10 რამ, რაც 2021-სთვის უნდა დაიბედო (რადგან 2020-ის შემდეგ ცრურწმენების გვჯერა)
2020-იც მიიწურა და წელს, რომელიც, მეტ-ნაკლებად, უსიამოვნო მოგონებებთან იყო დაკავშირებული, ლოდი მივაგორეთ. ზუსტად არ ვიცით, ვისი ბედობის ბრალი იყო 2020 წელი, თუმცა ასეთი გაკვეთილის შემდეგ, წესით, მასაც უნდა ესწავლა ჭკუა.
მიუხედავად ამ ადამიანის პასუხისმგებლობისა, მეტი სიფრთხილით მოქცევა ყველას გვმართებს — მას შემდეგ, რაც 2020-ში არაერთგზის ვთქვით "იქნებ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ...", ცრურწმენების, კერძოდ კი ერთი დღის მიერ წლის ბედის გადაწყვეტის, ალბათ ბევრს გვჯერა.
მაშ ასე, თუკი ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, რა დაიბედოთ დღეს, წარმოგიდგენთ იმ აუცილებლობების სიას, რომელიც 2021-ში დაგვჭირდება.
1. დროის სწორი მენეჯმენტი
შესაძლოა, დრო მართლაც არის ფული.
ფოტო: FPVmat A / Unsplash
საშინლად გაწელილი, ერთფეროვანი 2020 ყველაზე მეტად სახლში გატარებული დროით იყო დასამახსოვრებელი, სადაც გამოსადეგ უნარად სწორედ დროის სწორი განაწილება იქცა. დროის მართვა რეჟიმივით მკაცრი ცნება არაა, თუმცა ისიც მიუთითებს იმ საჭიროებაზე, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა სახის საქმის ხარისხიანად შესასრულებლად — იქნება ეს დისტანციურ რეჟიმში თუ პანდემიისშემდგომ რეალობაში.
2. ვიდეოსაკონფერენციო აპლიკაციების წაშლა
ფოტო: Tim Gouw / Unsplash
ცოტა თუ მოიძებნება ისეთი რამ, რაც ინტროვერტებს და ექსტროვერტებს ერთნაირად სძაგთ. მათ შორის 2020-ში საპატიო მოწინავე ადგილი ნამდვილად დაიკავა ყველა ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმამ, რომელიც დისტანციური ლექციებიდან და სამსახურის თათბირებიდან ოჯახურ შეკრებებამდე ახალ რეალობაში ადამიანთა სოციალიზაციის სივრცედ იქცა. ამ უკანასკნელი ცნებიდან გამომდინარე, რთული გამოსაცნობი არაა, რატომ სძულდათ ინტროვერტებს შეხვედრებზე დასწრება (კამერაჩართულს, მით უმეტეს), აი, ექსტროვერტებისთვის კი ამგვარი კომუნიკაცია თვითიზოლაციაზე არანაკლებ სტრესული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ალბათ ყველასთვის აჯობებს, უზუმობას თუ დავიბედებთ — იმედია, 2021-ში ექსტროვერტები ბედნიერები შეძლებენ ერთმანეთთან ფიზიკურ სივრცეში კომუნიკაციას, ინტროვერტები კი გადასარჩენად ძველ მეთოდებს გავიხსენებთ.
3. მოწესრიგებული ოთახი
ფოტო: Vinicius "amnx" Amano / Unsplash
ვინიცობაა და ზუმის გადმოწერა თავიდან მოგვიხდეს, ვირტუალურ სტუმრებს მოუწესრიგებელ ოთახს ხომ ვერ დავახვედრებთ?! გასულმა წელმა იმაშიც დაგვარწმუნა, რომ მოულოდნელი ზარებისგან და კამერის ჩართვის დაჟინებული მოთხოვნებისგან დაზღვეული არასდროს ვართ; ამიტომ, წელს, ისე, როგორც არასდროს, საკუთარი ოთახისათვის ხელის შევლებას ბედობა დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
4. დეზინფორმაციის და პანიკის გამავრცელებელი მეგობრების გამოწერის გაუქმება
თუკი 2020-ში პანდემიაზე მეტად რამემ შეგვაწუხა, ეს შექმნილი სიტუაციით მანიპულაციაა. დაწყებული 5G-სთან დაკავშირებული დეზინფორმაციით, დამთავრებული ვაქცინაზე შექმნილი მითებით, კორონავირუსი არაერთხელ იქცა გამიზნული დეზინფორმაციის ზოგჯერ უნებლიე გამავრცელებლების იარაღად. მიუხედავად ამისა, სჯობს, ვაღიაროთ, რომ დეზინფორმაციის საფრთხე რეალურია და "არცოდნა არცოდვაა" ამ შემთხვევაში დიდად არ ჭრის. ასე რომ, იქნებ 2020 იმ გვერდებისა და ანგარიშების გამოწერის გაუქმებით დაგვეწყო, რომლებიც განზრახ ცდილობდნენ ჩვენს შეცდომაში შეყვანას მთელი 2020 წლის განმავლობაში?
5. ან, საერთოდ, სოციალურ ქსელებზე უარის თქმა ცოტა ხნით
სამუშაოს ყოველწუთიერად შეწყვეტა და სოციალური ქსელის ანგარიშის შემოწმება ბევრისთვის ნაცნობი პროცესია.
ფოტო: Maxim Ilyahov / Unsplash
სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება 2020-მდეც დიდი პრობლემა იყო, თუმცა, როცა მთელმა ჩვენმა ცხოვრებამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, დაგვავიწყდა, რომ თუნდაც თვითიზოლაციაში თავშექცევის უამრავი გზა არსებობს.
შეიძლება, თქვენი თვითმიზანი ყოველი წუთის ნაყოფიერად გატარება არ არის (და ეს, ცხადია, სრულიად ნორმალურია), თუმცა, სოციალური ქსელების ხშირი მოხმარება არაერთ ხელისშემშლელ გარემოებას წარმოშობს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა პანდემიამდელ ცხოვრების რეჟიმს ნელ-ნელა დავუბრუნდებით.
6. სუფთა ჰაერი
ფოტო: Artur Aleksanian / Unsplash
კარანტინში სატრანსპორტო საშუალებებისა და გარემოს დამაბინძურებელი ქარხნების მუშაობის შეჩერებამ თვალშისაცემად გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი მსოფლიოს არაერთ რეგიონში. მიუხედავად ამისა, თავად იშვიათად თუ მოვახერხეთ ამ გაწმენდილი და ჟანგბადსავსე ჰაერის "დაგემოვნება" — თვითიზოლაციამ ჯერ სახლში მოგვაქცია, შემდეგ კი ნაგვის გადასაყრელად და ჰაერის ჩასაყლაპავად განკუთვნილი რამდენიმე წუთიც პირბადემ მოგვპარა. შესაძლოა, ზუსტად არ ვიცოდეთ, მოგვიწევს თუ არა ამ დროისათვის ყველაზე ეფექტური თავდაცვის საშუალების ტარება წლის ბოლომდე, თუმცა ბედობას მაინც არ გვაწყენდა ჰაერის ხარბად ჩასუნთქვა — თუნდაც საკუთარ აივანზე.
7. (ჯანსაღი) საკვების სახლში მომზადება
ფოტო: Max Delsid / Unsplash
იმისდა მიუხედავად, იქცა თუ არა კულინარია თქვენს ჰობად კარანტინში, თავად მომზადებული საჭმელი მაინც ყოველთვის გემრიელია. ცხადია, 2021-შიც შეგიძლიათ, გამოძახების სერვისებით ისარგებლოთ, თუმცა ახალი წლის გეგმებს შორის ჯანსაღი კვების ჩაკვეხებაც არაა ცუდი აზრი.
8. ნაკლები ფულის ხარჯვა
ბარაქის ხე დიდად გამოსადეგი ნივთი ვერ იქნება, თუ ფულის არამიზნობრივი ხარჯვა ჩვევაა.
ფოტო: Joshua Hoehne / Unsplash
კარანტინში დანაზოგის მნიშვნელობაც ძალიან კარგად გავითავისეთ, მაგრამ, პარადოქსულად, ამ პერიოდში უამრავი არასაჭირო ნივთიც გამოვწერეთ, რომელიც, არავინ იცის, რაში გამოგვადგება. რეალურად, ბედობის რწმენა არცაა საჭირო, რომ ფინანსების განკარგვის უნარები გამოვიმუშავოთ — თუკი წამიერად გაელვებულ ყიდვის სურვილს ვერაფერს უხერხებთ, არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც ყაირათიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
9. მადლიერების გაზიარება და ჩახუტება
გარდა იმისა, რომ ჩახუტება სტრესს ხსნის და შიშებს აქარწყლებს, იცოდით, რომ ამგვარად გულის მუშაობის გაუმჯობესება და ტკივილის შემსუბუქებაც კი შესაძლებელია?
ფოტო: Christiana Rivers / Unsplash
ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ჩახუტება ის ფუფუნებაა, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუა შესაძლებელი, თუმცა თუ თქვენს ოჯახის წევრებს ამ გზით მადლიერების გრძნობას გაუზიარებთ და ამ პატარა რიტუალს ბედობის შემდეგაც გაიმეორებთ, თავადაც უკეთ და ბედნიერად იგრძნობთ თავს.
10. გამოძინება
ფოტო: Ömürden Cengiz / Unsplash
დაბოლოს — მართალია, ჩვენი ძილის რეჟიმი დიდწილად შეიცვალა 2020 წელს, თუმცა ლექციებამდე/მუშაობის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაღვიძებაც არ შველის ხოლმე სერიალების ყურებით ამოღამებულ თვალებს და უენერგიობას. ამდენად, ისეთ სასიცოცხლო მოთხოვნებთან ერთად, როგორიც ჰიგიენის დაცვა და წყლის ხშირი მიღებაა, გამოძინება აუცილებლად დასაბედებლებში მოწინავე ადგილს უნდა იკავებდეს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები