გიორგი ვაშაძე განმარტავს, რა სახის კომუნიკაცია ჰქონდა გირჩთან და რატომ თქვა უარი ინდივიდუალურ შეხვედრაზე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე განმარტავს, რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა გირჩის ლიდერებთან, ინდივიდუალურ შეხვედრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიიღო წერილი ვახო მეგრელიშვილისგან, რომ შეხვედრა სურდათ და ამას დათანხმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გირჩის წევრებმა ტელევიზიაში ისაუბრეს ამ შეხვედრაზე და საზოგადოებას არასწორი მოლოდინები გაუჩნდა, მან უარი თქვა.
"მე მინდა ერთი რამ ვთქვა — შეხვედრას არასდროს პრობლემა არ ედგა წინ, ვახოს მოუწერია ჩემთვის და შევხედრილვართ.
ასე იყო, მარტივად რომ ვთქვათ: მომწერა როდის ჩამოდიხარ, შევხვდეთ. კი ბატონო, თქვენც რომ მომწეროთ და ვინც არ უნდა მომწეროს, რა პრობლემაა ამ შეხვედრის. მაგრამ ტელევიზიებით ფორმატს რომ მიგეგმავ, პომპეზურობას სძენ რომ ტელევიზიით უნდა მოვიდე, შემდეგი რაუნდი შეხვედრის არის გიორგი ვაშაძესთან... მოდი, გულწრფელად ვთქვთ, ძალიან ბევრმა ეს აღიქვა, რომ აი, ვსიო... ვიღაცეები მწერდნენ, გიორგი ე.ი. შედიხარ პარლამენტში... ასეთი აღქმა იყო ახლა, თქვენ კარგად მოგეხსნებათ რას ნიშნავს ასეთი ტიპის საუბრები და შეხვედრები.
ამაზე ვთქვი მე უარი და ვთქვი, რომ მაშინ საერთო ფორმატში განვიხილოთ ყველაფერი. მე იმედი მქვს, რომ ეს ხალხი დაასრულებს უაზრო საუბარს", — განაცხადა მან.
რამდენიმე დღის წინ პარტია მოქალაქეებმა და გირჩმა წარადგინეს ერთობლივი იდეა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები განხილული იყოს, როგორც პლებისციტი და თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მათ სურდათ, ეს ინიციატივა ოპოზიციასთან ინდივიდუალურად განეხილათ და შემდეგ მმართველი გუნდისთვის წარედგინათ.
მას შემდეგ, რაც გირჩმა განაცხადა, რომ შეხვედრები იყო დაგეგმილი, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უარი თქვა ინდივიდუალურ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა იყოს განხილული საერთო ფორმატში. იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ვაშაძის საჯარო უარი, რადგან მასთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.
"გიორგი ვაშაძეს, ჩემი აზრით, თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა. სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა", — განაცხადა ხვიჩიამ.
დღეს, 22 იანვარს გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ მას სურს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ისაუბროს იმაზე, ჰქონდათ თუ არა მათ პარტიებს კომუნიკაცია ცალკე მოლაპარაკებებზე.
"გიორგის შემთხვევაში, ძალიან მინდა, რომ ჩემ წინ იჯდეს, თვალებში ერთმანეთს ვუყურებდეთ და გავარჩიოთ ეს საკითხი, თუ ჩვენ მართლა გვაინტერესებს, ვინ ვისთან იყო შეთანხმებული. მე სიამოვნებით ყველას დაველაპარაკები, გიორგისაც მინდა დაველაპარაკო. არ მინდა, რომ რამე კითხვა დარჩეს. თუ გიორგი ამტკიცებს, რომ რამე სათანადო კომუნიკაცია არ იყო ჩვენ შორის, ერთად გავარჩიოთ ეს საკითხი, არ არის პრობლემა", — განაცხადა რაქვიაშვილმა.
სწორედ ამ განცხადებებს გამოეხმაურა ვაშაძე.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები