შვიდი ყველაზე უცნაური ექსპერიმენტი, რაც კოსმოსში ჩაუტარებიათ
ის, თუ რა გავლენას ახდენს მიკროგრავიტაცია და კოსმოსი სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმსა თუ ბუნებრივ პროცესებზე, ჩვენთვის ნათელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ასტრონავტებმა კოსმოსში სხვადასხვა უცნაური ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ვიცოდით, თუ როგორ მიმდინარეობს წვის პროცესი კოსმოსში, ან ობობები როგორი ქსელის ქსოვას იწყებენ მიკროგრავიტაციის პირობებში, ეს ცოდნა კი მხოლოდ იმ ექსპერიმენტების საშუალებით მივიღეთ, რომელთა საშუალებითაც ბევრ უცნაურ კითხვას გაეცა პასუხი.
ამ სტატიაში მოგიყვებით იმ შვიდ უცნაურ და საინტერესო ექსპერიმენტზე, რომლებიც ასტრონავტებმა კოსმოსში ჩაატარეს.
1. სკაფანდრი ასტრონავტის გარეშე
ეს ვიდეო, ერთი შეხედვით, კოშმარს ჰგავს. სკაფანდრი, რომელიც არაფერზეა დამაგრებული, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მოშორებით, სივრცეში ტივტივებს. ალბათ შვებას მოგგვრით, თუ გეტყვით, რომ ამ ექსპერიმენტის დროს არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა — რუსულ Orlan სკაფანდრში არავინაა. მას ზედმეტსახელად ივან ივანოვიჩი, ან მისტერ სმიტი შეარქვეს. სკაფანდრი სავსე იყო ძველი ტანსაცმელებითა და რადიო გადამცემით.
ექსპერიმენტის იდეა ის იყო, რომ ასტრონავტებს ძველი სკაფანდრი სატელიტად უნდა გამოეყენებინათ. SuitSat-1 – ოფიციალურად კი AMSAT-OSCAR 54 2006 წლის 3 თებერვალს გაუშვეს, მაგრამ ეს ექსპერიმენტი მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმატებული. მისი შეფასებები განსხვავებული იყო. NASA ირწმუნებოდა, რომ გადამცემი გასვლიდან მალევე გაფუჭდა, რუსეთმა კი განაცხადა, რომ გადამცემმა შემდგომი ორი კვირა იმუშავა. ივან ივანოვიჩისგან უკანასკნელი დადასტურებული სიგნალი 18 თებერვალს მიიღეს.
SuitSat-1-მა ორბიტაზე რამდენიმე თვე გაატარა, შემდეგ კი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა და 2006 წლის 7 სექტემბერს საბოლოოდ განადგურდა.
2. ჩაქუჩი და ბუმბული
მე-16 საუკუნის ბოლოს გალილეო გალილეიმ ორი არათანაბარი მასის მქონე სფერო ჩამოაგდო პიზის დახრილი კოშკიდან, იტალიაში. აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი მიწაზე ერთდროულად დაეშვა. ამ ექსპერიმენტით იგი დაუპირისპირდა კლასიკურ მოსაზრებას და აჩვენა, რომ გრავიტაციული აჩქარება მასაზე დამოკიდებული არაა. ყველა ობიექტი, მიუხედავად მათი მასისა, ეცემა ერთი და იმავე სიჩქარით — თუნდაც ეს იყოს ბუმბული და ჩაქუჩი.
რა თქმა უნდა, დედამიწაზე ასე არ ხდება. ჩვენს პლანეტაზე, ამ ექსპერიმენტის განსხვავებული შედეგი ჰაერის წინააღმდეგობითაა განპირობებული. დაახლოებით 400 წლის შემდეგ, ადამიანმა გალილეო გალილეის მოსაზრება მთვარეზე შეამოწმა.
1971 წლის 2 აგვისტოს, მეთაურმა დევიდ სკოტმა Apollo 15-ს ეკიპაჟიდან, ჩაატარა ბუმბულისა და ჩაქუჩის ექსპერიმენტი. მან ორივე ნივთი დაახლოებით 1.6 მეტრის სიმაღლეზე აწია და ჩამოაგდო ისინი. ვინაიდან ასტრონომები არსებითად ვაკუუმში იყვნენ, ჰაერის წინააღმდეგობის გარეშე ორი ობიექტი სინქრონულად, ერთი და იმავე სიჩქარით, ერთსა და იმავე დროს დაეშვნენ. ეს ბუმბული და ჩაქუჩი ისევ მთვარეზეა.
3. შუშხუნა ტაბლეტი წყლის წვეთში
მიკროგრავიტაციის პირობებში, თუ ჰაერში შპრიცით წყლის წვეთს გაუშვებთ, ის უბრალოდ სივრცეში იტივტივებს. ეს ბევრისთვის შესაძლოა კარგი გასართობი იყოს.
ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ასევე მოიცავს წყლის ბუშტების გასროლას თვითმრინავში (რომელიც ასრულებს პარაბოლურ ფრენას ხანმოკლე დროის მანძილზე თავისუფალი ვარდნის შესაქმნელად) და ISS-ში, სადაც წყლის წვეთს ათავსებენ დიდ ბუშტში სპიკერის შიგნით და აკვირდებიან, რა გავლენას ახდენს მასზე ხმის ვიბრაციები, გარდა ამისა, წყლის წვეთში მოათავსეს GoPro კამერა, რათა შიგნიდან გადაეღოთ ეს პროცესი. (გამოსახულების აღსაქმელად საჭიროა სტერეოსკოპული 3D სათვალეები).
2015 წელს, ასტრონავტმა სკოტ კელიმ, წყლის წვეთს ჯერ საკვების საღებავებით მისცა შეფერილობა, შემდეგ კი მასში შუშხუნა ტაბლეტები შეუშვა, რომლებიც დაიშალა და წყალში აირები გამოუშვა. ეს პროცესი გადაიღეს კოსმოსური სადგურის ახალი 4K კამერით.
4. ცეცხლი კოსმოსში
როგორც წყალი, ასევე ცეცხლიც განსხვავებულად იქცევა მიკროგრავიტაციის პირობებში. Mir კოსმოსური სადგურის 1997 წლის ხანძარი, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთხელ მოხდა. თუმცა, იმის გარკვევა, თუ როგორ იქცევა ცეცლი მიკროგრავიტაციაში, შესაძლოა უსაფრთხოების ზომების დაგეგმვაში დაეხმაროს მეცნიერებს. იგი, ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ, შეიმუშაონ სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლები აქ, დედამიწაზე.
ამის შემდეგ ბევრი კვლევა ჩატარდა იმის თაობაზე, თუ რა ემართება კვამლს კოსმოსში. ISS-ზე გამოიკვლიეს წვისა და ქრობის მახასიათებლები მიკროგრავიტაციაში მთელი რიგი საწვავებისთვის. ამ ექსპერიმენტებიდან მიღებული მონაცემები შესაძლოა გამოყენებული იქნას უფრო კომპლექსური მოდელების შესაქმნელად, რაც დედამიწის გრავიტაციის პირობებში წვის პროცესის უფრო დეტალურად შესწავლას მოემსახურება.
5. კოსმოსური ობობები
შეუძლიათ თუ არა ობობებს კოსმოსურ მოგზაურობასთან ადაპტაცია? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მეცნიერებმა 2011 წელს ორი Trichonephila clavipes სახეობის ობობა, ესმერალდა და გლედისი, 45 დღით ISS-ზე გაუშვეს. მათთვის სპეციალური გარემო იყო შექმნილი — განათებით ისინი დღისა და ღამის სიმულაციას ქმნიდნენ, ობობები ასევე უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი ტემპერატურით, ტენიანობითა და ჯანსაღი დიეტით წვნიანი მწერების სახით.
ობობები ამ პირობებს გადასარევად შეეუგვნენ. ისინი თავისუფლად აგრძელებდნენ ქსელის ქსოვას და საკვებზე ნადირობას. ამ სახეობის წარმომადგენლები დღის ბოლოს, საკმარისი პროტეინის მისაღებად, იკვვებებიან საკუთარი ქსელით, მეორე დთის დასაწყისში კი ისევ იწყებენ ქსოვას.
თუმცა, გარკვეული ცვლილებები მაინც შეინიშნა. ესმერალდას და გლედისის ქსელები კოსმოსში უფრო მომრგვალებული და ბრტყელი იყო, დედამიწაზე კი ისინი სამ განზომილებიან, ასიმეტრიული სტრუქტურების მქონე ქსელებს ქსოვენ.
ორი ობობა ბოლოს დედამიწაზე დააბრუნეს. ესმერალდა დედამიწაზე ჩამოფრენამდე მოკვდა. ობობის კვალობაზე, მან არც ისე მოკლე ხანს იცოცხლა. გლედისი კი სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა.მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი მდედრი კი არა, მამრი ობობა იყო, ამიტომ მას სახელი შეუცვალეს და გლედსტონი დაარქვეს.
6. კუები მთვარეზე
1960-იან წლებში, სანამ ადამიანები მთვარეზე გაფრინდებოდნენ, მათ ჯერ არ იცოდნენ, თუ რა გავლენას მოახდენდა მთვარის გარემო ასტრონავტების ჯანმრთელობაზე. ამიტომ, 1968 წელს, საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე გაგზავნეს ორი კუ (Agrionemys horsfieldii), რომელთა მაგალითზეც შეძლებდნენ იმის გარკვევას, თუ რა ცვლილებები აღენიშნებათ ცოცხალ არსებებს კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ.
სინამდვილეში, კოსმოსურ ხომალდზე არამხოლოდ კუები, არამედ ღვინის ბუზები, ფქვილის ღრაჭუკები, თესლები, მცენარეები, წყალმცენარეები და ბაქტერიებიც იყვნენ. ვინაიდან არც ერთი მათგანი ოდნავადაც კი არ გავს ადამიანს, მათთან ერთად ერთი თოჯინაც გაამგზავრეს. 1969 წლის მოხსენების მიხედვით, ამ მისიისთვის კუები მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ მათი ღვედით დამაგრება შედარებით ადვილი აღმოჩნდა.
ორი უსახელო რეპტილია Zond-5 კოსმოსურ ხომალდზე 1968 წლის 2 სექტემბერს მოათავსეს. ამ დღიდან შეწყვიტეს მათი გამოკვება. ისინი კოსმოსში 1968 წლის 15 სექტემბერს გაუშვეს, უკან კი იმავე წლის 21 სექტემბერს დაბრუნდნენ. ხომალდი ინდოეთის ოკეანეში დაეშვა და მოსკოვში, საბოლოოდ, 7 ოქტომბერს წაიღეს. კუებმა საკვების გარეშე 39 დღე გაატარეს.
ამავდროულად, დედამიწაზე მეცნიერები იმავე 39 დღის მანძილზე აკვირდებოდნენ ორ კუს, რომლებიც ასევე საკვების გარეშე გააჩერეს. დედამიწელი და მთვარიდან ჩამოსული კუების შედარების შედეგათ გამოვლინდა, რომ ერთადერთი ცვლილება, რაც ამ კუებს აღენიშნებოდათ, კოსმოსურ ფრენასთან დაკავშირებული ატროფია იყო.
7. მთვარის ხეები
ასტრონავტებმა ასე თუ ისე შეისწავლეს, თუ რა გავლენას ახდენს კოსმოსი ცხოველებზე. ახლა საჭირო იყო იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს მიკროგრავიტაცია მცენარეებზე და მათი ზრდის პროცესზე. ამიტომ, როდესაც Apollo 140-ის მისიის დროს, 1971 წლის 31 დეკემბერს, ასტრონავტმა სტიუარტ რუსამ მთვარეზე ხუთი სხვადასხვა სახეობის ხის თესლები წაიღო.
მეცნიერებს ამ ექსპერიმენტით იმის გაგება უნდოდათ, გაიხარებდნენ თუ არა ეს თესლები მიკროგრავიტაციაში და როგორი ფორმით გაიზრდებოდნენ ისინი.
1975 წელს ეს ხეები უკვე საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ უკან, დედამიწაზე გადმოერგოთ. ისინი ასტრონავტებმა უკან, ამერიკაში წამოიღეს და სხვადასხვა ადგილებზე დარგეს. მათ მთვარის ხეები უწოდეს. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობამ მშვენივრად გაიხარა.
კომენტარები