თიბისელები შენთვის — თიბისელების საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს
წელს, თიბისელებმა ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. თიბისიმ, იდეისთვის — "თიბისელები შენთვის", 300 ოჯახის დასახმარებლად, 300 000 ლარი გამოყო. თიბისელებმა მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახები თავად შეარჩიეს და გუნდს მათი ისტორიები გაუზიარეს. სულ 300 ოჯახი შეირჩა, რომელიც საახალწლოდ, გუნდის სახელით, 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს.
"თიბისელები შენთვის" პროგრამის — "თიბისი შენთვის" ბოლო ეტაპია, რომელიც კომპანიამ წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა. ჯამში 5 მილიონი ლარი დისტანციური განათლების ხელშეწყობას, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯების შემსუბუქებას მოხმარდა.
"თიბისი შენთვის" ფარგლებში, თიბისიმ, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1-მა მხარდამჭერმა, კომპანიებთან თანამშრომლობის მოქნილი მოდელი შექმნა, რომელიც ბიზნესების საჭიროებებს ერგება იმისთვის, რომ ეკონომიკის სრული დატვირთვით ამოქმედებას მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება.
"თიბისი შენთვის" მომხმარებლებთან ერთად, გუნდის მხარდაჭერასაც გულისხმობს. თიბისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამიტომ, კომპანიის მთავარი დაპირება 2020 წელს გუნდის ყველა წევრისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო. ამ დაპირების შესასრულებლად, თიბისის მენეჯმენტმა მიმდინარე წელს საბონუსე კომპენსაციაზე უარი თქვა, რაც მათი ანაზღაურების 70%-ია. თიბისიმ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და წლის განმავლობაში, გუნდში სხვადასხვა მიმართულებით 700 ახალი წევრი დაიმატა.
"2020 წელი თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ამის მიუხედავად, წელს, გუნდის დახმარებით, "თიბისი შენთვის" ფარგლებში, მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადატანაში დავეხმარეთ. ამ რეალობაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დახმარება სჭირდება, გუნდში გაჩნდა იდეა - ჩვენი საახალწლო საჩუქრების ნაცვლად, თანხა იმ ადამიანების დასახმარებლად გამოგვეყენებინა, ვისაც დღეს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. თიბისელებმა მძიმე სოციალური ფონის მქონე ოჯახები თავად შეარჩიეს და მათი ისტორიები გაგვიზიარეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო - თბილისში, პატარა ქალაქებში, სოფლებში თუ მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. თიბისელების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი ძალიან ბედნიერი ვართ, რომ საახალწლოდ არაერთ ადამიანს გავახარებთ. ვფიქრობ, სიკეთის კეთების შესაძლებლობა ყველაზე დიდი საჩუქარია. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. მჯერა, რომ ამ ოჯახებს მცირედით მაინც შევუმსუბუქებთ მძიმე ზამთარს", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები