Cameo-ზე გამოქვეყნებულ რუსულ პროპაგანდას ჯაშუშობაში ბრალდებულის გათავისუფლება მოჰყვა
ცნობილმა მსახიობებმა, ჩარლი შინმა, დოლფ ლუნდგრენმა და დენი ტრეხომ Cameo-ზე რუსული პროპაგანდის გავრცელებით "უნებლიეთ" ჯაშუშობაში ბრალდებული გაათავისუფლებინეს.
ჩარლი შინმა, დოლფ ლუნდგრენმა და დენი ტრეხომ Cameo-ზე რუსული პროპაგანდის გავრცელებით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გაათავისუფლებინეს. Cameo ამერიკული ვიდეოების გასაზიარებელი ვებგვერდია, რომლის სათაო ოფისიც ჩიკაგოში მდებარეობს. ის 2016 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ვარსკვლავებისგან მომხმარებლებისთვის პერსონალური მესიჯების გაგზავნაა. ვებგვერდზე ამ დროისთვის 30 ათასზე მეტი "სელებრითია" დარეგისტრირებული. ცოტა ხნის წინ, მისი ანალოგი შეიქმნა საქართველოშიც.
ლიბიის ხელისუფლებამ რუსული დაზვერვის სამსახურის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, მაქსიმ შუგალი პატიმრობიდან სულ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. ეს ნაწილობრივ ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობის, დოლფ ლუნდგრენის, ჩარლი შინისა და დენი ტრეხოს ვიდეო მიმართვის დამსახურებაც არის.
რამდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავმა Cameo-ზე ვიდეო მიმართვა ჩაწერეს. მათი დაფინანსების წყარო უცნობია, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო პლატფორმის საშუალებით ვიდეო მიმართვის სერვისის შეძენა.
"არ დანებდე", — ამბობს შინი ვიდეოში. ლუნდგრენი კი შემდეგ სიტყვებს ამბობს: "დიდებული კაცი ხარ. ჩვენი მხარდაჭერა გაქვს. არასოდეს დანებდე და გახსოვდეს — თავისუფლება ერთადერთი გზაა".
ვინ არის მაქსიმ შუგალი?
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აშშ-ის თავდაცვის მკვლევარებმა ფეისბუქთან თანამშრომლობით დაადგინეს, რომ შუგალი დაკავშირებული იყო Internet Research Agency-თან, რომელიც რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ტროლების საწარმოა.
IRA ყველაზე ცნობილი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევით გახდა. არსებობდა ეჭვი, რომ შუგალი რუსი აგენტია, რომელიც ლიბიაში პროპაგანდას ავრცელებს. ლიბიის ხელისუფლებამ შუგალი და მისი მთარგმნელი, სამირ სეიფანი 2020 წლის მაისში დააკავეს, სამხედრო იარაღით მოვაჭრე, Wagner Group-თან საიდუმლო თანამშრომლობის ბრალდებით. რუსეთის მტკიცებით, დაკავებულები ეროვნული ღირებულებების დაცვის ორგანიზაციისთვის მუშაობდნენ, რაც გაურკვეველი სახელდებაა და რეალურად მოსკოვის ინტერესების გამტარებელი ორგანოა.
რუსეთის მთავრობა შუგალის დაკავებას პროპაგანდაზე აწყობილი კამპანიით დაუპირისპირდა. Business Insider-ის თანახმად, რუსული სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა გამოცემამ — Russia Today სიუჟეტის გასამწვავებლად გასართობი თრილერი — Shugaley გაავრცელა, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.
საეჭვო კამპანიაში მსახიობების ჩართულობის ამბავი ჟურნალმა — Foreign Policy გაავრცელა. მათი თქმით, შუგალის დაკავების ამბის არასწორი კუთხით გახმაურება რამდენიმე ინციდენტს მოიცავდა, რომელთა კვალიც რუსეთის ხელისუფლებამდე მიდის. ჟურნალი რამდენიმე ცნობილ სახესაც დაუკავშირდა, რომლებიც Cameo-ს საშუალებით ვიდეო კამპანიაში იყვნენ ჩართული. ინგლისელი მსახიობის, ვინი ჯონსის აგენტის თქმით, ვიდეოს საფასური, 300 დოლარი ანონიმურმა დამკვეთმა გადაიხადა.
Business Insider ვარაუდობს, რომ მსახიობთა ნაწილმა იცოდა შუგალის ვინაობა, ნაწილი კი უბრალოდ ანაზღაურების გამო ჩაერთო კამპანიაში. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Cameo-ს საშუალებით ცნობილი ადამიანები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. წინა შემთხვევებში, ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, კრის კრისტი ჩაითრიეს რესპუბლიკელი კანდიდატების ლანძღვაში, სხვა ვარსკვლავები ანტი-სემიტურ ნარატივებს ავრცელებდნენ, ხოლო რეპერმა კათოლიკე კარდინალს, რომელიც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, პენსიაზე ბედნიერი გასვლა უსურვა. კიდევ ერთი მაგალითი ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერის, კორი ლევანდოვსკის გასულელებაა. მან უცნობ ბავშვს მიმართა:
"კუკებს კარგად ართმევ თავს — გილოცავ" და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის კარიბჭეზე აღბეჭდილი სიტყვები "შრომა ათავისუფლებს" დაამატა.
შუგლი და სეიფანი 10 დეკემბერს გაათავისუფლეს. Moscow Times-ის თანახმად, შუგალის და Wagner Group-ის პროდიუსერებთან დაკავშირებულმა ფირმამ ორივეს 18 მილიონი რუბლის ექვივალენტი(დაახლოებით 246 000 დოლარი) გადაუხადა. The Times-მა ფირმის დირექტორი, ევგენი პრიგოჟინი მოიხსენია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მთავრობის ქომაგი.
Cameo-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
რა მოხდა ლიბიაში
ლიბია ქაოსმა მოიცვა, მას შემდეგ, რაც 2011 წელს, ავტოკრატი მუამარ კადაფის წინააღმდეგ აჯანყებულების დასახმარებლად ნატოს ძალებმა საჰაერო და საზღვაო შეტევა განახორციელეს. მისი რეჟიმი დაემხო, მაგრამ ქვეყანა სისხლისმღვრელ, მუდმივ სამოქალაქ ომებში ჩაეფლო, რომელმაც სამოქალაქო პირებიც კი მოიცვა. რუსეთმა, ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, იორდანიასთან და საფრანგეთთან ერთად ერთ-ერთ აჯანყებულ დაჯგუფებას, რომლის ლიდერიც ხალიფა ჰიფტერია, მხარდაჭერა გამოუცხადა.
რუსეთი, გავრცელებული ინფორმაციით, Wagner Group-ის სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა აჯანყებულებს. თურქეთი ევროკავშირის მიერ აღიარებულ ძალას უჭერდა მხარს. ოქტომბერში, ორივე მხარე შეთანხმდა საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე, მიზანი დაპირისპირებულთა საერთო ინტერესებით დაკომპლექტებული მთავრობის ჩამოყალიბება იყო. 18 თვის შემდეგ, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
"ამ ამბის თანამონაწილე პირები არაბულ ენაზე ავრცელებდნენ სიახლეებსა და ღონისძიებებს, უმეტესობა მათგანი დეზინფორმაციას შეიცავდა; ხალიფა ჰაფტარის, ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაურის, ლიბიის არმის და საიფ ისლამ კადაფის მხარდამჭერ კომენტარებს აჟღერებდნენ; აკრიტიკებდნენ თურქებს, მუსლიმთა საძმოს, ტრიპოლში დაფუძნებულ ეროვნული იდეების მხარდამჭერ მთავრობას და ლიბიის პოლიტიკური დიალოგის ფორუმს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლისღვრის მომწყობ ძალებს ამ ფაქტის გასაიდუმლოება სურდათ, ჩვენ დავადგინეთ კავშირები რუსული ინტერნეტ მოკვლევის სააგენტოს რამდენიმე ინდივიდის წინა ქმედებებთან", — განაცხადეს ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის უფროსმა ნათანიელ გლეიჩერმა და გლობალური საფრთხის რისკების შეფასების ლიდერმა დევიდ აგრანოვიჩმა.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები