ელექტროშოკური თერაპიის მსხვერპლი გეი კაცი 50 წლის შემდეგ ბოდიშის მოხდას ითხოვს
ფოტო: BBC
გეი მამაკაცი, რომელსაც 50 წლის წინ, ინგლისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტში შოკური თერაპიას უტარებდნენ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
გასული საუკუნის 70-იანებში, კაცი, პირობითი სახელით — კრისი ზოგად ექიმთან მივიდა რჩევისთვის. იგი უკვე 20-ს იყო გადაცილებული, როდესაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კითხვები გაუჩნდა. ექიმმა უთხრა, რომ იცნობდა ადამიანს, რომელიც მის "მკურნალობას" შეძლებდა და ბირმინგჰემის უნივერსიტეტში, კლინიკურ ფსიქოლოგთან გადაამისამართა.
კრისს სჯეროდა, რომ თერაპიები შედეგს გამოიღებდა და თვეების განმავლობაში, კვირაში არაერთხელ ესწრებოდა მტანჯველ სესიებს. როგორც ამბობს, ამის შედეგად, 40 წელზე მეტია მწვავე პოსტტრავმულ სტრესთან და დაზიანებულ მენტალურ ჯანმრთელობასთან გამკლავებას ცდილობს.
ელექტროშოკის ულუფები
ფოტო: GETTY IMAGES / BBC
70-იანების საზოგადოება ჯერ კიდევ არ ეთანხმებოდა 1967 წელს მომხდარ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზების აქტს.
კრისი უკვე 74 წლის არის და იხსენებს წნეხს, რამაც თერაპიამდე მიიყვანა. მისი თქმით, ცხადად ახსოვს ფრაზა — "სქესის შეცვლაც კი უმჯობესია", ვიდრე გეი მამაკაცად ყოფნა. იგი დათანხმდა მკურნალობის მეთოდს, რადგან დაარწმუნეს, რომ შედეგი გარანტირებული იქნებოდა.
კრისი სესიებს ასე იხსენებს — "ვიჯექი ოთახში, კოჭზე და მაჯაზე ელექტროდმიერთებული და ვუყურებდი პროექტორის ეკრანს, რომელზე ფოტოები ენაცვლებოდა ერთმანეთს. პროექტორზე კაცის გამოსახულება ჩნდებოდა და მყისიერად მომდევნო ფოტოზე თუ ვერ მოასწრებდი გადასვლას, ელექტრო შოკის დიდ ულუფას იღებდი. პროექტორზე ქალის ფოტოს გამოჩენა ნიშნავდა, რომ დასჯას გადაურჩი".
მკურნალობის იდეით, ჰომოსექსუალობა ასოციაციურად ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებებს უნდა დაუკავშირდეს. კრისმა სესიები დაამთავრა და მკვლევარებმა ქალთან რომანტიკული ურთიერთობის წამოწყება ურჩიეს.
"რუთს [პირობითი სახელი] ბრმა პაემანზე შევხვდი და ყველაფერი ავუხსენი. უნივერსიტეტის ხალხიც ერთად ვნახეთ, უკან არაფერზე დაუხევია. კიდევ ერთხელ დამაიმედეს, რომ მკურნალობის შემდეგ აბსოლუტურად "ნორმალური" ვიქნებოდი", — ყვება კრისი.
თუმცა ასე არ მოხდა, მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და არც მისი სექსუალობის გადაფარვა მოხდა. ამის მიუხედავად წყვილი დაქორწინდა და დღემდე ერთად არიან. კრისის თქმით "უკეთეს მეგობარს" ვერც კი ინატრებდა. უნდა აღინიშნოს, რომ 42-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, სექსი არასდროს ჰქონიათ.
გასაუბრებაზეც კი არსად ვიყავი საჭირო
მიუხედავად იმისა, რომ კრისისთვის მკურნალობის გავლა არავის დაუძალებია, როგორც ამბობს, ამ სესიების შედეგად "ყველაფერი დაკარგა". მასწავლებლის შემდგარი კარიერა დასრულდა, როდესაც სკოლაში მისი შუადღის თერაპიების შესახებ გაიგეს.
"ხელოვნებას ვასწავლიდი, სხვა მასწავლებლებს ტრენინგებს ვუტარებდი, როდესაც თერაპიის გამო, კვირაში ორი შუადღის გამოთავისუფლება დამჭირდა. სკოლისთვის ყველაფერი არ გამიმხელია. ვთქვი, რომ დეპრესიასთან გამკლავებას ვცდილობდი", — იხსენებს კრისი.
