ტესტი: რამდენად უსირცხვილო ტროლი ხარ?
გამარჯობა, ერთგულო მკითხველო. დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ერთად გრძელი გზა გავიარეთ და უკვე არაერთი ფორმით შეგამზდეთ იმისთვის, რომ ტროლებს, ბოტებს, შეთქმულების თეორეტიკოსებს დაუპირისპირდე და არ მოტყუვდე. თუმცა არის კიდევ ერთი ეტაპი იმისთვის, რომ ამ შერკინებაში უპირობო გამარჯვებული გამოხვიდე — შეიცანი მტერი შენი.
იმისთვის, რომ მარტივად შეამჩნიო ყალბი ამბები, უნდა იცოდე, როგორ იქმნება ისინი. შეავსე ჩვენი ქვიზი, მოირგე დეზინფორმატორის როლი, გაიგე რამდენად უსირცხვილო ტროლი ხარ და შეისწავლე მოწინააღმდეგის ტაქტიკა.
გაფრთხილება: იმისთვის რომ სიცრუის იმპერია ააშენო, სინდისის ქენჯნა დროებით უნდა გადადო
კარგი, მაშინ დავიწყოთ: სამსახურში საქმე გააფუჭე და უფროსი გაბრაზებულია. რას იზამ მისი ყურადღების გადასატანად?
შენი კლასელი ლიკა ლიკა, რომელიც არასდროს მოგწონდა, ფეისბუქზე ძალიან პოპულარულია. რას იზამ, რომ აჯობო?
დროა, საქმე გავართულოთ: წარმატებას ვერაფერში მიაღწიე, მაგრამ კანში ვერ ეტევი და თავის გამოჩენა გინდა. ჩამოთვლილთაგან, რომელ გზას მიმართავ?
- რახან მთელი დღე სახლში ვარ, რომელიმე მედიის ყალბ გვერდს შევქმნი და აბსურდულ სტატიებს დავწერ, ხალხს მოვიზიდავ და მასების მართვით გავერთობი
- რამე სისულელეს მოვქექავ მასონებზე, შევალამაზებ, დავპოსტავ და ხალხს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. ვგიჟდები, როცა ხალხს ჭკვიანი ვგონივარ
- გავაგრძელებ ლაპარაკს იმაზე, რომ უვარგის ქვეყანაში ვცხოვრობთ და უვარგისი მთავრობა, ოპოზიციით მომავალს მინგრევს
- რამე სხვა ვარიანტიც შემოგეთავაზებინა, ამათგან მხოლოდ მეორე მგონია რეალური
ვიღაც ბექა ჩოხოსანი ფეისბუქზე პოპულარობას იხვეჭს სხვების დისკრედიტაციით და ტყუილებით. ამაზე რას ფიქრობ?
გამოცემა სუბიექტივზე შეგხვდა სტატია, რომ კორონავირუსის რუსული აცრა კიბოსაც ამარცხებს, რას იზამ?
- სუბიექტივს და რუსულ აცრას ჩემი მტერი ენდო
- მოიცა, ამას სუბიექტივზე რა უნდა, ალტმედიაზე უნდა დამეწერა. მგონი, ტროლები და ცრუმედიები ამერია
- ადანდალი-დანდალში გავაზიარებ. ჩემი ჯგუფია, ბევრი ხალხი მყავს და ყველა სულელია, მარტივად დაიჯერებენ
- თენგიზ ცერცვაძეს ფეისბუქი ჯერ არ აქვს, ამიტომ მისი სახელით დავრეგისტრირდები და ამას გავაზიარებ, ყველა დამიჯერებს
ახალ ეტაპზე გადასვლის დროა: შიდა ამბებზე საკმარისად იჯუჯღუნე და სახელი მოიხვეჭე, საზღვრებს უნდა გასცდე. რას იზამ?
- ყარაბაღის ამბავი ჯერ ცხელია, ამაზე გავავრცელებ ყალბ ფოტოებს, თითქოს ჩვენ სომხეთს იარაღით ვამარაგებთ
- ნაცნობ ჟურნალისტ მივწერ მართალპრესზე, რომ ევროკავშირმა ჩვენი წილი ვაქცინები ნიკარაგუას გადასცა. დანარჩენს თვითონ იზამს
- ჯეიმს აპატურაის ფეისბუქი გინახავთ? არ აქვს, ამიტომ მე გავაკეთებ და დავპოსტავ, რომ საქართველოს NATO არ ეღირსება
- ეს უკვე მეტისმეტია, საგარეო ურთიერთობებში განხეთქილებას ვერ შევიტან
შენი ნათესავი ნანული დეიდა აზიარებს შენივე ყალბ სტატიას, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ნიორის და ქოქოსის შოკმანჟე კარგია. რა რეაქცია გაქვს?
- სასწრაფოდ ვურეკავ და ვეუბნები, რომ სტატიაში შეცდომაა, იმის თქმა არ მაწყობს, რომ ყალბი გვერდია
- ანკა ანკას ფეისბუქს შევქმნი, დავაწერ რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ავუხსნი, რომ მის ასაკში ეს შოკმანჟე შედეგიანი არაა
- დავსქრინავ და ახალ სტატიას დავწერ: "სასწრაფოდ, როგორ დაძლია კორონავირუსი 67 წლის ნანულიმ, საოცარი რეცეპტი"
თითქმის ყველა სფერო მოვიცავით, ახლა წარსულში ქექვის და ისტორიის გადაწერის დროა. ვის აირჩევ სამიზნედ და როგორ?
- მარტივია, თურქეთს — დავწერ, რომ ტაო-კლარჯეთიც საქართველოა და ერდოღანმა ახალი რუკები დაამტკიცა, სადაც აჭარა მათი ნაწილია
- "გეორგიევსკის ტრაქტატის უცნობი მუხლები მეცნიერებმა ალავერდში იპოვეს. ნახეთ, რა პუქნტები არ შეასრულა საქართველომ" — ჰა, როგორია?
- "ფოტოები ძველებრძნული არქივიდან — არგონავტების ჩამოყვანილი ბებიები ქართველ ქალებს უვლიდნენ" — ამას დავწერ და პოსტზე მივაწერ: სადამდე მიგვიყვანა გლობალიზაციამ
- უკვე დანებება მინდა, მაგრამ ერთხელაც ვცდი: თამარ მეფის საფლავი ვიპოვე
ფინალურ რაუნდში ხარ, სახელი უკვე მოიხვეჭე, ამიტომ წინაპირობას აღარ გიყენებთ. აირჩიე ვარიანტი, რომელიც შენს განწყობას ასახავს:
ააშენე სიცრუის იმპერია — ასე ჰქვია On.ge-ის ახალ ონლაინ თამაშს, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში უჩვენებს მოთამაშეს, როგორ მოქმედებენ ყალბი ამბების შემქმნელები ჩვენი გონებისა თუ ემოციების სამართავად. სცადე შენც.
ქვიზი მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები