5-დღიანი მოგზაურობა საკუთარ თავში, ანუ შექმენი ცხოვრება, რომელიც გულით გინდა
ფეისბუქზე შენახულ 35-ე ონლაინ კურსს ვადა გაუვიდა. კიდევ ერთი ვიდეო დაამატე სავარჯიშო ფლეილისტში, რომელსაც არასდროს ნახავ. ნეტავ მერამდენე გამოუყენებელ აპლიკაციას იწერ მობილურში მაინდფულნესზე? წაუკითხავი წიგნების სია ახალშეძენილების პროპორციულად იზრდება. არადა, თითქოს საკუთარი ცხოვრების სადავეებს ჩაფრენილი ხარ, უბრალოდ რიტმს და მიმართულებას ვეღარ აკონტროლებ.
ეს ფრაზა ნამდვილად გაგონილი გექნება. ისიც გეცოდინება, რომ თუ შენივე გადაწყვეტილებებთან ჩასაღრმავებლად დროს არ გამონახავ, ვერასდროს გაიგებ რამდენი რამ შეგიძლია.
ჩვენს დროს, ფინანსურ თუ მენტალურ რესურსს უამრავ რამეზე ვხარჯავთ — სამსახურზე, მეგობრებზე, მშობლებზე, ოჯახის წევრებზე, თანამშრომლებზე, უცნობ ადამიანებზე, სხვების მიერ არჩეულ ფილმებზე და ა.შ.
საკუთარი თავის დასაჯილდოებლად კი არც თუ ბევრი რამ გვრჩება: სოციალური ქსელები, სერიალებისთვის გამოყოფილი რამდენიმე საათი, გემრიელი სასუსნავები და შაბათ-კვირას დილით ძილი.
საბოლოოდ კი — უკმარისობის განცდა, რომ იმაზე ნაკლებს თანხმდები, ვიდრე შეგიძლია.
კი მაგრამ, რატომ ხდება ასე? შენი ბრალია? სად დაუშვი შეცდომა?
ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ
რამდენ რამეს გასცემდი პასუხს, თუ გეცოდინებოდა, რომ შენი ბავშვობა დიდობაში გამოჩენილი თავსატეხებისა და დაბრკოლებების "გასაღებია"?
მაგალითად, სამსახურში დედლაინის მოსასწრებად ბოლო ღამეს ათენებ და ბავშვობისას კვირას ღამით შესრულებული საშინაო დავალება გახსენდება; ან იქნებ, ამდენს იმიტომ ზრუნავ სხვებზე, რომ ბავშვობაში მარტო იყავი და ახლა იმავე გრძნობების გამოვლის გეშინია? პრეზენტაციისას ენა თუ გებმის, ამის მიზეზი იქნებ იმაში იმალება, რომ პატარაობისას შენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ?! პასუხისმგებლობების მიუხედავად, სერიალებით თავს ირთობ და უცებ გახსენდება, რომ ისტორიაში თარიღების დაზეპირების ნაცვლად ჩუმად სამ მუშკეტერს კითხულობდი. პრობლემიდან მარტივ გამოსავალს ეძებ, რადგან ბავშვობაში საქმეების მიფუჩეჩების მიუხედავად, წარმატებას მაინც აღწევდი...
და მაინც, გენეტიკა თუ აღზრდა? რას მივაწეროთ გადაწყვეტილებები, რომლებითაც დიდობაში ჩვენს ყოველდღიურ გამოწვევებს ვუმკლავდებით? სინამდვილეში ზრდასრულობა იმ გამოცდილებების ნაზავია, რომელიც ოჯახიდან და სოციუმიდან შევისრუტეთ.
როგორ გარემოში იზრდებოდი 7 წლის ასაკში? რას აკეთებდი იმისთვის, რომ დიდების თუ თანატოლების მოწონება დაგემსახურებინა? რაში ხედავდი საფრთხეს? ახლა რისი გეშინია?
შეიძლება დიდობაში ბედნიერი ცხოვრების რეცეპტი არ არსებობდეს, მაგრამ ფსიქოლოგიური კვლევები მიუთითებენ, რომ ჩვენი წარმატების გასაღები მართლაც ბავშვობაში შეიძლება იმალებოდეს.
5-დღიანი მოგზაურობა საკუთარ თავში, რომელიც ახალ ჰორიზონტს დაგანახებს
რას იზამდი, რომ იცოდე, რომ 5 დღეში შეგიძლია ძალიან დიდ ლაბირინთში გაიარო, ამ მოგზაურობაში შენი თავი ახალი მხრიდან დაინახო, ჩაუღრმავდე შენს ბავშვობას, ამოიცნო შენი გადაწყვეტილებების მიზეზები, მიხვდე, რატომ იყო შენი ცხოვრება ასეთი და ბოლოს, გაიგო, ახლა რა გინდა? ან როგორ იცხოვრო ისე, როგორც გინდა?
InsideMySelf [მოგზაურობა საკუთარ თავში] — ასე ჰქვია ლეო ინსტიტუტის 5-დღიან სემინარს, სადაც ახალ გზას იპოვი შენი ცხოვრების შესაქმნელად. ამ დღეების განმავლობაში, ლეო ინსტიტუტის ქოუჩები, უნიკალური მეთოდოლოგიის საშუალებით, გეხმარებიან ჩაუღრმავდე საკუთარ თავს და გააცნობიერო, რომ შენ მიერ შექმნილი რეალობა შენივე ფიქრების შედეგია.
ამის შემდეგ კი სემინარის მონაწილეები უკვე მზად არიან ხოლმე წარმოიდგინონ ის ცხოვრება, რომელიც მათ გულით უნდათ და, რაც მთავარია, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავთან ამ ცხოვრების შექმნაზე.
"კიდევ უფრო მეტად რომ გავამარტივოთ, სემინარის გავლის შემდეგ ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ მათი ცხოვრება უფრო მარტივი და ხალისიანი გახდა".
მეთოდოლოგია მთლიანად ღია კითხვებისა და დისკუსიების გარშემოა აწყობილი. ეს მიდგომა ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და შესაძლებლობების დანახვაში ეხმარებათ.
"გავაცნობიერო და განვასხვავო, რა არის ჩემი მოგონილი სამყარო, რითი ვამცირებ და ვაპატარავებ ჩემს თავს, ან ვზღუდავ და რა არის იმის იქით, რა არის შესაძლებელი, ჩემთვის ესაა [ეს სემინარი]", — ამბობს ნიკო ქინქლაძე, ლეო ინსტიტუტის ერთ-ერთი ქოუჩი.
სემინარების დროს შენი ბავშვობიდან ისეთ რამეებს გაიხსენებ, რაც არც კი იცოდი, რომ შენს ფსიქიკაში იმალებოდა და შენს განვლილ გზას წნიდა. ეს პატარ-პატარა მიგნებები უეცრად დიდი მოვლენების გასაღებად იქცევა და თვალებს აგიხელს.
და მართლაც, თუ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაცნობაზე უარს იტყვი, ბედნიერებისთვის ალბათ ერთი ცხოვრება არ გეყოფა, ამიტომ დარეგისტრირდი კურსზე, რომელიც 17 – 21 მარტს იმართება და იმოგზაურე საკუთარ თავში.
კომენტარები