კენწერო — ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც სწავლა ძირიდანვე ტკბილია
ალბათ ხშირად გაგიგია გამოთქმა: "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების". შეიძლება გიწუწუნია კიდეც: რატომ არ შეიძლება სწავლის ძირიც ტკბილი იყოს და კენწეროც? საბედნიეროდ, უკვე არსებობს ადგილი ქართულ ინტერნეტსივრცეში, სადაც სწავლა ძირიდანვე ტკბილია, ყველასთვის ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, სრულიად უფასო — კენწერო.
პანდემიამ მთელი მსოფლიოს ჩვეული ცხოვრება თავდაყირა დააყენა. უამრავ ადამიანს და აბსოლუტურად ყველა კომპანიას მოუწია თამაშის ახალ წესებს მორგებოდა და მაქსიმალურად გადართულიყო ონლაინ მუშაობაზე.
უდიდესი ცვლილებები მოხდა განათლების სფეროშიც. თუ აქამდე "კომპიუტერის გაკვეთილი" მხოლოდ კვირაში ერთხელ ტარდებოდა, 2020 წლიდან სკოლის ყველა გაკვეთილი და უნივერსიტეტის თითოეული ლექცია "კომპიუტერის გაკვეთილად" იქცა. ყველამ გააცნობიერა ონლაინ სწავლების მნიშვნელობა და, ამასთან ერთად, ქართულენოვანი რესურსების სიმწირე, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების კუთხით. აღმოჩნდა, რომ ქართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმები თითზეჩამოსათვლელიც არ არის, სწავლას მოწყურებული თაობა კი მხოლოდ უცხო ენაზე თუ ახერხებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას. უცხო ენა კი პრივილეგია უფროა, ვიდრე ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ცოდნა.
სწორედ ამიტომ შეიქმნა კენწერო, ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმა - ადგილი, სადაც სწავლა ძალიან ტკბილია. პლატფორმა სრულიად უფასოა და და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკისთვის. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები სერთიფიკატსაც მიიღებენ.
როგორ მუშაობს კენწერო?
რესურსების სანახავად პირველი ნაბიჯი საიტზე რეგისტრაციაა, რის შემდეგაც შესაძლებელია სასურველი კურსის არჩევა და მისი გავლა. დარეგისტრირებულს პლატფორმა ქვიზების გავლას სთავაზობს, რისი მიზანიც არსებული და შეძენილი ცოდნის შემოწმებაა.
თითოეული სკოლა და კურსი დეტალურადაა აღწერილი, რაც საიტის სტუმარს ეხმარება ზუსტად ამოიცნოს მისთვის საინტერესო თემები და შეუდგეს კენწეროს გზას.
რისი სწავლა შემიძლია აქ?
კენწეროში მიმდინარე ეტაპზე 2 სკოლა დაგხვდება: დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობის სკოლა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა. ერთი შეხედვით რთულად ჟღერს, არა? სინამდვილეში კენწერო რთული რაღაცების მარტივად სასწავლადაა შექმნილი. ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები თავიანთი ცოდნას ვიდეოების ფორმატით, გასაგები და მეგობრული ენით უზიარებენ ვებგვერდის სტუმრებს.
დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობის სკოლა
დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობის სკოლას ოთხი მიმართულება აქვს. პირველი — ადამიანთა უფლებებია. იცოდი რომ შენი, როგორც ადამიანის, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა განათლების მიღების უფლება? ამ უფლების რეალიზებაში ეს მიმართულება დაგეხმარება და სხვა საჭირო უფლებებზეც მოგცემს ინფორმაციას.
სკოლის შემდეგი მიმართულება არჩევნებს ეხება. არჩევანს ყოველდღიურად ვაკეთებთ, ზოგი მნიშვნელოვანია, ზოგი ნაკლებად. ახლაც უნდა აირჩიო გაივლი თუ არა ამ კურსს, სადაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანზე გაიგებ მეტს.
დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობის სკოლის მესამე მიმართულება კარგი მმართველობაა. ყველაფერი რასაც სახელში კარგი ურევია შეიძლება კარგი არ იყოს და პირიქით, მაგრამ კენწეროში კარგ მმართველობას მართლაც კარგად, მარტივად და საინტერესოდ ისწავლი.
სკოლის მეოთხე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება დემოკრატიაა. დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას ნიშნავს, კენწერო ქართული სიტყვაა და ხის ან მთის წვერის აღსანიშნავად გამოიყენებენ. ერთი შეხედვით, ამ ორ სიტყვას შორის კავშირი არ არის, მაგრამ ეს მიმართულება, რომელსაც დემოკრატია ჰქვია, კენწეროზე ასვლაში დაგეხმარება.
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა
საერთაშორისო ურთიერთობის სკოლას 5 მიმართულება აქვს. სკოლა კიბერუსაფრთხოების შესწავლით იწყება. თუ არ გინდა შენი ინტერნეტ ბანკი ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალივით დაჰაკონ, შენი პერსონალური ინფორმაცია შენთვის მნიშვნელოვანია ან უბრალოდ გინდა საკითხზე მეტი იცოდე, ეს მიმართულება შენთვის ყოფილა.
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სპეციალიზებული მიმართულება, ბუნებრივია, კონკრეტულად საერთაშორისო ურთიერთობებიცაა. ამ მიმართულებაში უამრავ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიიღებ სახელმწიფო პოლიტიკაზე, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე და ისტორიაზე.
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა კი გადაჯაჭვულია ორ საკითხთან, სკოლის შემდეგ ორ მიმართულებასთან: საქართველო და ევროკავშირი და, არანაკლებ მნიშვნელოვანი, საქართველო და ნატო. ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა რეალურად ცოტამ იცის, რატომ არის ეს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი გზა. ამ მიმართულებებით ბევრად უფრო გაიფართოვებ თვალსაწიერს და იმედი გვაქვს, უფრო იოლად და სწრაფად აითვისებ თემას, ვიდრე საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა.
ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილი საგარეო პოლიტიკაა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა. გაინტერესებს როგორი საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს? Რა პროექტებში იღებს მონაწილეობას და როგორი კავშირები აქვს? ამ მიმართულებაში გამოცდილი სპიკერები სწრაფად და მარტივად გაგაცნობენ საკითხის შინაარსს.
კიდევ რისი სწავლა შემიძლია კენწეროზე?
კენწეროზე ახალი სკოლების დამატება ეტაპობრივად იგეგმება. მაგალითად, უახლოეს მომავალში აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერობის სკოლას შეგიძლია ჩაუჯდე. მთავარი მხოლოდ სწავლის წყურვილია. თვალი ადევნე კენწეროს ვებგვერდსა და Facebook გვერდს.
ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა "კენწერო" განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საგანმანათლებლო პლატფორმა "კენწეროს" მხარდამჭერები არიან: კანადის საელჩო, CLFI და NED. პარტნიორები კი: საჯარო ბიბლიოთეკა, ფორბს ჯორჯია, ბიემჯი, დემოკრატიის ლაბორატორია, სექტორი 3.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები