი, რომელსაც ბრჭყვიალა სამყაროში თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ მარტოა. სწორედ ამ კოსტიუმით გამოცხადდა უიქენდი სუპერ ბოულზეც.
ფლორიდაში, რეიმონდ ჯეიმსის სტადიონზე 15-წუთიანი შოუს გახსნისას პირველი რეფერენსი მისი სიმღერიდან, Call Out My Name, იყო, რომელიც გუნდმა იმღერა, მის დასრულებისთანავე სცენაზე თავად გამოვიდა და ყველასთვის ცნობილი Starboy შეასრულა.
ამის შემდეგ იყო ოქროსფერი, ლას-ვეგასის მსგავსი ინსტალაციები, რომელშიც მუსიკოსს ათობით მისი მსგავსი მოცეკვავე შეუერთდა. მათ სახეზე სახვევები ედოთ. მსგავსი ვიზუალი აბელ ტესფაიეს ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე ჰქონდა და მისი შინაარსი პლასტიკურ ქირურგიასა და მანქანის მართვისას სიფრთხილის გამოჩენას უკავშირდება.
სარკეებიან ინსტალაციებში ყოფნისას მუსიკოსმა 2015 წლის ჰიტი, Can’t Feel My Face შეასრულა, შემდეგ კი გადაუხურავ სივრცეში დაბრუნდა და ფოიერვერკების ფონზე 2016 წლის I Feel It Coming და 2020 წლის ჰიტი Save Your Tears იმღერა. სტადიონზე ნეონის განათებებით სილუეტირებული შენობები ჩანდა, რაც After Hours-ის მუსიკალური ვიდეოების ატმოსფეროს ქმნიდა. შესრულებულ ჰიტებს შორის იყო 2015 წლის სინგლი, Earned it, რომელიც მუსიკოსმა ფილმისთვის დაწერა.
სუპერ ბოულის ჰედლაინერებს შესრულებისას ხშირად გამოჰყავთ სხვა ცნობილი მუსიკოსებიც, თუმცა ამჯერად უიქენდი მთელ შოუს მარტო გაუძღვა და დაუვიწყარი სანახაობაც შექმნა. გამოსვლა 2020 წლის უდიდესი ჰიტით, Blinding Lights, დაასრულა.
მუსიკოსი 2022 წლის იანვარში ამერიკაში After Hours-ის მუსიკალურ ტურნეს იწყებს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე გადადებული ფესტივალებისა და კონცერტების შემდეგ, ეს ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ანონსია მსმენელისთვის.
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები