მთელი ამ ხნის მანძილზე, ადვოკატებს ივერი მელაშვილთან პირისპირ საუბრის საშუალება არ გვქონია — მშვენიერაძე
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ გამოძიების განმავლობაში მას საკუთარ კლიენტთან პირისპირ კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონია. TV პირველის ეთერში მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ითხოვს, ადვოკატებს ივერი მელაშვილთან პირისპირ შეხვედრის უფლება მისცენ, რათა ერთად გამოიკვლიონ მტკიცებულებები დაცვის მხარის პოზიციის ფორმულირებისთვის.
"ჩვენ მზად ვართ გავიკეთოთ ტესტები, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი მოხდილი მაქვს მე თავად, კიდევ ერთხელ გავიტესტო და მივიდე. აღვიჭურვოთ სრულად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ოღონდ, არა ტელეფონით, როგორც გვასაუბრებენ, არამედ მასთან ერთად დაგვსვან მაგიდასთან და მოგვცენ საშუალება გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები პოზიციის ფორმირებისთვის. ჩვენ ამის საშუალება დღემდე არ გვქონია. ივერი მელაშვილთან პირისპირ არ გვისაუბრია, ადვოკატებს, მთელი ამ ხნის მანძილზე", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მშვენიერაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ციხეში შესვლა ადვოკატებმა ვერც პროკურატურის მიერ ფარული ჩანაწერების გასაჯაროების დღეს მოახერხეს და შესაძლოა ვერც მომდევნო დღეს, 22 იანვარს მოახერხონ. ამის მიზეზად ადვოკატი ასახელებს იმას, რომ 21 იანვარს გასაჯაროებული მტკიცებულებების შესწავლას დრო სჭირდება.
მშვენიერაძე ფიქრობს, რომ პროკურატურამ დიდი მოცულობის მტკიცებულებები, რომლებიც მათივე თქმით, გასული წლის 28 სექტემბერს მოიპოვეს, 21 იანვარს მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროეს, რომ დაცვის მხარის ადვოკატებს ვერ მოესწროთ მათი სათანადოდ შესწავლა.
"ეს მტკიცებულებები გამოძიებას ჰქონდა მთელი ოთხი თვის მანძილზე და ერთადერთი მიზანი, რატომაც ეს მტკიცებულებები არ გადმოგვცა მხარეს და გამოიყენა ე.წ. მტკიცებულებათა ნაწილის გასაიდუმლოების მექანიზმი, არ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ გამოძიება უკეთ წარიმართებოდა თუ ეს მტკიცებულებები არ იქნებოდა, პირიქით, მისი მიზანი იყო, რომ ბოლოსთვის შემოენახათ დიდი მოცულობით მტკიცებულება, გადმოეცათ ჩვენთვის გამოძიების დასრულების ბოლო დღეს, რომ მასთან მიმართებაში რაიმე ექსპერტიზების დანიშვნა ვერ მოგვეხერხებინა ფიზიკურად, ან სათანადო პოზიციონირება ვერ მოგვეხერხებინა გამოძიების დასრულების ბოლო დღეს", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
კითხვა იმის შესახებ, რატომ არ ასაჯაროებდა პროკურატურა ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს აქამდე, დღეს ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემაც დასვა.
21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.
გაიგეთ მეტი:
- მელაშვილის კაბინეტში დამონტაჟებული ჩამწერით დადგინდა, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ — POG
- ჰგავს ავანტიურას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს დააზიანებს — ბიწაზე კარტოგრაფების საქმეზე
- თუ ჩანაწერი სექტემბერში ჰქონდათ, დეკემბერში სასამართლო რატომ გადადეს? — მელაშვილის ცოლი
- ზოგიერთი სპეციფიური ტერმინის იგნორირებით პროკურატურა ცდილობს მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერის შინაარსი — მშვენიერაძე
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები