როგორ გავუმკლავდეთ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ახლობლებს საახალწლოდ? — 5 რჩევა
ფოტო: Getty Images
ეს მომენტი ყველას აშინებს... როცა საახალწლო სუფრასთან მჯდომი ბიძაშენი თეფშზე საცივის დამატებისას სასხვათაშორისოდ ახსენებს, რომ კორონავირუსის ვაქცინით სინამდვილეში ჩვენ გასაკონტროლებლად ჩიპებს შეიყვანენ სხეულში. ან თუნდაც, როცა ოჯახის ახლო მეგობარი რამდენიმე ჭიქა შამპანურის დალევის შემდეგ იმაზე დაიწყებს საუბარს, რომ COVID-19 "არ არსებობს". ან როცა გოზინაყის ჭამის სურვილს გაგიქრობს დიდი ხნის უნახავი ბიძაშვილის მიერ მოყოლილი "შემაძრწუნებელი ამბები" საიდუმლო სატანისტურ თუ მასონურ სექტებზე, რომლის წევრებიც ახალშობილ ბავშვებს ჭამენ.
მართალია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნა გვიწევს და მეგობარ-ნათესავების მრავალრიცხოვანი შეკრებები ვერ მოხერხდება, თუმცა მომავალი რამდენიმე დღე ალბათ მაინც მოგვიწევს ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ნაცვლად უსაფუძვლო შეთქმულებებთან და ფიქციებთან გამკლავება.
ამიტომაც გთვაზობთ რჩევებს, როგორ უნდა ვისაუბროთ შეთქმულების თეორიების შესახებ სადღესასწაულო განწყობის გაფუჭების გარეშე.
1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ფოტო: Ben Haist / BuzzFeed
მართალია, სიცრუესთან დაპირისპირება მნიშვნელოვანია, თუმცა ჯანსაღი დიალოგის მწვავე კამათში გადაზრდა არ ღირს.
"ჩემი ნომერ პირველი წესი ის იქნებოდა, რომ დღესასწაულები არ გაიფუჭოთ", — ამბობს მიკ უესტი, წიგნის, თავის დაღწევა კურდღლის ხვრელიდან, ავტორი, — "ბრაზით სავსე, მწვავე კამათი საბოლოოდ ყველას განწყობას გააფუჭებს და მეტიც, კონსპირაციულ აზრებს უფრო გაამყარებს".
ფსიქოლოგი ჯოვან ბიფორდი კი აღნიშნავს, რომ კონსპირაციული თეორიების რწმენა ხშირად ძლიერ ემოციებთანაა მიბმული. "ეს მხოლოდ სწორ და არასწორ ინფორმაციას კი არ ეხება, არამედ სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებული უსამართლობის, სიბრაზისა და აღშფოთების შეგრძნებებითაა გაშუალებული", — ამბობს ის.
წელს კი, როცა სამყაროს ბოლო ასწლეულში უპრეცედენტო პანდემია დაატყდა თავს, საქართველოში და აშში-ში მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა და გლობალურ პოლიტიკაში არაერთი კრიზისული სიტუაცია გათამაშდა, ამ მოვლენათა ამხსნელი მრავალი ახალი კონსპირაციული თეორია გაჩდა, ძველი კი გამყარდა.
ქეთრინს, ინგლისის უაიტის კუნძულიდან, ეს საკითხი ბევრზე უკეთ ესმის. ახლა უკვე 38 წლის ქალს, მას ერთ დროს სჯეროდა შეთქმულების, რომლის მიხედვითაც, ვაქცინით ხალხს შეგნებულად აზიანებენ. შემდგომში მან ეს რწმენა უარყო. "უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის შეინარჩუნოთ სიმშვიდე", — ამბობს ის, — "ვისაც უნდა ესაუბრებოდეთ, ისიც ისევე მგზნებარედაა განწყობილი საკუთარი რწმენების მიმართ, როგორც თქვენ და სამარის კარამდე შეუძლია მათი დაცვა".
ამასთან, გახსოვდეთ, რომ სამედიცინო სფეროს ექსპერტების თანახმად, ყვირილი კორონავირუსის გავრცელების შანსებს ზრდის. სიმშვიდის შენარჩუნების ამაზე უკეთესი მიზეზი წელს ძნელად თუ მოიძებნება.
ფოტო: Alex Nabaum
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
2. არ დასცინოთ სხვების რწმენას
"ესაუბრეთ მეგობრებსა და ოჯახს ემპათიით და არა — დაცინვით", — ამბობს კლერ უარდლი, არაკომერციული ორგანიზაცია First Draft-დან, რომელიც დეზინფორმაციას ებრძვის, — "მოთმინებით მოუსმინეთ, რისი თქმა სურთ მათ".
მისი ოქროს წესია: არასდროს შეარცხვინო ვინმე საჯაროდ მისი შეხედულებების გამო. ამით აზრს ვერავის შეაცვლევინებთ — მხოლოდ საწინააღმდეგო შედეგს გამოიწვევთ. "თუ შეთქმულების თეორიებზე დისკუსიას გადაწყვეტთ, ნუ უგულებელყოფთ სხვების შეხედულებებს", — იმავეს ამბობს ჯოვან ბუფორდიც, — "საუბრისთვის საერთო ნიადაგი გამონახეთ".
გახსოვდეთ, რომ ხშირად ადამიანებს შეთქმულების თეორიების იმიტომ სჯერათ, რომ გულის სიღრმეში ისინი ღელავენ და შფოთავენ. ეცადეთ გაუგოთ ამ გრძნობებს, განსაკუთრებით ისეთი წლის შემდეგ, როგორიც ახლა უნდა გავაცილოთ.
3. ხაზი გაუსვით კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას
ხალხი, რომელსაც შეთქმულების თეორიების სჯერა, ხშირად ამბობს: "თავად გამოვიკვლიე".
რეალურად, პრობლემა ისაა, რომ ამგვარი კვლევა, ძირითადად, ექსცენტრული YouTube ვიდეოების ყურებას და თანამოაზრე ადამიანების Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე გამოქვეყნებული მიკერძოებული პოსტების კითხვას მოიცავს.
ფოტო: Alison Czinkota
თუმცა ჯოვან ბიფორდის თქმით, ეჭვისადმი ის მიდრეკილება, რომელიც კონსპირაციულ ინტერნეტსივრცეს ახასიათებს, რაციონალურად აზროვნების დაწყების ინსპირაციადაც კი შეიძლება იქცეს.
"უამრავი ადამიანი, რომელსაც კონსპირაციული თეორიების სჯერა, საკუთარ თავს ჯანსაღ სკეპტიკოსად და კომპლექსური პრობლემების თვითნასწავლ მკვლევრად მიიჩნევს. ამ დროს ასეთ ინდივიდს უნდა აგრძნობინო, რომ მსგავს დამოკიდებულებას თავადაც აფასებ და იზიარებ", — ამბობს ის, — "შენი მიზანი ის კი არაა, რომ მათ ინტერესი ან სკეპტიციზმი გაუქრო, არამედ შეცვალო ის, რაც მათ აინტერესებთ ან რის მიმართაც სკეპტიკურად არიან განწყობილები".
სწორედ ეს დაეხმარა ფილს ბელფასტიდან. ის 2001 წლის 9 სექტემბერთან დაკავშირებული კონსპირაციებით იყო შეპყრობილი. "მე იმ ფაქტს ვეყრდნობოდი, რომ არსებობდნენ ექსპერტები, რომლებსაც ოფიციალურ ნარატივში ეჭვი შეჰქონდათ", — განმარტავს ის, — "რატომ მოიტყუებოდნენ ეს ექსპერტები?".
მაგრამ შემდეგ მან ეჭვის თვალით არა მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს შეხედა, არამედ ალტერნატიული თეორების წამომყენებელი "ექსპერტების" სკეპტიკურად მოსმენაც დაიწყო. მან უფრო ღრმად გაიაზრა სამეცნიერო კვლევის მეთოდი და თავად სკეპტიციზმის არსი: რაღაცას მხოლოდ ის არ ხდის სიმართლედ, თუ მისი ვიღაც ექსპერტს სჯერა. "ნებისმიერი პოზიიციის მქონე ექსპერტების და ძალიან გონიერი ადამიანების პოვნაა შესაძლებელი", — ამბობს ის.
"ფოკუსირდით მათზე, ვინც ამ იდეებს ავრცელებენ და იმაზე, თუ რა ინტერსებით შეიძლება მოქმედებდნენ ისინი", — ამბობს კლერ უარდლი, — "მაგალითად, ვინმე ბიოლოგირად აქტიური დანამატების გაყიდვისგან ფინანსურ სარგებელს შეიძლება იღებდეს ან რეპუტაციას იხვეჭდეს".
4. დასვით შეკითხვები
ფაქტების გადამოწმება მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ვინმეს გატაცებით სჯერა შეთქმულების, ხშირად ასეთი მიდგომა არასწორია. ექსპერტების აზრით, შეკითხვების დასმა ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე რაიმეს მტკიცება.
ფოტო: Leon Zernitsky
"იმ ტაქტიკებზე და ტექნიკებზე ფოკუსირება, რომლებსაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები იყენებენ, საუბრის წარმართვის უფრო ეფექტიანი გზაა, ვიდრე პირდაპირ მცდარი ინფორმაციის მხილება", — ამბობს კლერ უარდლი.
გაიხსენეთ ის მთავარი შეკითხვები, რომლებიც ხალხს საკუთარ რწმენებზე დაფიქრებისკენ უბიძგებს. მაგალითად, მათი შეხედულებები წინააღმდეგობრივი ხომ არ არის? ან დევს რაიმე აზრი იმ დეტალებში, რომლებსაც ისინი აღწერენ? საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე თუ დაფიქრებულან?
"შეკითხვების დასმისა და შეცდომების გაცნობიერებაში დახმარების გზით, საბოლოოდ, ხალხს საკუთარ თვითდაჯერებულობაში ეჭვის შეტანისკენ უბიძგებთ, რის შემდეგაც ისინი ღია იქნებიან ალტერნატიული თეორიების მოსასმენად", — ამბობს შეთქმულების თეორიების ყოფილი გამზიარებელი, ფილი.
5. არ ელოდოთ მყისიერ შედეგს
თქვენ, შესაძლოა, იმედოვნებდეთ, რომ კონსტრუქციული დიალოგი საბოლოოდ ჩურჩხელის განაწილებითა და შამპანურის ჭიქის მიჭახუნებით დაგვირგვინებული სადღეგრძელოთი დასრულდება, მაგრამ, ძალიანაც ნუ იოცნებებთ...
შეთქმულების თეორიების კურდღლის სოროში ჩავარდნილისთვის უკან ამოსვლა, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს.
"იყავით რეალისტები იმასთან დაკავშირებით, რას შეგიძლიათ მიაღწიოთ", — გვაფრთხილებს ფსიქოლოგი ჯოვან ბიფორდი, — "შეთქმულების თეორიები მათ მორწმუნეებს უპირატესობის შეგრძნებას უჩენს. ეს თვითშეფასების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც მათ ცვლილებების მიმართ რეზისტენტულს ხდის".
ფაქტების შემმოწმებელი კლერ უარდლისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ თავმოყვარეობას არ ეხება. უკანასკნელი წელი ერთობ საშიში იყო, რაც შეთქმულების თეორიების გაჩენისთვის კომფორტული გარემო აღმოჩნდა.
"გახსოვდეთ, რომ ამ წელმა ყველას ცხოვრება ამოაყირავა და, შესაბამისად, ყველა განმარტებებს ეძებს", — ამბობს ის, — "შეთქმულების თეორიები, ერთი შეხედვით, სამყაროს მარტივად ამხსნელი და ძლიერი ემოციური მუხტის მქონე ისტორიებია. რეალობა კი ბევრად უფრო კომპლექსური და არეულია, რაც ჩვენი ტვინისთვის შედარებით რთულად გადასამუშავებელია".
თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყისიერ შედეგს არ მივიღებთ, არ უნდა დავნებდეთ.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
კომენტარები