ვარაუდობს, რომ მისი ორიენტაცია ერთ-ერთმა მკვლევარმა გაასაჯაროვა — "ჩემი ხელმძღვანელი რელიგიური კაცი იყო. ზუსტად ვიცი, იმიტომ გამათავისუფლეს, რომ ჩემი ორიენტაციის შესახებ გაიგეს. მირჩიეს მასწავლებლობა მიმეტოვებინა და ახალი პროფესია გამომენახა, თუმცა გასაუბრებაზეც კი არავინ მიბარებდა".
სიჩუმის კედელი
თერაპევტები თუ მედიკოსები, წლების განმავლობაში ცდილობდნენ კრისის დახმარებას, თუმცა ტანჯვისგან მიყენებული ზიანის ამოშანთვა ვერაფერმა შეძლო.
ის ერთ-ერთი უნივერსიტეტდამთავრებულის კვალზე გავიდა, რომელიც ფსიქოლოგიის დეპარტამენტში იმ დროს მუშაობდა, როცა თვითონ თერაპიებს ესწრებოდა. ასე მიაგნო ელექტროშოკური თერაპიების მტკიცებულებებს.
"უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, უნივერსიტეტმა სიჩუმით მიპასუხა და მომხდარის უარყოფაც კი სცადეს", — ამბობს კრისი.
ბიბისის მიერ მოპოვებული მოხსენების თანახმად, ბირმინგჰემის უნივერსიტეტი უარყოფს კრისისთვის ელექტროშოკური თერაპიის ჩატარების ფაქტს.
უნივერსიტეტის თანამშრომლების თქმით, ჩანაწერებს 25 წელზე მეტი ხნით არ ინახავენ, ასე რომ ეს "ჩანაწერი არ აქვთ".
კრისს მცდელობა არ შეუწყვეტია, ამიტომ უნივერსიტეტმა საპასუხო რეაქციაც შეიცვალა:
"ყველაფერი მკვლევარს დააბრალეს, რომელიც პირად პროექტზე საიდუმლოდ მუშაობდა და უნივერსიტეტის თანამონაწილეობა გამორიცხეს".
კრისი ამბობს, რომ ყველა შეხვედრა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდა, რომელსაც უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ და აღჭურვილობაც უნივერსიტეტის იყო.
"უნივერსიტეტის გაუგებრობაში გახვევა არ მსურს, უბრალოდ ველი აღიარებას და ვითხოვ ბოდიშს ტკივილში გატარებული წლების გამო".
ბირმინგჰემის უნივერსიტეტი აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
მოქცევის თერაპიის აკრძალვა
2018 წელს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ "გეი მოქცევის თერაპიების" აკრძალვა დააანონსა, როგორც გეი და ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი.
ზაფხულში, პრემიერ მინისტრმა დაპირება კიდევ ერთხელ გააჟღერა, თუმცა კამპანიის მხარდამჭერები რეალურ მოქმედებებს უშედეგოდ ელიან.
ტერმინი — "მოქცევის თერაპია" მოიცავს ყველა სახის მკურნალობას თუ ფსიქოთერაპიას, რომელიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლისკენ ან გენდერული იდენტობის დათრგუნვისკენ არის მიმართული.
ზოგიერთი ძალადობრივი ხერხი, როგორიც "გამოსასწორებელი გაუპატიურებაა" უკვე სამართლებრივად რეგულირდება, თუმცა — არა რელიგიური მეთოდები, როგორიც "ჯგუფური ლოცვაა".
ნენსი კელი LGBTQ საქველმოქმედო ორგანიზაცია — სტოუნვოლის დირექტორია, ის ხელისუფლებას მოუწოდებს მორჩნენ "ფეხის ათრევას" და აკრძალვაზე იფიქრონ.
"უკვე ორწელნახევარი გავიდა, რაც ხელისუფლებამ მოქცევის თერაპიის აკრძალვის პირობა დადო. ყველა, ეგრეთ წოდებული თერაპია, რომელიც ადამიანთა ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლისკენ არის მიმართული, არაეთიკურია, მეტიც — ბოროტებაა", — ამბობს ნენსი და ამატებს — "LGBTQ-ის განკურნება არ სჭირდება. სოციუმიდან ვერ ამოგვშლით. გაერთიანებული სამეფოს ბევრი მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ორგანიზაცია, როგორიც ეროვნული ჯანდაცვის სერვისია, ტყუილად კი არ გმობს მსგავს პრაქტიკას".
კრისი ხელისუფლებას "ამ არეულობის გამოსწორებისკენ" მოუწოდებს.
"40 წელზე მეტია ტკივილს და იმედგაცრუებას ვუძლებ და ხელისუფლებას ჯერაც არ აუკრძალავს მოქცევის თერაპია? ჩვენს ქვეყანაში ძაღლების ელექტროშოკით გაწვრთნა აკრძალულია, თუმცა გეი ადამიანების — არა".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები