ყოველი განვლილი წლის შეჯამებისას ერთად იყრის ხოლმე თავს ყველა ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოვლენა, რომლებმაც იმ წელს ადამიანების ცხოვრებაზე გლობალურად ყველაზე მეტად იქონია გავლენა.

ცხადია, ამ მხრივ არც 2020 წელი იყო გამონაკლისი, მეტიც — როგორც ცალკეული სფეროებისთვის, ისე მსოფლიო მოსახლეობისთვის რადიკალური ცვლილებების პერიოდი გამოდგა. კორონავირუსის პანდემიიდან დაწყებული სისტემური რასიზმის საწინააღმდეგო აქციებით დამთავრებული, ამ სტატიაში ყველა ის კადრი მოხვდა, რომლებიც წელს ადამიანებს ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება საერთო მეხსიერების ნაწილი.

1. ახალშობილი დამცავი ფარით, ვიეტნამი, 13 აპრილი

ფოტო: Nguyen Huy Kham / Reuters

2. კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე კვირის შემდეგ შვილიშვილი პირველად შეხვდა ბებიას, აშშ, 24 მაისი

ფოტო: Al Bello / Getty Images

3. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების საერთო სასაფლაო ბრაზილიაში, 1-ლი აპრილი

ფოტო: Miguel Schincariol / Getty Images

4. COVID-19-ის ინტენსიური მკურნალობისას ექიმი პაციენტს ამშვიდებს და ეხუტება, აშშ, 26 ნოემბერი

ფოტო: Go Nakamura / Getty Images

5. პოლიციის მიერ აშშ-ში შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობის საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა მინეაპოლისში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, 28 მაისი

ფოტო: Julio Cortez / AP

6. ანტირასისტულ საპროტესტო აქციებს სამედიცინო პერსონალიც შეუერთდა: ზუსტად იმდენი ხანი, რა დროის განმავლობაშიც პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლით აწვებოდა — 8 წუთი და 46 წამი, მდუმარედ გამოხატეს პროტესტი, აშშ, 5 ივნისი

ფოტო: Brian Snyder / Reuters

7. ინგლისში მე-17 საუკუნეში ცნობილი მონათმფლობელის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩამოაგდეს, 7 ივნისი

ფოტო: Giulia Spadafora / NurPhoto / Getty Images

8. მოქალაქე თავის შვილთან ერთად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დაწყების პროცესს ელოდება, ნიუ-ორლეანი, 16 ოქტომბერი

ფოტო: Kathleen Flynn / Reuters

9. ჯო ბაიდენი თავის ცოლთან, ჯილ ბაიდენთან ერთად და კამალა ჰარისი თავის ქმართან, დაგ ჰარისთან ერთად სცენაზე, როცა მედიაში პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდა, ვაშინგტონი, 7 ნოემბერი

ფოტო: Jim Bourg / Reuters

10. ტაქსის მძღოლი ჯო ბაიდენის გამარჯვებას ზეიმობს, ნიუ-იორკი, 7 ნოემბერი

ფოტო: Andrew Kelly / Reuters

11. კუნძულ ლესბოსზე მდებარე ლტოლვილების ბანაკში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ემიგრანტი მცირეწლოვან გოგოსთან ერთად, საბერძნეთი, 11 სექტემბერი

ფოტო: Alkis Konstantinidis / Reuters

12. ბეირუთის პორტი ძლიერი აფეთქების შემდეგ, ლიბანი, 5 აგვისტო

ფოტო: Getty Images

13. პაკისტანელი სტუდენტი დისტანციურად, თავისი საძინებლიდან ესწრება უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავ ღონისძიებას, 15 მაისი

ფოტო: Agnes Bun / Getty Images

14. დანიის მთავრობამ სპეციალურ ფერმებში 17 მილიონი წაულას დახოცვის ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ცხოველებიდან ადამიანზე ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა, 14 ნოემბერი

ფოტო: Ole Jensen / Getty

15. ბანგკოკში მიმდინარე ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე პროტესტის მონაწილე პოლიციის პირისპირ, ტაილანდი, 16 ოქტომბერი

ფოტო: REUTERS/Jorge Silva

16. ჰარვი ვაინშტაინი სასამართლო სხდომაზე დასასწრებად მიემართება, ნიუ-იორკი, 9 იანვარი

ფოტო: REUTERS/Brendan McDermid

17. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საპროტესტო აქციაზე მოქალაქე სამართალდამცავს ეხუტება, 14 აგვისტო

ფოტო: REUTERS/Vasily Fedosenko

18. ბრედ პიტი ელოდება თავის ოსკარს, რომელიც ფილმში ერთხელ ჰოლივუდში შესრულებული როლით ამერიკული კინოაკადემიის 92-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი კაცის როლის ნომინაციაში გამარჯვებით მოიპოვა

ფოტო: REUTERS/Eric Gaillard

19. ლოს-ანჯელესში პატივს მიაგებენ ლეგენდარულ კალათბურთელ კობი ბრაიანტს, რომელიც ავიაკატასტროფაში შვილთან ერთად დაიღუპა, 24 თებერვალი

ფოტო: Jenna Schoenefeld for The New York Times

20. 90 წლის მარგარეტ კინანი პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-ის მიერ დამზადებული COVID-19-ის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა, დიდი ბრიტანეთი, 8 დეკემბერი

ფოტო: Jacob King/Pool