შესაძლოა, სულ მალე ვესტეროსის სამყარო ანიმაციურად გაცოცხლებული ვიხილოთ.

Variety-ის ცნობით, ახალი სტრიმინგ სერვისი HBO Max აგრძელებს ამბიციურ პროექტებზე მუშაობას და აპირებს, რომ საკულტო სერიალის Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები) მიხედვით ანიმაციური სერიალი გადაიღოს.

ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით თავად კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და ასევე უცხოური გამოცემებისთვისაც უცნობია, თუ კონკრეტულად როგორი იქნება ამ სერიალის სიუჟეტური ხაზი და ვინ იმუშავებს სცენარზე: ჯერ მხოლოდ წარმოების ადრეული პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ასევე სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ HBO სამეფო კარის თამაშების სამყაროზე ახალ სერიალს გადაიღებს, რომელიც პირვანდელ სერიალში ასახულ მოვლენებამდე 90 წლით ადრე განვითარებულ ისტორიას შეეხება.

ერთგულმა ფანებმა იციან ისიც, რომ ამავდროულად უკვე აქტიურად მიმდინარეობს House Of The Dragon-ზე მუშაობა და სავარაუდოდ, დეინერისის წინაპრების, ტარგარიენების საგვარეულოს წარმომადგენლების ცხოვრების შესახებ ცეცხლოვან (დრაკონების მონაწილეობით) ისტორიებს 2022 წელს ვიხილავთ.