ამ შვიდმა ბავშვმა დეზინფორმაციაზე ბევრ უფროსზე მეტი იცის — ვიდეო
დეზინფორმაცია — ამ საკითხზე უამრავს ვსაუბრობთ, ვწერთ და ვმსჯელობთ მოზრდილები.
პატარები სულ ამ საუბრების მიღმა რჩებიან, თუმცა ყველაფერს ისმენენ, იაზრებენ და, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ უფროსზე უკეთაც ხვდებიან, როგორ გაარჩიონ ტყუილი და მართალი, როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია და ყალბი ამბავი.
On.ge-მ შვიდ ბავშვს დაუსვა კითხვები, რომლებსაც ხშირად მათი მშობლებიც ვერ პასუხობენ: რა არის დეზინფორმაცია, როგორ და რატომ ავრცელებენ მას და როგორ იქცევიან თავად, როცა საეჭვო ინფორმაციას წააწყდებიან ხოლმე.
ვიდეოს პირველივე ღიმილისმომგვრელი ფრაზა 9 წლის მაშოს ეკუთვნის: "დეზინფორმაცია ესაა დეზინფექციის ინფორმაცია." გასაკვირიც არაა, მაშოს პირველივე ასოციაცია დეზინფორმაციასთან დეზინფექცია და, შესაბამისად, კორონავირუსი რომ იყო: მოგვიანებით 13 წლის კესოც აღნიშნავს პანდემიის გარშემო გავრცელებულ დეზინფორმაციას და მის მავნებლობას.
11 წლის ვილიამი საინტერესო პარალელს ავლებს: "დეზინფორმაცია ხალხური ლექსივითაა, არ ვიცით, ვინ დაიწყო, არ ვიცით, საიდან დაიწყო, რატომ დაიწყო, რატომ მოიგონა." 8 წლის კატო კი დარწმუნებულია, რომ დეზინფორმაცია ტექნიკით, მაგალითად, ლეპტოპით ვრცელდება. კატო არ ცდება - მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ყალბ ამბებს მუდამ ქმნიდნენ და ავრცელებდნენ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად ამ ამბების გავრცელების მასშტაბი და გავლენა ბევრად გაიზარდა.
13 წლის ჯონის აზრით დეზინფორმაციას ხალხის დასაპანიკებლად და ყურადღების მისაქცევად ავრცელებენ. 13 წლის თაკოს ჩემი ცოლის დაქალების პერსონაჟი, ელვირი ახსენდება.
13 წლის ომარი თვლის, რომ დეზინფორმაციას ჰაკერები ავრცელებენ ხოლმე, იმის სასარგებლოდ, ვინც ფულს იხდის. ის ყოველთვის ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც ხვდება სოციალური ქსელების საშუალებით, იმიტომ, რომ ესმის, შეიძლება სწორედ ფეისბუქზე ერთი შეხედვით უწყინარად გაზიარებული სტატია იყოს ყალბი ამბების შემცველი.
ფოტო: On.ge
ფოტო: On.ge
8 წლის კატოს იოლად ვერ გააცურებთ: მან ინტერნეტში ქალთევზას ვიდეო თავისი თვალით ნახა, თუმცა იცის, რომ ქალთევზები არ არსებობენ, ამიტომ არც დაუჯერებია. 11 წლის ვილიამი კი "ადვილ ხერხს" გვასწავლის: "მე ასე ვიქცევი, არ ვიჯერებ არანაირ ინფორმაციას ფეისბუქზე."
იხილე ვიდეო სრულად: კესო, მაშო, ვილიამი, თაკო, კატო, ჯონი და ომარი გვიყვებიან, რა იციან დეზინფორმაციაზე.
მასალა მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები