საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება.
"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი, ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს, მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება, შესაბამისად ჩვენ, ასევე, შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ერთ კვირაში, მომდევნო პერიოდში და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმ შემსუბუქების შედეგებს შევაფასებთ, რაც უკვე გაკეთდა 1 თებერვლიდან", — განაცხადა ცქიტიშვილმა.
მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა დააანონსა, რომელიც ორ ეტაპად: 8 და 15 თებერვლიდან დაიწყება. შეზღუდვები ისევ მხოლოდ სამუშაო დღეებში იხსნება და შაბათ-კვირას ძალაში რჩება. კერძოდ:
- ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები;
- ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები;
- 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება;
- 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.
შეზღუდვების თბილისში, რუსთავსა და ქუთაისსში მოიხსნა, რადგან სხვა ქალაქებში ტრანსპორტი და კვების ობიექტები უკვე ფუნქციონირებდა, სწავლა კი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა. რაც შეეხება ბაზრობებს მათი გახსნა 15 თებერვალს იყო დაანონსებული.
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, ერთი კვირის თავზე განხილული იქნება შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება.
"თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ აუცილებელი წესები დაციცვათ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების", — განაცხადა მან.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები