არავის მოვუწოდებ, რა გააკეთოს — გრეტა თუნბერგი
მე-18 დაბადების დღის აღსანიშნავად მიცემულ ინტერვიუში შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა აღნიშნა, რომ იგი ახალ ტანსაცმელს აღარ ყიდულობს, თუმცა ვერ განსჯის მათ, ვინც, მისგან განსხვავებით, მსგავს გადაწყვეტილებებს არ იღებს და თავისი ცხოვრების სტილით მაინცდამაინც არ რგებს გარემოს.
თუნბერგმა, რომელმაც კლიმატის აქტივისტთა მასშტაბურ მოძრაობას საფუძველი დამოუკიდებლად ჩაუყარა 2018 წელს, რამდენიმე წლის წინ ფრენაზეც უარი თქვა და მის ნაცვლად იალქნიანი ნავით გადაადგილდება. იგი ასევე ვეგანია და უარი თქვა "რაღაცების" მოხმარებაზე.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმ ცნობილ ადამიანებზე, ვინც კლიმატის კრიზისზე იტყობინებიან, თუმცა, იმავდროულად, თვითმფრინავით მგზავრობენ, თუნბერგმა მათ გაკრიტიკებაზე უარი თქვა, თუმცა დასძინა, რომ სხვები, შესაძლოა, ასეც მოიქცნენ.
"ეს არ მაინტერესებს", — ამბობს თუნბერგი, — "არავის მოვუწოდებ, რა გააკეთოს, თუმცა, როცა ამის შესახებ ხმას იმაღლებ და თავად არ იქცევი ისე, როგორც სხვებს მოუწოდებ, მაშინ ამისთვის გაგაკრიტიკებენ და შენს ნათქვამს სერიოზულად არ მიიღებენ".
ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად გრძელ დისტანციაზე განხორციელებულ ფრენებზე უარის თქმა ერთ-ერთი გამოსავალია, რომელიც თითოეულ ადამიანს შეუძლია, გააკეთოს, თუმცა კვლევების მიხედვით, პიროვნების ქმედებებიდან ყველაზე სასიკეთო გავლენა გარემოზე შვილების გაჩენაზე უარის თქმას ექნება. მიუხედავად ამისა, გრეტა თუნბერგი გამრავლების წინააღმდეგი არაა.
"არ მგონია, რომ შვილების გაჩენა ეგოისტური ქმედებაა", — ამბობს იგი, — "პრობლემა ხალხი კი არა, ჩვენი ქცევაა".
მიუხედავად იმისა, რომ თუნბერგის ცხოვრების სტილი დიდად განსხვავდება დასავლეთში მცხოვრები მოზარდების ყოველდღიურობისგან, კლიმატის ახალგაზრდა აქტივისტს არ ჰგონია, რომ რამეს აკლდება.
"ყველაზე საშინელი სცენარი ალბათ ის არის, რომ მეორადი ტანსაცმელი ვიყიდო, თუმცა ახალი სამოსი არ მჭირდება. ვიცნობ ადამიანებს, ვისაც სამოსი აქვს და შემიძლია, ვთხოვო, თუ შეუძლიათ ის ტანსაცმელი მათხოვონ, რომელიც აღარ სჭირდებათ. ტაილანდში გადაფრენა ბედნიერებისათვის არ მჭირდება. არასაჭირო ტანსაცმლის ყიდვა არ მჭირდება. ამდენად, ამ ყველაფერს გაღებულ მსხვერპლად არც აღვიქვამ", — აღნიშნავს თუნბერგი.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გრეტა თუნბერგს ურჩია, "დამშვიდებულიყო", თუმცა შვედი აქტივისტის შემართებაზე ამას არ უმოქმედია. .
"მე არ ვზივარ და არ ვმარჩიელობ, როგორი აღმოჩნდება მომავალი. ამის კეთებაში ვერანაირ სარგებელს ვხედავ", — ამბობს გრეტა, — "როცა ყველაფერს აკეთებ, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლია, საკუთარ თავს შფოთვის და დეპრესიაში ჩავარდნის უფლებას ვეღარ აძლევ".
რაც შეეხება მის დაბადების დღეს, თუნბერგმა აღნიშნა, რომ საუკეთესო საჩუქარი, რასაც ისურვებდა, "ყველა ადამიანის მიერ დადებული აღთქმაა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ" პლანეტისათვის. ხოლო, როცა სთხოვეს, უფრო მატერიალურ საჩუქარზე შეეჩერებინა არჩევანი, გრეტამ თავისი ველოსიპედისათვის სათადარიგო განათება ისურვა და დასძინა, რომ "შვედეთში ზამთარში ძალიან ბნელა".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები