"ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში" — ვაშაძე გირჩსა და მოქალაქეებს ინდივიდუალურ ფორმატში არ შეხვდება
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გირჩთან და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს არ გამართავს.
"ეს შეხვედრა არ იქნება. ერთი მხრივ, თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილულ უნდა იყოს საერთო ფორმატში", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ვაშაძე გამოეხმაურა თავად იმ იდეასაც, რისი განხილვაც გირჩსა და მოქალაქეებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე სურთ. ამ წინადადების მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განხილული უნდა იყოს, როგორც პლებისციტი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით — თუ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უკვე ბევრი ალტერნატივა შესთავაზა ხელისუფლებას და ახლა ჯერი ქართულ ოცნებაზეა.
"ჩვენ მივედით ხელახალი არჩევნებით; მერე წავედით არა ხელახალ, არამედ რიგგარეშე არჩევნებზე; რიგგარეშე არჩევნების ალტერნატივად ვთქვით კიდევ პლებისციტი; ვთქვით თარიღები, რომ გაზაფხული კი არა შემოდგომა. ასე მოლაპარაკებები არასდროს არ იმართება, პირდაპირ მინდა ვთქვა და არ არასდროს ასე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ბარემ, ყოველ ჯერზე ჩვენ თვითონ ვთქვათ, რომ ახლა ამისთვის ვართ მზად, ახლა იმისთვის ვართ მზად, ახლა ამას შევცვლი, ახლა იმას შევცვლი", — ამბობს გიორგი ვაშაძე.
14 იანვარს, გირჩსა და მოქალაქეებს შორის ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა. სწორედ ეს ორი პარტია განიხილავს აქტიურად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად განხილვის შესახებ. ისინი აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს სხვა პარტიებთანაც გამართავდნენ.
გაიგეთ მეტი:
- ალბათობა, რომ "ოცნება" ამაზე წამოვიდეს ნულის ტოლია — ჯაფარიძე გირჩისა და მოქალაქების იდეაზე
- პლებისტიცი არის პლებისციტი და არჩევნები არის არჩევნები — უდუმაშვილი გირჩისა და მოქალაქეების იდეაზე
- პლებისციტის გარდა, ყველაფერი სხვა არის მოგონილი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის — ბოკერია
- "თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მოიგებს, ეს იყოს პლებისციტი" — მოქალაქეები გირჩთან კონსულტაციას მართავს
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები