ლონდონში ცნობილი ფრენჩაიზის, Mission: Impossible 7-ის გადაღებები მიმდინარეობს, თუმცა ფილმზე მომუშავე გუნდს თავისი მისია აქვს შესასრულებელი, თორემ სამსახურს დაკარგავენ.

როგორც აღმოჩნდა, გადასაღებ მოედანზე რამდენიმე ადამიანმა კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვები არაფრად ჩააგდო და უსაფრთხოების წესები დაარღვია, რასაც ფილმში მთავარი როლის შემსრულებლის, ტომ კრუზის აგრესია მოჰყვა.

გამოქვეყნებული აუდიოს მიხედვით, ტომ კრუზი თანამშრომლებს უყვირის და წესების დაცვისკენ საკმაოდ ემოციური და არცთუ ეთიკური ფორმით მოუწოდებს:

"ჰოლივუდში ჩვენი სჯერათ და ჩვენი სწამთ, ყოველ ღამით ვესაუბრები სხვადასხვა სტუდიას, სადაზღვეო კომპანიებს, პროდიუსერებს. და ისინი ჩვენს იმედად არიან და ჩვენ ვჭირდებით, რომ ფილმები გადაიღონ. ჩვენ ათასობით სამუშაოს ვქმნით, თქვე ახვრებო! მეტჯერ აღარ დავინახო, თორემ გაგყრით სამსახურებიდან! ამ ფილმს ვერ ჩაშლით!"

ცნობილია, რომ იტალიაში ფილმის გადაღებები რამდენიმე დღით შეწყდა, რისი მიზეზიც სწორედ კორონავირუსის გამო მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო.

"ყველას გვინდა კინოთეატრებში დაბრუნება!" — დასძენს კრუზი ვიდეოში, რაშიც ვეთანხმებით, თუმცა ტონში — არა.

შეუსრულებელი მისიის მე-7 ნაწილიის გამოსვლა 2021 წლის 19 ნოემბერს იგეგმება.