ანტარქტიდაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა — საერთაშორისო მედია
ფოტო: Associated Press
კორონავირუსმა ბოლო, მეშვიდე კონტინენტის ნაპირებზეც მიაღწია. ანტარქტიდაზე — კონტინენტზე, რომელმაც თითქმის ერთი წელი დაავადებისგან თავის არიდება მოახერხა და ამ ხნის განმავლობაში პანდემიისგან ყველაზე დაცულ ადგილად მიიჩნეოდა — COVID-19-ის პირველი შემთხვევები დადასტურდა.
ინფორმაციას The Guardian და ABC ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ყინულოვან კონტინენტზე მდებარე გენერალ ბერნარდო ო'ჰიგინს რიკველმეს კვლევით ბაზაზე ვირუსით ინფიცირება 36 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 26 ჩილეს არმიის წევრია. ამასთან, კორონავირუსით დაინფიცირდა ჩილეში დაბრუნებული სამი ადამიანიც, რომელიც ანტარქტიდის კვლევით ბაზაზე პერსონალის დასახმარებლად გემით იმყოფებოდა.
"დროულად მიღებული პრევენციული ღონისძიებების წყალობით, შესაძლებელი გახდა, პერსონალი PCR ტესტით შემოწმებულიყო, რომლის შედეგადაც 36 მათგანის შედეგი დადებითი აღმოჩნდა", — ნათქვამია ჩილეს სახმელეთო არმიის ოფიციალურ განცხადებაში.
36 ინფიცირებული ჩილეში, ქალაქ პუნტა-არენასში დააბრუნეს, სადაც ისინი მკაცრი იზოლაციის პირობებში იქნებიან.
გენერალ ბერნარდო ო'ჰიგინს რიკველმეს სადგური ანტარქტიდის კონტინენტზე მდებარე ჩილეს 13 კვლევითი ბაზიდან ერთ-ერთია.
ფოტო: Antarctica New Zealand
მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტს მუდმივი მოსახლეები არ ჰყავს, ზამთრისთვის იქ დაახლოებით 1 000 მკვლევარი დარჩა, ტურისტების მიღება კი, რომელთა რიცხვიც, როგორც წესი, რამდენიმე ათასს მოიცავს, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეიზღუდა.
ვირუსის მასობრივად გავრცელებისგან თავის ასარიდებლად ამ დროისათვის ყველა მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტი შეჩერებულია, შესაბამისად, შეჩერებულია მთელი მსოფლიოდან ჩასული მკვლევრების კვლევითი საქმიანობაც. იმის გათვალისწინებით, რომ ყინულოვან კონტინენტზე ძლიერი ქარი და უკიდურესად დაბალი ტემპერატურაა, ამასთან, დროული დახმარების მიღებაც არაა ადვილი, ანტარქტიდის ადგილობრივი პროგრამების მენეჯერთა საბჭო აცხადებს, რომ მკვლევრებისთვის პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, კორონავირუსს კი კონტინენტისთვის "კატასტროფული" შედეგების მოტანა შეუძლია.
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები